. თვალის ირგვლივ სიშავეები - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა
  • ნოემბერი

    14

    2019
  • 169
  • 0
თვალის ირგვლივ სიშავეები

თვალის ირგვლივ სიშავეები

გაიქრეთ შავი წრეები თვალების ქვეშ და დაემშვიდობეთ ჩაშავებულ თვალებს: როგორ ვებრძოლოთ პრობლემას

ალბათ არაერთხელ შეგიმჩნევიათ სარკეში, თვალების ქვეშ გაჩენილი შავი წრეები, რომელიც არც ისე სასიამოვნო სანახავია. ალბათ გაგიგონიათ, თვალები „სულის სარკეაო“, თითოეულ ადამიანს უნდა ისინი გაბრწყინებული, ჯანმრთელი და ლამაზი იხილოს.

თვალის ირგვლივი სიშავეები საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, თუმცა საბედნიეროდ არსებობს პროცედურები, რომელიც სამუდამოდ დაგავიწყებთ ამ პრობლემას და მოგიხსნით დისკომფორტს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია მეზოთერაპია, რომელიც სპეციალური პრეპარატებით კეთდება.

რა იწვევს თვალების ირგვლივ სიშავეებს?

თვალების ირგვლივ შავი წრეების არსებობა შესაძლოა  მემკვიდრეობითი ხასიათის იყოს,  ან რომელიმე პათოლოგიური პროცესის მანიშნებელი.

თვალის ირგვლივ შავი რგოლების გაჩენას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს უძილობა, გადაღლა, კომპიუტერთან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობა, სტრესი, დეპრესია, არასწორი რაციონი და დაუბალანსებელი კვება, გაუწყლოება, ნიკოტინი და სხვა. მწეველებსა და ალკოჰოლის მომხმარებლებს ხშირად აქვთ ჩაშავებული თვალის უპეები. ეს იმით არის გამოწვეული, რომ მათი ორგანიზმი მუდმივად განიცდის ინტოქსიკაციას. თვალების ირგვლივ არსებული  კანი შედარებით ნაზია და სხეულის სხვა უბნებთან შედარებით ადრე კარგავს ელასტიურობას, სიმკვრივეს, ბუნებრივ ფერს.

თუ სიშავე არც მემკვიდრეობითია და არც დასვენების შემდეგ ქრება, ის შესაძლოა უფრო სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებდეს, ამიტომ გამოცდილ სპეციალისტს უნდა მიაკითხოთ. ზოგჯერ სიშავე ჟანგბადის ნაკლებობაზე მიგვანიშნებს, ასევე შესაძლოა თირკმელთა მუშაობის დარღვევის მაუწყებელიც იყოს. შავი რგოლები ფარისებრი ჯირკვლის დაავადების პირველი ნიშანიცაა. ხშირად თვალის ირგვლივ ჩრდილებს აქვს მოლურჯო ფერი, რაც სისხლის მიმოქცევის დარღვევით არის გამოწვეული.

როგორ ვებრძოლოთ თვალის ირგვლივ სიშავეებს?

უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი კოსმეტიკური პროცედურის ჩატარებამდე, წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რომელიც ინდივიდუალურად, საჭიროებიდან გამომდინარე დაგინიშნავთ მკურნალობის კურსს. ასევე, პროცედურების დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს შინაგანი დაავადებების არსებობა.

თვალების ირგვლივ სიშავესთან ბრძოლა პრობლემას აღარ წარმოადგენს. პრობლემის მოგვარებაში აუცილებლად დაგეხმარებიან კლინიკა „ნეო-ნეოს“ კვალიფიციური სპეციალები, რომელიც უმაღლესი ხარისხის პროდუქციით გთავაზობენ პროცედურების ჩატარებას.

თანამედროვე კოსმეტოლოგია, ამ პრობლემას რამდენიმე სხვადასხვა მეთოდით უმკლავდება. ყველაზე პოპულარული თვალის ირგვლივ ჩატარებული მეზოთერაპიაა, რომელიც სპეციალური პრეპარატებით ტარდება. მისი დახმარებით იწყება კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავება, უმჯობესდება  სისხლის მიმოქცევა და ამის ხარჯზე, ხდება დამუშავებული ზონის ჟანგბადით გაჯერება. მეზოთერაპია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს  თვალების ქვეშ კანის ფერს და აქრობს მუქ წრეებს, ასევე ამცირებს ქუთუთოების ქვეშ ცხიმოვან „ჩანთებს“.

მკურნალობის კურსი ტარდება წელიწადში ერთხელ. განმეორებითი პროცედურების შემდეგ  ნაოჭების სიღრმე მკვეთრად მცირდება, იზრდება კოლაგენის რაოდენობა და, შესაბამისად, უმჯობესდება კანის ტონი.

რამდენი პროცედურის შემდეგ მიიღწევა სასურველი შედეგი?

უნდა აღინიშნოს, რომ პროცედურა ეფექტური და ამავე დროს უსაფრთხოა. როგორც წესი, სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა 4-6 პროცედურის ჩატარება. რეკომენდირებულია, რომ  სეანსებს შორის ინტერვალი იყოს 7-10 დღე. შედეგი მალევე  ხდება შესამჩნევი და კურსის დასრულების შემდეგ თვალის ირგვლივი სიშავეები წარსულს ბარდება.

აღსანიშნავია, რომ ჩატარებული პროცედურის ხარისხი და მისი შემდგომი ეფექტი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია  პრეპრატების ხარისხზე  და სპეციალისტის პროფესიონალიზმზე, რაზეც კლინიკა „ნეო-ნეო“ სრულად არის პასუხისმგებელი და გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას.

პროცედურის შემდეგ რაიმე შეზღუდვები არსებობს?

კლინიკა „ნეო-ნეოს“ ექიმი კოსმეტოლოგები გირჩევენ, რომ პროცედურის შემდეგ ერთი დღის განმავლობაში არ დაიტანოთ სახეზე დეკორატიული კოსმეტიკა, უმჯობესია თავი შეიკავოთ მაკიაჟისგან. სასურველია 24 საათი სუფთა კანით გაატაროთ.

რა შემთხვევაში არ შეიძლება პროცედურის ჩატარება?

პროცედურას ასაკობრივი შეზღუდვა არ გააჩნია. მისი ჩატარება არ არის რეკომენდირებული ორსულობისთვის და მეძუძური დედებისთვის. ასევე,  მათთვის ვისაც აწუხებს კანის ანთებითი პროცესები და ინფექციები, ონკოლოგიური დაავადებები, დიაბეტი.

პროცედურა უმტკივნეულოა?

პროცედურა ანესთეზიას  არ საჭიროებს, ის სრულიად უმტკივნეულოა. პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების  ჩვეულ რითმს.

აღსანიშნავია, რომ კლინიკა „ნეო-ნეოს“ ექიმები თვალის ირგვლივ მეზოთერაპიის პროცედურის ჩატარებისას იყენებენ  მსოფლიოს წამყვანი კოსმეტოლოგიური ფირმების მიერ წარმოებულ პრეპარატებს, რაც სასურველი შედეგის გარანტიას იძლევა.

 

 

© Copyright 2018 Powered By Mywebs.ge
T: 592-19-11-00

T