. პერმანენტული მაკიაჟი - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა
  • მაისი

    29

    2018
  • 849
  • 0
პერმანენტული მაკიაჟი

პერმანენტული მაკიაჟი

პერმანენტული მაკიაჟი  კოსმეტოლოგიური პროცედურაა, რომლის დროსაც ხდება კანის მიკროპიგმენტაცია, გულისხმობს პიგმენტის შეყვანას კანის ზედაპირულ შრეში. პაციენტის სურვილისამებრ ხდება თვალის, წარბის, ტუჩის მოხატვა, დაფერვა. არსებობს ორი სახის პერმანენტული მაკიაჟი:

  1. აპარატით შესრულებული ტატუ სრულდება სპეციალური აპარატისა და ერთჯერადი ინსტრუმენტების გამოყენებით, რომელსაც ამოძრავებს ელექტრომოტორი.
  2. მიკრობლეიდინგი, რომლის დროსაც სპეციალური კალმის დახმარებით ტარდება პროცედურა, სპეციალისტის ხელის მოძრაობით.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება პიგმენტს, თუ როგორი ხარისხის პიგმენტით ტარდება პროცედურა. უნდა იყოს აუცილებლად მაღალი ხარისხის ანტიალერგიული და ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული, რადგან დიდხანს შევინარჩუნოთ ფერი და მაქსიმალურად ბუნებრივად შეესაბამებოდეს კანის ტიპსა და ფერს.

პერმანენტული მაკიაჟის დროს დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ კანის ტიპს, ცხიმიანი კანის შემთხვევაში რეკომენდირებულია აპარატით შესრულებული ტატუ, ხოლო მშრალი კანის შემთხვევაში – მიკრობლეიდინგი.

ეფექტი ნარჩუნდება 1-2 წლამდე.

უკუჩვენება:

  • ორსულობა
  • ლაქტაცია
  • კანის სხვადასხვა დაავადებები
  • სისხლის სხვადასხვა დაავადებები
ბოლო სიახლეები
transporti © Copyright 2018 Powered By Mywebs.ge
T: 592-19-11-00

T