.
პროცედურა გულისხმობს საკუთარი სისხლისაგან მიღებული, თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შეყვანას კანქვეშ, ანუ სასურველი ეფექტის მიღება- კანის გაახალგაზრდავება და გალამაზება ხდება საკუთარი ფერმენტების ხარჯზე.
კანქვეშ პლაზმის შეყვანის შედეგად, ხდება ჰიალურონის და კოლაგენის გამომუშავების, ნივთიერებათა ცვლის გააქტიურება, რის შედეგადაც ვიღებთ ჯანსაღი ფერის და ნორმალური ტენიანობის, გაახალგაზრდავებულ კანს.
თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის ინექციები ააქტიურებენ უჯრედშორისი მეტაბოლიზმის პროცესებს, ახდენენ იმ ნივთიერებების სინთეზს, რომლებიც უზრუნველყოფენ კანის ელასტიურობას, ახალგაზრდულ იერს, თანაბარ ფერს, ტენიანობას, კოლაგენის, ელასტინისა და ჰიალურონის მჟავის მაღალ შემცველობას კანში.
პლაზმალიფტინგის პროცედურა 1 სთ–მდე დროს იკავებს და სრულიად უმტკივნეულოა. ეფექტი, რომელიც თვალნათელია პროცედურის დამთავრებისთანავე, უმჯობესდება თვეების განმავლობაში და გრძელდება 2 წლამდე. კანი ხდება გლუვი, ელასტიური და იბრუნებს ახალგაზრდულ იერს.
შედეგი დამოკიდებულია მკურნალობის დაწყებამდე არსებულ მდგომარეობაზე, ასაკზე, პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე.
გამაახალგაზრდავებელი ეფექტი განპირობებულია ორგანიზმის საკუთარი რეზერვების 2-3 ჯერ უკეთესად გამოყენებით.
პროცედურა განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა თმის ცვენის შესაჩერებლად და ანდროგენული თმის ცვენის (გამელოტების) სამკურნალოდ.
პროცედურის შემდეგ თმის ცვენა მცირდება მე-2, მე-4 დღეს, ხოლო მეორე პროცედურის შემდეგ კი ჩერდება. აქტიურდება თმის ზრდის ფაზა, უმჯობესდება ცხიმის ჯირკვლების ფუნქციონირება, იმატებს თმის ღერების დიამეტრი. იწყება ჯანმრთელი თმის ზრდა.
პროცედურის შემდეგ კანის მიძინებული უჯრედები იწყებენ “ახალგაზრდულ” რეჟიმში მუშაობას. შესაბამისად, სასურველია პროცედურების ჩატარება კანის დაბერების პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე (სიმშრალე, გაძლიერებული აქერცვლა, პიგმენტაციები და სხვა).
პლაზმალიფტინგი აბსოლუტურად უსაფრთხოა, არ არის ტოქსიკური და არ იწვევს იმუნურ რეაქციებს ორგანიზმში, არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. პრეპარატები მზადდება მხოლოდ პაციენტების პლაზმისგან, ყოველგვარი დანამატების გარეშე.