. G წერტილის აუგმენტაცია - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა
  • ივლისი

    19

    2020
  • 526
  • 0
G წერტილის აუგმენტაცია

G წერტილის აუგმენტაცია

კლიტორი და G წერტილი ქალის ყველაზე მგრძნობიარე ეროგენული ზონებია, რომლებიც ქმნიან ე.წ. “კლიტორ-ვაგინალურ კომპლექს-ერთობლიობას”, რომლის სტიმულაცია იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს ან/და ორგაზმს. ყველამ იცის, სად მდებარეობს კლიტორი და როგორ უნდა მივაღწიოთ კლიტორიულ ორგაზმს, თუმცა, G წერტილის შემთხვევაში, ანატომიური მახასიათებლების გამო, ყველაფერი ყოველთვის ასეთი მარტივი არ არის. ფიზიოლოგიურად, ის ყველას აქვს. ვიღაცას უფრო გამოხატულად, ვიღაცას – ნაკლებად. ზოგს კი  შეიძლება ისე სუსტად ჰქონდეს გამოხატული, რომ თითქოს საერთოდ არ გააჩნდეს.

სტატიაში გაეცნობით ინფორმაციას ამ თემაზე – “G-წერტილი- გოგონებსა და ქალებში – მითი თუ რეალობა და როგორ იპოვოთ იგი.”

G- წერტილში ჰიალურონის მჟავის შეყვანა მას უფრო მისაწვდომად აქცევს სტიმულაციასთვის, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, მგრძნობელობას. შედეგად, ეს ხელს უწყობს სექსუალური ფუნქციის გაუმჯობესებას და სექსუალური კმაყოფილების ზრდას.

როგორ განვავითაროთ და გავაძლიეროთ სენსიტიუტი  G წერტილი?

მეთოდის პრინციპია G წერტილის მოცულობაში გაზრდა, რომ ის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს სქესობრივი კავშირის დროს ნებისმიერი პოზის მიუხედავად.

ასევე  შესაძლებელია  სავნებოს(კლიტორის) ზონის   აუგემენტაცია(მოცულობაში მისი მომატება), რაც ხელს შეუწყობს მეტად მგრძნობიარე გავხადოთის სქესობრივი კავშირის დროს და ამით გადავჭრათ  ორგაზმის მიღწევის სირთულეები.

ჩვენს გინეკოლოგთან, წინასწარი კონსულტაციის დროს, თქვენ შეგიძლიათ დააკონკრეტოთ თქვენი პრობლემა ან სურვილები.

შემდეგ, კონსუტაციაზე, ხდება დაზუსტება საშოს სტრუქტურის ანატომიური მახასიათებლების მდგომარეობისა, დგინდება ფილერის შეყვანის სავარაუდო ადგილმდებარეობა და საჭირო ჰიალურონის მჟავის ოდენობა; საშოს ლორწოვან გარსზე გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზია.

G წერტილის გასაზრდელად, ჰიალურონის მჟავა შეჰყავთ საშოს კედელსა და შარდსაწვეთს შორის მდებარე სივრცის არეალში. რაც შეეხება შემავსებელს, ის განკუთვნილია ინტიმური ზონებისთვის თანამედროვე ესთეტიკურ-გინეკოლოგიურ კოსმეტოლოგიაში.

პროცედურის შემდეგ:

პროცედურის შედეგად, დამუშავებული ადგილი ხდება საშოს კედლის ყველაზე მძლავრი წერტილი, უფრო ხელმისაწვდომი შეხებისთვის. ეს ხელს უწყობს ვაგინალური ორგაზმის მიღწევას, რომელიც აქამდე იშვიათად ან საერთოდ არ იყო, ან იზრდება მისი ინტენსივობის სიხშირე და სიძლიერე (სკვირტინგამდეც კი). ეს არის გამონადენი სექსუალური აღგზნების ან ორგაზმის დროს შარდსადენიდან, მაგრამ არა შარდი, არამედ თეთრი ან უფერული უსუნო სითხე, რომელიც შეიცავს ფრუქტოზას და გლუკოზას. ამის შესახებ ჯერ კიდევ კამასუტრაში ვხვდებით, ვკითხულობთ ცნობილი ჰიპოკრატესა და ძველი რომაელი ექიმი გალენის ნაშრომებში.

ჰიალურონის მჟავის შეყვანა G წერტილის მიდამოში ასევე საშუალებას იძლევა მოგვარდეს სტრესული შარდის შეუკავებლობის პრობლემა –  მიმდებარე ქსოვილების მოცულობის კორექტირების ხარჯზე.

 

G წერტილში ჰიალურონის მჟავის შეყვანის მიზეზები:

  • სექსუალური ექსპერიმენტი
  • შემცირდა სექსუალური დრაივი, შეგრძნებები სექსის დროს
  • სექსუალური ინფანტილიზმი
  • იშვიათი ორგაზმი ან ანორგაზმია
  • ვაგინალური ანატომია, რაც ართულებს სექსის დროს ზონების სტიმულირებას

ჩვენს კლინიკაში „ნეო-ნეო“-ში  G წერტილის დამუშავება ხორციელდება სპეციალური ევროპული წარმოებული ჰიალურონის პრეპარატების ინექციების დახმარებით, რომლებიც საუკეთესო ინექციებია (შემავსებლები) ქალებში ინტიმური უბნების ინექციური კონტურის შესაქმნელად.

ინექციის მეთოდის უპირატესობები

  • სარეაბილიტაციო პერიოდის ნაკლებობა. პროცედურის შემდეგ, რომელიც არაუმეტეს 20 წუთისა გრძელდება, პაციენტს არ სჭირდება საავადმყოფოში ყოფნა და ექიმების მონიტორინგი.
  • მეთოდის უსაფრთხოება. შემავსებელი არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, ხოლო მის შემადგენლობაში შემავალი ჰიალურონის მჟავა რაც შეიძლება ახლოს არის ქსოვილებში შემავალ ნივთიერებასთან, რაც მთლიანად გამორიცხავს ორგანიზმის მხრიდან შეუთავსებლობას.
  • პროცედურის უმტკივნეულობა. მანიპულირება ხორციელდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ სპეციალური ატრავმული ნემსებით. ის თავიდან აცილებს დისკომფორტს და ტკივილს პროცედურის დროს და მის შემდეგ.
  • ხანგრძლივი მოქმედება. ეფექტი შემავსებლის შეყვანის შემდეგ, G წერტილში ნარჩუნდება 9-12 თვის განმავლობაში.
  • შემავსებელი არის სრულიანად ბიოდეგრადირებადი: ჰიალურონის მჟავა გაიწოვება, ხოლო მეტაბოლური პროდუქტები ბუნებრივად გამოიყოფა.

სტატიის ავტორია ესთეტიკური კლინიკა „ნეო-ნეო“-ს გინეკოლოგი ეკატერინე დარასელია.

ბოლო სიახლეები
© Copyright 2018 Powered By Mywebs.ge
T: 592-19-11-00

T