. ალოპეცია  - თმის ცვენა - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა
  • ივნისი

    22

    2020
  • 73
  • 0
ალოპეცია  – თმის ცვენა

ალოპეცია  – თმის ცვენა

თმა კანის დანამატია, რომლის მოვლას და ლამაზ იერს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ვიზუალისთვის. ლამაზი თმა გავლენას ახდენს ადამიანის მაღალ თვითშეფასებაზე და შესაბამისად მის ცხოვრებაზე.  საქართველოში თმის ცვენის პრობლემები, მოსახლეობის 70% აღენიშნება. არსებობს ანდროგენური და ბუდობრივი ალოპეცია.

თმის ცვენას აქვს 4 ფაზა: ანაგენი, ტელოგენი, კეტოგენი და ეგზოგენი. როდესაც ირღვევა ზრდისა და ცვენის ფაზების თანაფარდობა იწყება თმის ცვენა. პაციენტები ხშირად მოგვმართავენ ამ პრობლემებით, როგორც ქალბატონები ასევე მამაკაცები. ადამიანს დღეში 40-იდან 100 ღერამდე თმა სცვივა და მუდმივად ხდება მათი განახლება, მაგრამ როცა ეს უკვე შესამჩნევი პრობლემაა უმჯობესია ადრეულ სტადიაზე მისი მკურნალობა. პირველ რიგში უნდა შეიკრიბოს ზუსტი ანამნეზი, დაისვას დერმატოლოგის მიერ სწორი დიაგნოზი და შემდეგ შერჩეულ იქნეს შესაბამისი მკურნალობის კურსი.

ანდროგენური თმის ცვენა

ანდროგენურ თმის ცვენას (მამაკაცური ტიპის გამელოტება) თმის ფოლიკულებზე ანდროგენების ზემოქმედება იწვევს და დაკავშირებულია გენეტიკურ წინასწარ განწყობასა და ჰორომონალურ დისბალანსთან. ანდროგენების გავლენით ტემინალური თმის ფოლიკულები გადაგვარდება და ნელნელა ატროფირდება. რაც უფრო ადრეულ სტადიაზე იწყებს პაციენტი კურნალობას, მით უფრო უკეთესი შედეგი დგება და თმის ცვენის პროცესი ნელდება.

ბუდობრივი ალოპეცია

ბუდობრივი ალოპეცია შეძენილი პათოლოგიაა, განასხვავებენ სამ ძირითად ფორმას:  ლოკალურს, ტოტალურს და უნივერსალურს. ბუდობრივი ალოპეციის დროს თმის ცვენა ხდება სახესა და თავის არეში – ლოკალურად ცალკეულ უბნებში. გამელოტებული კერები მომრგვალო ფორმას იღებს და დაავადების სახელწოდებაც აქედან მოდის. თუ პაციენტს სახესა და თავზე თმა მთლიანად გაცვენილი აქვს ეს არის ტოტალურ გამელოტება. ხოლო თუ პათოლოგიური პროცესი მთელს სხეულს მოიცავს ალოპეციას უნივერსალურს უწოდებენ.

გამომწვევი მიზეზები

თმის ცვენის ერთერთი გამომწვევი მიზეზია ანემია – რკინის ნაკლებობა ორგანიზმში.  რკინა თმას პროტეინით ამარაგებს, მისი ნაკლებობა იწვევს ცვენას.  ასევე ვიტამინი B12 -ს ნაკლებობა, სტრესი, შესაბამისი ასაკის მიღწევა, მუდმივად გადაწეული ვარცხნილობა, რომელიც იწვევს თმის ძირების დაზიანებას, სებორეული დერმატიტი და წონის სწრაფი კლება. როგორც კი  ორგანიზმში მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი იჩენს თავს,  იწყება თმის ცვენა. ზემოანიშნულიდან გამომდინარე დაავადების პრევენციისთვის პირველ რიგში საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესი.

ალოპეციას ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, გინეკოლოგიური პრობლემები ქალებში და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები.

დიფ.დიაგნოზი

დიფერენცირება საჭიროა დერმატომიკოზთან, რომელსაც თმის მტვრევადობა ახასიათებს, სიფილისთან – ალოპეცია ამ დროს წვრილ კეროვანია, ტრიქოტილომანია – როდესაც ადამიანი თავად იზიანებს თმას, ტრავმული ალოპეცია და დისკოიდური წითელი მგლურა.

არის შემთხვევები, როდესაც ალოპეციის კერა იხურება, მაგრამ რჩება რეციდივის საშიშროება.

მკურნალობა

მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია: ვიტამინოთერაპია, ადგილობრივად ლოსიონები, კომბინაციაში ვიყენებთ ინექციურ მეთოდებს, თმის ფოლიკულის გასააქტიურებლად (მეზოთერაპია, PRP-პლაზმო თერაპია, თმის ფილერი) რის შედეგადაც სისხლის მიმოქცევა აქტიურდება, ხდება თმის ფოლიკულის სტიმულირება და გათხელებული ღერების გაჯანსაღება და გამსხვილება. სწორი და დროული მკურნალობის შემთხვევაში თმის ცვენა აღარ პროგრესირებს.

პაციენტმა ვისაც აწუხებს თმის ცვენა სასურველია ჩაიტაროს ინექციური პროცედურები, ყოველ წელს კურსის სახით. ერთი კურსი მოიცავს  5-6 პროცედურას, შედეგად მივიღებთ გამელოტების პროცესის შეჩერებას და თმის ღერების აღდგენას.

სტატიის ავტორია ესთეტიკური კლინიკა  „ ნეო-ნეო“-ს  ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი  ნინო კურკუმული.

© Copyright 2018 Powered By Mywebs.ge
T: 592-19-11-00

T