. მეჭეჭების და წამონაზარდების მოშორება - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა

მეჭეჭები და წანაზარდები

თანამედროვე მედიცინაში, კანის წარმონაქმნების მოცილების რამდენიმე მეთოდი არსებობს:

– ქირურგიული (წარმონაქმნის ამოკვეთა);

– ელექტროქირურგიული (ელექტროკოაგულატორით მოცილება);

– კრიო-ქირურგიული (თხევადი აზოტით მოცილება);

– ქიმიური (გამოიყენება სპეციუალური ქიმიური ხსნარები);

– ლაზერული (გამოიყენება ლაზერული აპარატურა);

– რადიოქირურგიული (გამოიყენება რადიოტალღური აპარატურა).

ყველა ამ მეთოდს აქვს თავისი უპირატესობა და უარყოფითი მხარეები.ქირურგიული მეთოდით მოცილებისას, ნებისმიერ შემთხვევაში რჩება მეტ-ნაკლებად შესამჩნევი ნაწიბური. ელექტროქირურგიული მეთოდის შემთხვევაში ნაწიბური უფრო მეტად შესამჩნევია, თხევადი აზოტითა და ქიმიური ხსნარებით მოცილების შემთხვევაში, საკმაოდ ძნელია ამ რეაგენტების დამაზიანებელი მოქმედების სიღრმის განსაზღვრა, რაც ხშირად ხდება არასასურველი ნაწიბურის წარმოქმნის მიზეზი, ხოლო შეხორცების პროცესი ჭიანურდება. გარდა ამისა, რჩება შანსი, რომ კანის წარმონაქმნი სრულად არ იქნება მოცილებული ერთ პროცედურაში და პაციენტს გაუანგრძლივდება მკურნალობა.
ჩვენს კლინიკაში  პაპილომების, მეჭეჭებისა და კანის სხვა წარმონაქმნების (კონდილომები, ფიბრომები, ათერომები, კერატომები, კერატოაკანტოზები, ”კანის რქა” და ა.შ.), მოცილება ხდება უახლესი ლაზერული და რადიოტალღური აპარატებით.

რაც მთავარია, ამ მეთოდებით პაპილომებისა და მეჭეჭების მოცილების შემდეგ არ რჩება არავითარი (ან რჩება ძნელად შესამჩნევი) კვალი. ჩვენს მიერ გამოყენებული აპარატურა შეესაბამება ყველა იმ მოთხოვნას, რასაც თანამედროვე მედიცინა უსაფრთხოების დაცვას ითვალისწინებს.
პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, პროცედურის შემდეგ კანზე რჩება ფუფხი და მცირედი ჩანაჭდევი, რაც სწორდება 1-2 კვირის განმავლობაში.
ლაზერული და რადიოსიხშირული დანადგარების დახმარებით შესაძლებელია, სრულიად უმტკივნეულოდ და პრაქტიკულად უსისხლოდ ჩატარდეს კანის წარმონაქმნების მოცილების პროცედურა და დერმაბრაზია (ე.წ. შლიფოვკა).

© Copyright 2023 Powered By ინტერიერის დიზაინი
T: 592-19-11-00