. ინოვაციური აპარტი Morpheus 8 კოსმეტოლოგიასა და გინეკოლოგიაში  - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა
  • თებერვალი

    15

    2023
  • 1388
  • 0
ინოვაციური აპარტი Morpheus 8 კოსმეტოლოგიასა და გინეკოლოგიაში 

ინოვაციური აპარტი Morpheus 8 კოსმეტოლოგიასა და გინეკოლოგიაში 

კოსმეტოლოგია 

Harley Street (ჰარლი სტრიტი) გთავაზობთ უახლეს, FDA-ს მიერ დამტკიცებულ Morpheus 8 – ს, კანის გადაჭიმვის, ძლიერ და ღრმა კანქვეშა ფრაქციულ მიკრო ნიდლინგ, რადიო სიხშირის (RF) ტექნოლოგიას. ეს არის მკურნალობის განახლებული მეთოდი, კანის გადაჭიმვის, ლიფტინგისა და კონტურის მისაღებად, რაც მიიღწევა ბუნებრივი კოლაგენისა და ელასტინის აღდგენით და კანის ქვეშ მუშაობის გზით. აპარატი ღრმად აღწევს კანსა და ცხიმში, რაც აძლევს დანაოჭებულ კანს უფრო გლუვ და კონტურულ იერსახეს (კანის ყველა ტონისთვის). Morpheus 8 მიკრონემსს შეუძლია უფრო ღრმად შევიდეს კანში, ვიდრე ბაზარზე დღემდე არსებულ ნებისმიერი RF მიკრონიდლინგ მოწყობილობას. იგი დამტკიცებულია FDA-ს მიერ და გამოიყენება როგორც წვრილი ხაზების და ნაოჭების შესამცირებლად, ასევე კანის ტონისა და ტექსტურის გასაუმჯობესებლად, სახეზე კანის მოდუნების უბნების გასაძლიერებლად. Morpheus 8 – ს ყველაზე ხშირად იყენებენ ქვედა სახის და კისრის მიდამოების დასამუშავებლად. ასევე, სახისა და სხეულის უბნები, სადაც ნაოჭები და აკნეს ნაწიბურები ვლინდება, ექვემდებარება ამ ტექნოლოგიით მკურნალობას. საშუალოდ საჭიროა 1-3 პროცედურის ჩატარება. ზუსტი რაოდენობა დამოკიდებულია Morpheus 8 – ის მუშაობის რეჟიმზე. 

გინეკოლოგია  

ჩვენ პირველები ვართ საქართველოში! გამოიყენეთ ინოვაციური ტექნოლოგია შემდეგი პრობლემების სამკურნალოდ: 

  • ვაგინალური სისუსტე
  • მგრძნობელობის დაქვეითება სქესობრივი აქტის დროს 
  • შარდვის სიხშირე 
  • შეუკავებლობა 
  • ორგაზმული უნარის დაქვეითება 
  • სკლეროზური ლიქენი 
  • ვულვარული ვესტიბულიტი

 რამდენი ხანი გრძელდება მკურნალობა და რამდენი პროცედურაა საჭირო? 

Morpheus8 V-ის სამი 30 წუთიანი კომფორტული სესია, რადიოსიხშირული და მიკრონეიდლინგის ტექნოლოგიის კომბინაციით, საშოსა და ვულვას გაახალგაზრდავებისთვის გამოიყენება. სესიები იგეგმება 4-8 კვირის ინტერვალით.

რა უნდა იცოდეთ Morpheus8 V-ის შესახებ:

  • დამტკიცებულია FDA – ს მიერ 
  • უსაფრთხოა ყველა ტიპის კანისთვის 
  • ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას 
  • მოსახერხებელი ადგილმდებარეობა 
  • კომფორტულია – ჩვენ ვიყენებთ ადგილობრივ ანესთეზიას ნებისმიერი ტკივილის სამართავად •

 სესიების ხანგრძლივობაა 30 წუთი • პაციეტები დასრულებისთანავე უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

 დაბერება, მშობიარობა და მენოპაუზა, თავისთავად, გავლენას ახდენს ვაგინალურ და ვულვარულ ქსოვილებზე. Morpheus V – ის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ამ ცვლილებებით გამოწვეული პრობლემის მოგვარებაში. მსგავს თემაზე საუბარი შეიძლება მგრძნობიარე და უხერხული იყოს. ჩვენმა ექიმებმა ეს იციან და სიამოვნებით დაგეხმარებიან იმის გადაწყვეტაში, არის თუ არა ეს თქვენთვის შესაბამისი მკურნალობის მეთოდი რადიოსიხშირული ენერგია და მიკრონიდლინგი რადიოსიხშირული ენერგია ყოველთვის არის ჩვენს ირგვლივ. კონკრეტულად ამ პროცედურის დროს კი ის ორგანიზმს ეხმარება კოლაგენის წარმოქმნაში, რაც თავის მხრივ იწვევს ვაგინალური და ვულვის ქსოვილის გასქელებას, გააქტიურებას და გაახალგაზრდავებას. მიკრონიდლინგი უკვე წლებია გამოიყენება სახისა და სხეულის კანზე კოლაგენის წარმოქმნის მიზნით. პაწაწინა, სტერილური ნემსები ქმნიან მიკროდაზიანებებს. სხეული კი რეაგირებს მეტი კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებით. პროცედურის შემდეგ საშო და ვულვა უფრო რბილი და ელასტიურია. სქესობრივი აქტი კი ბევრად უფრო კომფორტული და სასიამოვნო ხდება. Morpheus8 V აძლიერებს საშოს წინა კედელს, რაც თავის მხრივ აწევს შარდის ბუშტს და ურეთრას (შარდსადენ მილს). ეს პროცედურა უზრუველჰყოფს შარდის შეუკავებლობის მკვეთრ გაუმჯობესებას. უფრო მძიმე შეუკავებლობისთვის ჩვენ ვუთავსებთ Morpheus8 V-ის გამოყენებას V-Tone-ის მენჯის კუნთების გამაძლიერებელ მოქმედებას

© Copyright 2023 Powered By ინტერიერის დიზაინი
T: 592-19-11-00