. რა უნდა ვიცოდეთ ვიდრე დერმატო-კოსმეტოლოგს ვეწვევით - ექიმი ეკა დარასელია - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა
  • თებერვალი

    3

    2020
  • 463
  • 0
რა უნდა ვიცოდეთ ვიდრე დერმატო-კოსმეტოლოგს ვეწვევით – ექიმი ეკა დარასელია

რა უნდა ვიცოდეთ ვიდრე დერმატო-კოსმეტოლოგს ვეწვევით – ექიმი ეკა დარასელია

რა უნდა ვიცოდეთ, ვიდრე დერმატო-კოსმეტოლოგს ვეწვევით

სამწუხაროდ, ბოლო წლებში  პროცენტულად გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც აღმოაჩნდათ  გვერდითი მოვლენები ან რაიმე გართულებებიკოსმეტოლოგიური პროცედურების შემდეგ.

როგორც წესი, არასასურველი გვერდითი ეფექტების გამომწვევი შემდეგი მიზეზები არსებობს:

  1. ექიმის მიერ დაშვებული შეცდომები (ტექნიკის დარღვევა პრეპარატის შეყვანისას, არასწორად შერჩეული პრეპარატი ან მისი დოზა, ანატომიის უცოდინრობა.) 
  2. პაციენტის მიერ “დაშვებული შეცდომები“ (როდესაც არ ითვალისწიებს ექიმის მიერ მითითებულ რეკომენდაციებს)
  3. ორგანიზმის ინდივიდუალური რეაქციები, რომელიც არ არის დამოკიდებული ექიმის მიერ ჩატარებულ მანიპულიაციაზე – ალერგიული რეაქციები (შეშუპებები, გამონაყარი, წვა, ქავილი) და ნაწიბური ჩხვლეტის ადგილას, კანქვეშა  და ღრმა ჰემატომები, ტკივილი პროცედურის ჩატარების დროს.

ბიორევიტალიზაციის   შემდგომი შესაძლო გართულებები:

ბიორეპარაციის შემდეგ  ხშირ შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს  მცირედი ჩალურჯებები და შეშუპება. ეს გვერდითი  მოვლენა, ინექციის შემდეგ , როგორც წესი, ქრება რამდენიმე საათში.

უფრო საშიში გართულებებია: 

  • ალერგია ნებისმიერ ნივთიერებაზე ან პრეპარატზე (სიწითლე, ქავილი, წვის შეგრძნება).
  • ინფექციის შეჭრა, დერმის ანთება.
  • ნაწიბურის ფორმირება დერმის ჩხვლეტის ადგილზე.
  • დერმის ქვეშ ფიბროზული წარმონაქმნი.
  • ზეწოლა, სისხლძარღვების ნაწილობრივი დახშობა.

ზოგადი გართულებები ფილერების შეყვანის შემდეგ:

  • ტკივილი.
  • ადგილობრივი შეშუპება და ქსოვილების ჰიპერემია.
  • ჰემატომა, ჩალურჯებები ფილერის შემდეგ.
  • ანთებითი პროცესები.
  • გელის მიგრაცია.
  • ნეკროზული ცვლილებები.
  • შემაერთებელი ქსოვილის ანომალური რეაქცია.
  • პაპულები ფილერის შემდეგ.
  • ამოზნექილობები ფილერის შემდეგ.
  • გამაგრებული ზედაპირი .
  • ტინდალის ეფექტი (სახის ფერის ცვლილება – ნაცრისფერ- მოლურჯო  ან ლურჯი ელფერით).
  • ფილერის შემდგომი იშემია.
  • ტუჩის ასიმეტრია ფილერის შემდეგ.
  • ალერგიული რეაქცია.

მომხმარებლები ხშირად უჩივიან     “ჩავარდნილობებს” თვალების ქვემოთ. მსგავსი დეფექტი შეიძლება ადვილად გამოსწორდეს ფილერებით, მაგრამ პაციენტი უნდა იყოს მზად, რომ ქსოვილი შესაძლოა შეუშუპდეს და თვალის ქვემოთ განვითარდეს ჰემატომები. 

ბოტოქსის პროცედურის შემდგომი შესაძლო გართულებები:

 ექიმისგან დამოუკიდებელი გართულებებიც გვხდება პრაქტიკაში, როდესაც გართულებების განვითარების დროს პაციენტსაც მიუძღვის წვლილი.მას შეუძლია არასერიოზულად ან უყურადღებოდ მოეკიდოს ექიმის რეკომენდაციებს, რომელიც  პროცედურის შემდგომ რეაბილიტაციას ეხება.  

ამ ფაქტორებს მივყავართ ბოტულოტოქსინის დიფუზიამდე:

  • საჩხვლეტი ადგილის გახურება;
  • საჩხვლეტი ადგილის მასაჟირება; 
  • ალკოჰოლის მიღება  პროცედურამდე ან პროცედურის შემდეგ;
  • სხვადასხვა ანტიბიოტიკებისა და მედიკამენტების მიღება(რომლებიც  ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემების რელაქსაციას ახდენენ);
  • თავის (ან სახის) არასწორი მდებარეობა პროცედურის დროს.

ბოტულოტოქსინის შეყვანის  შემდგომი გართულებები: 

  • სისხლჩაქცევები. ინექციების შემდგომი ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა, რომელიც ვლინდება უმრავლესობაში – სისხლჩაქცევები, რომლის  წარმოქმნა პროვოცირდება თავად ინექციით და არა ინექციური წამლით. ამრიგად, ინექცია, თუნდაც მცირე, არის მიკროტრავმა, რომლის გარშემოც კანქვეშა ჰემატომა ჩნდება .
  • სიწითლე და შეშუპება. რამდენიმე დღის განმავლობაში ინექციების შემდეგ, შეიძლება გამოვლინდეს საგრძნობი შეშუპება, სიწითლე და ტკივილი. ამავე დროს, შეუძლებელია ყველა ხილული სიმპტომის დამალვაკოსმეტოლოგიური საშუალებების ქვეშ.
  • ასიმეტრია. ბოტოქსი ზოგჯერ ინიშნება სახის ასიმეტრიის გამოსწორების მიზნით, მაგრამ სასურველი ეფექტი ყოველთვის არ მიიღწევა. ამ პროცედურის დასრულების შემდეგ  ასიმეტრია შეიძლება გამძაფდეს, მაგალითად, ქუთუთო „ჩამოეშვება“ წარბები „აიწევა“ და ა.შ. ამ გვერდითი ეფექტის რისკი მატულობს სახეზე ინტენსიური სისხლის ნაკადის გამო, რადგან ბოტულოტოქსინი შეიძლება გავრცელდეს არასაჭირო ადგილებში. ამიტომ, თავიდან აიცილეთ სახის მასაჟები, აქტიური მიმიკური პროცედურები, გახურება და ფეის-ფიტნესი.
  • კუნთების დამბლა. არ არის საერთო გართულება, იშვიათად,მაგრამ ის მაინც გვხვდება.

დამბლა შეიძლება გაგრძელდეს ერთი კვირიდან რამდენიმე თვემდე, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ეს გამოიწვევს უამრავ უხერხულობას. კერძოდ, დროებით ვერ შეძლებთ გაღიმებას ან სხვა რაიმე სახის გამომეტყველების მიღებას. უფრო მძიმე შემთხვევებში, როდესაც ბოტულოტოქსინი ინექციის ადგილიდან მოშორებით კუნთებში გადადის, შეიძლება მოხდეს სასუნთქი კუნთების დამბლა, ხორხის კუნთების დამბლა და ა.შ.

  • ცხელება და ყელის ტკივილი –  ეს სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, სურდო და ყელის ტკივილი, ასევე ხშირია. ამრიგად, იმუნური სისტემა პასუხობს „გაახალგაზრდავების სურვილს“ (პროცედურას);
  • შესაძლოა გამოვლინდეს დიარეა, პირღებინება, თავბრუსხვევა და სისუსტე
  • ხმის დაკარგვა;
  • მეტყველების დარღვევა ;
  • მხედველობის გაორება ან დაბინდვა;
  • დიზურიული მოვლენები;
  • გაღიზიანებადობა

როგორ ავირიდოთ გართულებები:

უსიამოვნო შედეგების რისკის შესამცირებლად, ფილერების შეყვანის შემდეგ, აუცილებელია შემდეგი რეკომენდაციების დაცვა: 

  • შეარჩიეთ მხოლოდ სანდო სამედიცინო დაწესებულება და სპეციალისტი. არავითარ შემთხვევაში არ ენდოთ, თუ გთავაზობენ „სახლის პირობებში“ პროცედურების ჩატარებას. ყველა სერიოზული გართულება ხდება არასწორი ტექნიკისა და პრეპარატთან მუშაობისას, ანატომიური უცოდინრობის გამო.
  •  ვინაიდან თქვენ ხვდებით მაღალკვალიფიცირებულ და სერთიფიცირებულ სპეციალისტთან, შედეგად ხართ მეტად დაზღვეული შეცდომებისგან, რადგან  სპეციალისტს მეტი ცოდნა და გამოცდილება აქვს მიღებული, რაც მის სანდოობაში ეჭვს არ ჰბადებს.
  • იმისთვის ,რომ თავიდან აიცილოთ შესაძლო გართულებები,  პროცედურის წინ, აუცილებელია ექიმს აცნობოთ ადრე ჩატარებული მსგავსი ყველა მანიპულაციის შესახებ, ქრონიკული დაავადებების შესახებ, ბოლო 10 დღის განმავლობაში იყო თუ არა გამოვლენილი ანთებითი პროცესი ან მაღალი ტემპერატურა. ასევე, გართულებების რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი მაქსიმალურად გულწრფელი იყოს ექიმ-კოსმეტოლოგთან. უნდა აცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელსაც ის ამჟამად იღებს, ასევე მენსტრუალური ციკლის შესახებ და არის თუ არა რომელიმე მედიკამენტზე ალერგიული. 
  • ზოგიერთი ფილერი ერთმანეთთან შეუთავსებელია, ამიტომ ისინი არ უნდა იქნეს გამოყენებული ერთსა და იმავე ზონაში. ხანგრძლივი დროის შემდეგაც კი.
  • მიზანშეწონილია ფილერის თანდათანობით შეყვანა, მცირე დოზით. უმჯობესია შედეგის კორექტირება, ვიდრე ზედმეტი გელის ამოღება.
  • არ გამოიყენოთ ნივთიერებები, რომლებიც ავიწროვებს სისხლძარღვებს ინექციის ადგილზე, მაგალითად ეპინეფრინი. 
  • უმჯობესია გამოიყენოთ ფილერები, რომელთაც გადაჭარბებისას  ამოიღებთ მარტივად, მაგალითად, ჰიალურონის გელი ადვილად ქრება ჰიალურონიდაზას შეყვანით.
  • ინექციის დროს ასპირაციის სინჯის ჩატარება, რაც  ხელს უწყობს ექიმს გამოიკვლიოს, ხომ არ არის ნემსი სისხლძარღვში მოხვედრილი პროცედურის შესრულების დროს. 
  •      გართულებების დროს  მხოლოდ ერთი მხარე მუდმივად დამნაშავე არასდროს არის, რადგან აბსოლუტურად უსაფრთხო პროცედურები და კოსმეტოლოგიური პრეპარატები არ არსებობს. 

თუ მიმართავთ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებას, ეს მინიმუმ გარანტიას მოგცემთ, რომ პროცედურას განახორციელებს  კვალიფიცირებული სპეციალისტი და გამოყენებული იქნება ხარისხიანი პრეპარატები. უნდა გვესმოდეს, რომ მედიცინაში არავინ არ არის დაზღვეული გართულებებისგან, რადგან პაციენტებთან მუშაობისას შესაძლებელია ინდივიდუალური რეაქცია აღინიშნოს. პროცედურის ჩატარება თუ გამოიწვევს რაიმე სახის ჩივილს, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს  მკურნალ ექიმს, რადგან არსებობს გართულებები, რომლებიც უკავშირდება ექიმთან დაგვიანებულ ვიზიტს .

„გახსოვდეთ, რომ ინსტრუმენტები და პრეპარატები იგივეა, რაც ფუნჯები და საღებავები…ნახატის შარმი კი, მხატვარზე- თქვენს ექიმზეა დამოკიდებული. „

სტატიის ავტორი: ესთეტიკური კლინიკა „ნეო-ნეო“-ს დამფუძნებელი, ხელმძღვანელი- ეკატერინე დარასელია.

© Copyright 2018 Powered By Mywebs.ge
T: 592-19-11-00

T