. ცელულიტი - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა
  • მაისი

    25

    2018
  • 647
  • 0
ცელულიტი

ცელულიტი

“ცელულიტი” ანუ სამედიცინო ტერმინოლოგიით ლიპოდისტროფია, ლიპოსკლეროზი, ეს არის მოვლენა, როდესაც პათოლოგიური( არაჯანსაღი) ცვლილებები ვითარდება კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში, ასევე ცვლილებები ვითარდება საკუთრივ კანშიც. კერძოდ, ირღვევა მიკროცირკულაცია, ნივთიერებათა ცვლა, უჯრედშორისი სითხის (ინტერსტიაციალური სითხე) რაოდენობა, ე.წ ლიმფოდრენაჟი, რის საფუძველზეც ხდება ცხიმოვანი უჯრედების (ადიპოციტების) გადაგვარება და ვიზუალურად ვლინდება ფორთოხლის კანით, არაერთგვაროვანი ბორცვიანი ზედაპირით.

პირველად ცელულიტი, როგორც გარეგნული დეფექტი და შემდეგ როგორც კოსმეტიკური პრობლემა გამოყვეს 1973 წელს, როდესაც ჟურნალ „ვოგის“ ფურცელზე გამოჩნდა სილამაზის სალონის მფლობელის ნიკოლ რონსარის სტატია: “ცელულიტი, მისი ნიშნები და ბრძოლის გზები“.

თანამედროვე ეპოქაში საკმაოდ მძაფრად დგას ცელულიტის პრობლემა და მასთნ ბრძოლის გზები. გამოვლინება შეიძლება მოხდეს საკმაოდ ახალგაზრდა ასაკშივეც, 16, 20, 25 ან 60 წელი.

გვხვდება როგორც ჭარბწონიანებში, ასევე გამხდრებშიც. თუმცა, რისკი ცელულიტის განვითარებისა უფრო ჭარბწონიანებს აქვთ, ასევე ორსულებსაც.

ცელულიტის გამომწვევი მიზეზები საკმაოდ მრავალფეროვანია და ხშირად არის არა ერთი, არამედ რამდენიმე.

  1. ჰორმონალური დისბალანსი, განსაკუთრებით დისფუნქცია საკვერცხეებისა და სისხლში დიდი რაოდენობით ესტროგენების არსებობისა. ხშირად ამ ჰორმონზე დამოკიდებულება განსაზღვრავს იმას, რომ ის გვხვდება მხოლოდ ქალებში და არა მამაკაცებში.
  2. ფარისევრი ჯირკვლის დაავადებები( რადგან სწორედ ეს ჰორმონები არიან პასუხისმგებელნი ცხიმოვან ცვლაზე, ასევე სხვა ენდოკრინული დაავადებები( მაგ. შაქრიანი დიაბეტი), ანუ როდესაც ირღვევა ნივთიერებათა ცვლა.
  3. ცილოვანი ცვლის დარღვევა, მათ შორის ალბუმინის ცვლის დარღვევა.
  4. გენეტიკური წინასწარგანწყობა.
  5. ჰიპოდინამია და ემოციური სტრესები
  6. არაჯანსაღი კვება
  7. ქრონიკული დაღლილობა

 

გამოყოფენ ცელულიტის 4 სტადიას.

I სტადია – პრეცელულიტი

იწყება  სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის მსუბუქი დარღვევით, რაც ვიზუალურად ვლინდება სხვადახვა ზონებზე მოცულობის მომატებით, ცოტა კანის ტონუსის დაქვეითებით. შეიძლება ზოგჯერ არც იყოს ეს ნიშნები გამოხატული, ამიტომ ამ სტადიაში მისი დიაგნოზირება რთულია.

II სტადია – თანდათანობით ზემოთ ჩამოთვლილი პროცესების გაღრმავება, ქსოვილებში დაგროვებას იწყებს ტოქსინები და ცვლილებები ჩნდება მაშინ, თუ ხელს მოვკიდებთ კანს  ან დავჯდებით.

III სტადია – მიკრონოდულარული (მიკროკვანძოვანი), ცხიმოვანი უჯრედები მკვეთრად იმატებენ მოცულობაში, ვითარდება პატარ-პატარა ცხიმოვანი კვანძები, მოშვებული კანით, არაერთგვაროვანი ზედაპირით და მტკივნეულობით მსუბუქი დაწოლისას.

IV სტადია – მაკრონოდულარული(მაკროკვანძოვანი) არის ღრმა ვენოსური შეშუპება, ლიმფოსტაზი, მკვეთრად გამოხატული ბორცვაკები, ჩაღრმავებები, კანის მოშვებით, ე.წ „ფორთოხლის ქერქი“. მოითხოვს სერიოზულ, კომპლექსურ და ხანგრძლივ მკურნალობას.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ  ცელულიტისგან სრულად და სამუდამოდ გათავისუფლება შეუძლებელია. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ის არ გადავიდეს რთულ ფორმებში და პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე ჩავიტაროთ შესაბამისი პროცედურები და გახდეს რაც შეიძლება ვიზუალურად ნაკლებშესამჩნევი.

ამასთანაცე მაქსიმალური შედეგისათვის აუცილებელია კომპლექსური მკურნალობა.

ამისთვის აუცილებელია:

  1. ჭარბი წონისგან განთავისუფლება( თუ ის სახეზეა)
  2. სისხლისმიმოქცევის გაძლიერება
  3. ნივთიერებათა ცვლის გააქტიურება
  4. კუნთოვანი ტონუსის და შემაერთებელი ქსოვილის ტონუსის მომატება ანუ ვარჯიში
  5. კანის ტონუსის მომატება.

ყველაფერი ეს მიიღწევა ბალანსირებული, ჯანსაღი კვებით, სპორტით, მავნე ჩვევებზე უარის თქმით და ასევე სპეციალური ანტიცელულიტური პროცედურების ჩატარებით.

ცელულიტის დიაგნოსტირებაში და მისი სტადიების  განსაზღვრაში გამოიყენება სხვადასხვა მეთოდები. მაგ. ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია, რომელიც გვაძლევს ზუსტ ინფორმაციას მიკროცირკულაციებზე კანქვეშაცხიმოვან ქსოვილში.

ორგანზმომილებიანი ეხოგრაფია – ყველაზე ინფორმაციული მეთოდი, რომელიც გვაძლევს ზუსტ ინფორმაციას ქსოვილებზე, შეშუპებებისა და მიკროცირკულაციის დარღვევებზე, კვანძოვან ზომებზე.

ასევე ჰისტოლოგიური გამოკვლევა, ანოდური თერმოგრაფია

რა მეთო0დები გამოყენება ცელულიტთან საბრძოლველად?

  1. შინაგანი მოქმედების ანტიცელულიტური პრეპარატები, მაგ. აქტიური ბიონივთიერებები და მიკროელემენტები, რეტინოლი, ტოკოფეროლი, ნატურალური იოდშემცველი ლიპოლიდიკები, ზღვის წყალმცენარეები. ნატურალური ფლავანოიდების შემცველი ნივთიერებები და ა.შ.
  2. გარეგანი მოქმდების პრეპარატები: სხვადასხვა ეთერზეთები, ექსტრაქტები, ტალახები და წყალმცენარეები, თაფლი.
  3. მექანიკური ზემოქმედების მეთოდები:
  • ანტიცელულიტური მასაჟი: ხელის, ვაკუუმის, აპარატურული LPG და RF -ით( რადიოტალღით)
  • ელექტროსტიმულაცია
  • ელექტროლაპოლიზი
  • ულტრაბგერა და კავიტაცია
  • RF თერაპია –  რადიოტალღური თერაპია
  • ანტიცელულიტური მეზოთერაპია
  • ოზონოთერაპია
  • კრიოთერაპია და კრიოლაპოლიზი
  • ჰიდროთერაპია – ჰიდრომასაჟი
  • ქიმიური მკურნალობა

საუკეთესო გამოსავალია, რომ ყველა ქალბატონმა მოახდინოს  პროფილაქტიკა და თავი დაიზღვიოს, ამისთვის კი აუცილებელია დავიცვათ მარტივი რეკომენდაციები:

  1. არ დაუშვათ წონის მკვეთრი ცვლილებები
  2. თუ დაკავებული ხართ სპორტით, არ დაანებოთ თავი სწრაფად, ასეთ შემთვევაში შეამცირეთ დატვირთვები ნელ-ნელა.
  3. აკონტროლეთ ტქვენი ენდოკრინული სისტემა
  4. იკვებეთ ჯანსაღად და ხშირად
  5. არ მოწიოთ
  6. თუნდაც კვირაში 1-2ჯერ დაკავდით სპორტით, ფიზიკური აქტივობით, განსაკუთრებით ფეხების, დუნდელების და მუცლის ზონების ვარჯიშით
  7. გამოიყენეთ ბანაობისას უხეში ღრუბელი და სკრაბები და აქტიურად დაიმუშავეთ პრობლემური ზონები
  8. იარეთ საუნაში და იკეთეთ ანტიცელულიტური მასაჟები
  9. ატარეთ კომფორტული ტანსაცმელი

და ბოლოს, დასვენება და სულიერი სიმშვიდე. ისეირნეთ, დაკავდით სასიამოვნო საქმეებითა და საყვარელი ჰობით.

 

 

 

 

 

 

 

transporti © Copyright 2018 Powered By Mywebs.ge
T: 592-19-11-00

T