. ესთეტიკური გინეკოლოგია - რა სფეროა, რა პრობლემებს აგვარებს, პროცედურების ტიპები: - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა
  • ივნისი

    21

    2020
  • 87
  • 0
ესთეტიკური გინეკოლოგია – რა სფეროა, რა პრობლემებს აგვარებს, პროცედურების ტიპები:

ესთეტიკური გინეკოლოგია – რა სფეროა, რა პრობლემებს აგვარებს, პროცედურების ტიპები:

ესთეტიკური გინეკოლოგია არის მედიცინის თანამედროვე სფერო, სხვადასხვა დარგების ერთობლიობა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ქალის სასქესო ორგანოების სხვადასხვა დეფექტებისა და პათოლოგიების, ჰორმონალური ცვლილებების, ტრავმების და ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების პრობლემების მოგვარება.

რა პრობლემების გადაჭრა შეუძლია ესთეტიკურ გინეკოლოგიას?

ესთეტიკური გინეკოლოგიის არაქირურგიული და ქირურგიული ტექნიკის გამოყენებით, სხვადასხვა ასაკის ქალებს შეუძლიათ მოაგვარონ შემდეგი პრობლემები:

  • ინტიმურ ზონებში ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები – ვაგინალური სიმშრალე, ლაქები, საშოდან კედლების მოდუნება, საშოს კუნთების ელასტიურობის შემცირება;
  • ტრავმული მშობიარობის შედეგად სასქესო ორგანოსა და საშოს ქსოვილების ცვლილებები;
  • შარდის შეუკავებლობა მშობიარობის ან მენოპაუზის გამო
  • თანდაყოლილი დეფექტები – სასქესო ბაგეების ასიმეტრია, დიდი ან ძალიან მცირე ზომის კლიტორი;
  • ანორგაზმია;
  • ინტიმური ადგილების გაძლიერებული პიგმენტაცია;
  • მტკივნეული სქესობრივი აქტი
  • ლიბიდოს დაქვეითება.

პროცედურების სახეები:

ესთეტიკური გინეკოლოგია გულისხმობს ქირურგიულ ჩარევებსა და არაქირურგიული მანიპულაციებს- მეთოდის შეჩევა და გამოყენება დამოკიდებულია ჩვენებებზე, პათოლოგიური პროცესის ხარისხსა და სირთულეზე და თავად ქალის სურვილზე. ესთეტიკური მედიცინის კლინიკა ‘ნეო-ნეოს’ დახმარებით ქალი კვლავ იგრძნობს თავს სასურველად სექსუალური თვალსაზრისით.

ქირურგიული პროცედურები

  • ვაგინოპლასტიკა – ქალზე, რომელიც გადის ზოგადი ანესთეზიის ქვეშ იმყოფება, ხდება სხვადასხვა სირთულის ოპერაციების ჩატარება: ვაგინალური ქსოვილების ლიფტინგი, ვაგინის მოცულობის შემცირებაა და კორექტირება, ნაწიბურების მოშორება ტრავმული ტრავმული მშობიარობის შემდეგ, იკურნება მძიმე ფორმით არსებული შარდის შეუკავებლობა
  • ლაბიოპლასტიკა – გულისხმობს სასქესო ბაგეების ფორმისა და ზომების კორექტირებას. ოპერაციის დროს, აღმოფხვრება სასქესო ბაგეების ასიმეტრიის პრობლემა, ხდება შემცირება ან გადიდება (პრობლემიდან გამომდინარე), რის შედეგადაც სასქესო ბაგეებს ახალგაზრდული იერი ენიჭება.
  • კლიტორის პლასტიკა – ტარდება ქალებისთვის, რომლებსაც აქვთ ტკივილი სექსის დროს დიდი ზომის კლიტორიტის გამო, ასევე ანორგაზმიის მქონე პაციენტებისთვის(კლიტორსა და საშოს შორის არსებული დიდი მანძილის გამო). კლიტორზე ოპერაციის დროს ზოგჯერ საკმარისია მცირე მანპალაციების ჩატარება, კლიტორის ზედა ნაწილის დამუშავება, რათა ქალმა შეძლოს განიცადოს კარგი ორგაზმი.
  • ვაგინალური ლიფტინგი – ოპერაცია ხორციელდება საშოს ქსოვილში ლიგატური ძაფების ჩკერებით. ეს ოპერაცია საშუალებას გაძლევთ მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავოთ საშო, ასტიმულირებს კოლაგენური ბოჭკოების წარმოქმნას ვიწროვდება ფართო საშო.

არაქირურგიული მეთოდები

  • კონტურული ინტიმური პლასტიკური ხორციელდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ და გულისხმობს ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული პრეპარატების ინექციას საჭირო კორექტირების ზონებში. ამ პროცედურის საშუალებით შეგიძლიათ გაზარდოთ მცირე ზომის კლიტორი, მისცეთ მოცულობა სასქესო ბაგეებს.
  • პლაზმოლიფტინგი – პროცედურა საშუალებას გაძლევთ მოაგვაროთ ისეთი პრობლემა, როგორიცაა საშოს სიმშრალე, იკურნება მცირე ზომის ნაწიბურები, რომლებიც ჩამოყალიბდა მძიმე ტრავმული მშობიარობის შედეგად. პლაზმოლიფტინგი აქტიურად გამოიყენება ასაკობრივ ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრისთვის.
  • ანორგაზმიის მკურნალობა G- წერტილის გაზრდით – ეს წერტილი წარმოადგენს ნერვული დაბოლოებების დიდი რაოდენობით დაგროვებას და ეროგენულ ზონას. თითოეულ ქალს აქვს საკუთარი ზომისა ლოკალიზაციის ადგილი. ჰიალურონის მჟავების ინექციების დახმარებით ხდება G წერტილის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს სექსის დროს სასიამოვნო შეგრძნებების და ვაგინალურ ორგაზმის გაძლიერებას.

ჩვენებები

ესთეტიკური გინეკოლოგიის ქირურგიული და არაქირურგიული ქირურგიული პროცედურების ჩვენებებია:

  • უკმაყოფილება გარე სასქესო ორგანოების ვიზუალთან დაკავშირებით – ასიმეტრიული სასქესო ბაგეები, დიდი კლიტორი, ლაქები და ნაწიბურები;
  • საშოს სიმშრალე;
  • საშოში არსებული უხეში ნაწიბურები, რომლებიც შეუძლებელს ხდის სექსით დაკავებას და იწვევს ტკივილს;
  • ორგაზმის ნაკლებობა ან სექსის დროს არასაკმარისად გამოხატული შეგრძნებები;
  • შარდის შეუკავებლობა;
  • ინტიმურ ზონებში ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები.

ესთეტიკური გინეკოლოგიის პროცედურების ფასი განსხვავებულია – ეს დამოკიდებულია ჩარევის ტიპზე, ქალის სხეულის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, ჩარევის მოცულობაზე და გამოყენებულ მასალებზე. კლინიკა იყენებს მხოლოდ მაღალი ხარისხის შემავსებლებს, რომლებიც დაფუძნებულია ჰიალურონის მჟავაზე.

ეფექტი და სარგებელი

ეფექტის ხანგრძლივობა პირდაპირ დამოკიდებულია არჩეულ მეთოდზე, მაგალითად, არაქირურგიული ინექციების ჩარევა საშუალებას გაძლევთ დაივიწყოთ თქვენი პრობლემა 1 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც რეკომენდებულია პროცედურის გამეორება. ქირურგიული ჩარევებს აქვს უფრო ხანგრძლივი ეფექტი, რისი შენარჩუნებისთვის ზოგჯერ საჭიროა ინექციები და  შემავსებლები.

ესთეტიკური გინეკოლოგიის უპირატესობა ისაა, რომ ქალი სწრაფად იშორებს ინტიმურ ზონაში ვიზუალური ან ფიზიოლოგიური ხასიათის პრობლემას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის თვითშეფასებას და ბევრად აუმჯობესებს სქესობრივ ცხოვრებას.

უკუჩვენებები და შეზღუდვები

ნებისმიერი პროცედურების მსგავსად, ესთეტიკური გინეკოლოგიის ქირურგიული და არაქირურგიული მეთოდების გამოყენება შეიძლება არ იყოს დასაშვები ყველა ქალისთვის.

უკუნაჩვენებია:

  • სისხლდენა
  • ორსულობა და ლაქტაცია;
  • რეპროდუქციული ორგანოების შეშუპება;
  • მენჯის მწვავე ანთებითი პროცესები;
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
  • გულის დაავადებები, რაც შეუძლებელს ხდის ანესთეზიის გამოყენებას.

უკუჩვენებების არსებობის  გასარკვევად, პროცედურამდე ქალმა უნდა გაიაროს დეტალური გამოკვლევა.

სტატიის ავტორია  ესთეტიკური კლინიკა“ ნეო-ნეო“-ს მეან-გინეკოლოგი  ეკატერინე დარასელია.

© Copyright 2018 Powered By Mywebs.ge
T: 592-19-11-00

T