. ცელულიტი - თანამედროვე ქალების მტკივნეული პრობლემა - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა
  • მაისი

    5

    2020
  • 203
  • 0
ცელულიტი – თანამედროვე ქალების მტკივნეული პრობლემა

ცელულიტი – თანამედროვე ქალების მტკივნეული პრობლემა

ცელულიტი თანამედროვე  ქალბატონებისთვის  მტკივნეული და აქტუალური  პრობლემაა. ქალების თითქმის 93%  უვლინდება  ამა თუ იმ  ფორმით. საინტერესოა, რომ  მამაკაცების  აბსოლიტური  უმრავლესობა  ვერც კი  ამჩნევს  ქალის  სხეულზე  ცელულიტს.

იმისათვის რომ გავუმკლავდეთ  მას  საჭიროა  ვიცოდეთ  ცრუ  მითები, რომლებიც  არასწორ  წარმოდგენას  გვიქმნის  ცელულიტზე.

პირველი  არასწორი მოსასზრება-ცელულიტი  მხოლოდ ქალბატონების პრობლემაა. არა, ის შეიძლება  მამაკაცებსაც  ქონდეთ, თუმცა  გაცილებით  იშვიათად.

მეორე ცელულიტი მხოლოდ ასაკოვან  ადამიანებში  ვითარდება. მცდარია, ის შეიძლება სქესობრივი მომწიფების პერიოდში გამოვლინდეს(17-18 წელი) და  ასაკის მატებასთან ერთად დამძიმდეს.

მესამე-ცელულიტს იწვევს ჰორმონული კონტრაცეპტირები. მათ შორის  პირდაპირი კავშირი არ არსებობს, თუმცა უკვე  განვითარებული  ცელულიტი  შეიძლება  დაამძიმოს.

მეოთხე-ცელულიტი  გენეტიკური  დავაადება, არ არის აუცილებელი რომ თუ დედას  ან  ბებიას  აქვს, თქვენც  გქონდეთ.

მეხუთე  მცდარია მოსაზრება  რომ ცელულიტს  მოვიშორებთ  სხვადასხვა  ძვირადღირებული  ანტიცელულიტური  კრემებითა  და  ზეთებით.

მეექვსე – მითია,  რომ  ცელუტიტისგან  შეიძლება  განთავისუფლდე  ლიპოსაქციით. მართალია, შეიძლება  მოიშოროთ  რამდენიმე  ზედმეტი  კილოგრამი, მაგრამ  ,,ფორთოხლის  ქერქს’’ ვერ მოიშორებთ. პირიქით, შეიძლება  დაამძიმოს  კიდეც.

მეშვიდე-რუჯი   ცელულიტს  ფარავს. არასწორია,  აშრობს  კანს, უკარგავს  სიმკრივეს  და  უფრო  გამოხატულს  ხდის  მას.

მერვე-ცელულიტი მხოლოდ  ჭარბწონიანების  პრობლემაა და  წონაში  კლება  აქრობს მას. ეს მითია, ცელულიტი  შეიძლება  ჰქონდეს  გამხდარ ადამიანსაც  და  წონაში  კლებამ  ,,ფორთოხლის ქერქი’’ მეტად  გამოხატოს.

მეცხრე-ცელულიტი მხოლოდ  ფეხებზე  ვითარდება. არასწორია, შეიძლება  შეგვხდეს  სხეულის  სხვა  ნაწილებზეც.

მეათე-ცელულიტის  დამარცხება  შეიძლება  სპეციალური  ანტი-ცელულიტური  აბებით. ესეც მითა.

იმისათვის  რომ  დავამარცხოთ  ცელულიტი,  საჭიროა  კომპლექსური  მიდგომა. ცელულიტის  კომპლექსურ  მკურნალობაში  შედის: 1.ჯანსაღი  კვება; 2.ფიზიკური აქტივობა; 3.მასაჟი-მანუალური  და  აპარატურული, ანტიცელულიტური  ინექციები  და  სპა  საშუალებები. პირველი ორი  კომპონენტი  განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია, რათა  წარმატებულად  და  ხანგრძლივათ  მივაღწიოთ  შედეგს.

გაითვალისწინეთ  საინტერესო  რეკომენდაციები  კვებასთან  და  ვარჯიშთან  მიმართებაში  სხეულის  ფორმების მიხედვით.

ცელულიტის მოშორება

თუ  სხეულის  მსხლისებური  ფორმა  გაქვთ, გამორიცხეთ: კარტოფილი, ბრინჯი, მაკარონი, გაზიანი სასმელი და ცხოველური  ცხიმები. ვარჯიშის  დროს  აქცენტი  გააკეთეთ  სხეულის  ქვედა  ნაწილზე, ასევე  მცირე  რაოდენობით  კარდიო-ვარჯიშებზე.

ვაშლისებური ფორმის  დროს  გამორიცხეთ: ცხოველური  ცხიმები, შემწვარი  პროდუქტები, თეთრი  პური, ბანანი, შებოლილი  ხორცეულობა  და  კონსერვირებული  ბოსტნეული. ვარჯიშის  დროს  აქცენტი  გააკეთეთ  მუცელსა  და  წელზე.

ქვიშის  საათის მაგვარი ფორმის  დროს  გამორიცხეთ: ტკბილი  თხილეულობა, ავოკადო, ბანანი, ჩირები  და  თეთრი  პურის  ფქვილი. ავარჯიშეთ  როგორც  სხეულის  ზედა  ნაწილი, ასევე  ქვედაც.

ოთხკუთხედი ფორმის  დროს  გამორიცხეთ: ალკოჰოლი, ტკბილეულობა, ყავა  და  კარტოფილი. აკეთეთ  კარდიო-ვარჯიშები  ძალისმიერ  ვარჯიშებთან  ერთად.

ცელულიტის მკურნალობა

ოთხივე  ტიპისათვის  ძალზე  სასარგებლოა  ცურვა, აქვააერობიკა, სირბილი, ლახტზე  ხტუნვა.

მექანიკური  საშუალებებიდან  იდეალურია  მანუალური  და  აპარატურული  მასაჟის  კომბინაცია, რომელიც  უნდა  გაკეთდეს  პრობლემურ  ზონებზე.

და ბოლოს, მოერიდეთ  სტრესს, დაიმუხტეთ  დადებითი  ენერგიით   და  დატკბით  ცხოვრებით. იმედია  ჩვენი  რჩევები  დაგეხმარებათ  ცელულიტის  წინააღმდეგ  ეფექტურ  ბრძოლაში.

 

© Copyright 2018 Powered By Mywebs.ge
T: 592-19-11-00

T