. რა უდნა ვიცოდეთ ლაზერულ ეპილაციაზე? - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა
  • ოქტომბერი

    25

    2018
  • 68
  • 0
რა უდნა ვიცოდეთ ლაზერულ ეპილაციაზე?

რა უდნა ვიცოდეთ ლაზერულ ეპილაციაზე?

ლაზერული ეპილაცია

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ლაზერული ეპილაცია უსაფრთხოა, თუმცა არასწორად ჩატარების შემთხვევაში არსებობს რისკ-ფაქტორები რომლის უგულვებელყოფის შემთხვევაშიც შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საზიანო ამოჩნდეს.
სხივი  შთაინთქმება პიგმენტ მელანინის მიერ, სინათლე გარდაიქმნება სითბურ ენერგიად, რომელიც ზემოქმედებს თმის ფოლიკულაზე და აჩერებს თმის ზრდის პროცესს. ამის შედეგად ნელ-ნელა ცვივა თმა, რადგან სიცოცხლისუნარიანობა აღარ აქვს. რაც უფრო მუქია მელანინის პიგმენტი, იმდენად უფრო მუქია ადამიანის კანი  და თმა. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ თუ კანისა და თმის ფერებს შორის მკვეთრი კონტრასტია, თმის მოცილება უფრო ნაკლები სეანსებით და უპრობლემოდაა შესაძლებელი, მაგრამ თუ კონტრასტი მკვეთრი არაა, ექიმი ვერ იყენებს ლაზერის სათანადო სიმძლავრეს, რის გამოც  შესაძლოა იგი კვლავ ამოვიდეს და დამატებითი სეანსები გახდეს .თუ კანი ზედმეტად მუქია, შესაძლოა განვითარდეს დამწვრობა, ამიტომ ლაზერით თმის მოცილების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს სპეციალისტის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს.
ყველაფრის მიუხედავად ნებისმიერ ლაზერულ ეპილაცია აქვს უკუჩვენება უნდა იცოდეთ, რომ  ლაზერის გაკეთება არ შეიძლება: ინფექციური, გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური, პრეონკოლოგიური და კანის დაავადებების დროს, ასევე ჰორმონული დარღვევის,  ორსულობისა და ლაქტაციის დროს. ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებზე მუდმივად რეაგირებს ჰორმონალური და ლიმფრი სისტემა. შესაბამისად, შესაძლებელია მოხდეს ლიმფური ჯირკვლების გადიდებაც.
ზოგ შემთხვევაში კანი შიეძლება იმდენად გაღიზიანდეს რომ აკნე და დერმატიტიც გამოიწვის. პროცედრის შემდგომ კანი ხდება მეტად მგრძნობიარე და გამოვლენილი უმნიშვნელო გვერდითი ეფექტები დროებითია, რომელიც უახლოეს საათებში უნდა ალაგდეს.  არ მიიკაროთ წყალი 3-4 საათის განმავლობაში და ა გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები (მაკიაჟი) რამოდენიმე საათის განმავლობაში, რადგან ეპილაციის შემდეგ გახსნილია ფორები და იზრდება ინფექციის შეჭრის შანსი.
ნუ შეგეშინდებათ, თუ მესამე ან მეოთხე სეანსის შემდეგ თმა დაიწყებს ზრდას ახალი ძალით. საქმე იმაშია, რომ ადამიანის კანში არსებობს ე.წ „მძინარე“ ფოლიკულები, რომლებიც იწყებენ ფუნქციონირებას ლაზერული სხივის მოქმედების შედეგად. აქტივირებული ფოლიკულების ნეიტრალიზაციის შემდეგ კი საჭირო გახდება მხოლოდ იშვიათად შემორჩენილი თმის ღერების განადგურება.
პროცედურების ჩატარების შემდეგ ასევე არ არის რეკომენდებული მზეზე ყოფნა, რადგან არსებობს კანის  ჰიპერ და ჰიპოპიგმენტაცის მაღალი რისკი. ამიტომ პოცედურა უმჯობესია ჩატარდეს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, რათა ზაფხულისთვის უკვე პრობლემა მოგვარებული იყოს. როგორც ხედავთ შედეგი ინდივიდუალურია მაგრამ ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ მას ატარებს გამოცდილი, პროფესიონალი სპეციალისტი.

 

ბოლო სიახლეები
transporti © Copyright 2018 Powered By Mywebs.ge
T: 592-19-11-00

T