. ფოტო-ფრაქციული გაახალგაზრდავება - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა

Lumenis – არის ამერიკული კომპანია,რომელიც 40 წელია რაც არის ბაზარზე.ამ დროის განმავლობაში კომპანიამ აწარმოა ყველაზე მეტი კვლევა დერმატოლოგიასა და კოსმეტოლოგიაში, რომ შეექმნათ  ყველაზე სწრაფი, კომფორტული, ეფექტური და რაც ყველაზე მთავარია, უსაფრთხო ლაზერი .

კომპანიას აქვს 300-მდე პატენტი და ასევე გააჩნია  FDA (Food and Drugs Administration) და CE (European commission) სერთიფიკატები. LUMENIS M22 არის მრავალფუნქციური და მრავალმოდულიანი აპარატი,რომელიც დერმატო-კოსმეტოლოგიური კუთხით ოქროს სტანდარტად არის აღიარებული მსოფლიო მასშტაბით.

მსოფლიო ბაზარზე არის უამრავი აპარატი სხვადასხვა ტექნოლოგიებით ,მაგრამ შედეგობრივად ყველაზე წარმატებული და დახვეწილი აღმოჩნდა

Lumenis-ი,ვინაიდან გაახალგაზრდავების მიზნით გაერთიანებული აქვს ორი ტექნოლოგია IPL ტექნოლოგია- ეს არის ინტენსიური ფოტოსხივი და Resur FX – ფრაქციული,არააბლაციური ლაზერის სხივი. ResurFX აქვს ძლიერი სკანერი ჩამონტაჟებული ლაზერის თავში, რომელიც სპეციალური Lumenis-ის მიერ შექმნილი ალგორითმის საშუალებით ნაწილნაწილ ქმნის ნემსისებრი ტიპის მიკროკუაგულაციებს ეპიდერმისში და არა ერთბაშად, ისე როგორც ხდება ყველა სხვა ფრაქციონალურ ლაზერებზე; ეს იმიტომ კეთდება, რომ მაქსიმალურად დაბლა შენარჩუნდეს კანის ტემპერატურა პროცედურის დროს და თავიდან ავიცილოთ მისი ზედმეტი გადახურება ან დამწვრობა; Resur FX მეტი უსაფრთხოებისთვის იყენებს აგრეთვე საუკეთესო, მეოთხე თაობის, თერმო ელექტრო გაგრილების სისტემას, რომელიც დამატებით დაბლა წევს კანის ტემპერატურას და პრაქტიკულად  ნულამდე დადის მკურნალობის შემდგომი გართულებები;

 

 

ფოტოფრაქციული პროცედურა ხელს უწყობს:

-კანის გაახალგაზრდავებას;

-კანი ხდება ელასტიური და მოჭიმული;

– მცირდება გაფართოებული ფორები;

-კანი ხდება გლუვი;

– აჩერებს კანის დაბერების პროცესს.

ამ აპარატის მეშვეობით პაციენტი შეძლებს აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრას, გახდება უფრო თავდაჯერებული.

რა ასაკიდან იწყება კანზე ცვლილებები?

იცოდეთ, რომ კანზე ცვლილებები 25 წლიდან იწყება, ვინაიდან ამ ასაკიდან ორგანიზმი თანდათან  კარგავს კოლაგენს, რის შედეგადაც, კანი ხდება მოშვებული, მოდუნებული, ჩნდება ნაოჭები, კარგავს ელფერს და ბზინვარებას.

 

რამდენი პროცედურაა საჭირო შედეგის მისაღწევად?

3-4 პროცედურა, ერთი თვის ინტერვალით, მოგვცემს საშუალებას პაციენტმა მიიღოს მაქსიმალური შედეგი-უმტკივნეულოდ და უსაფრთხოდ.

მიღებული ეფექტი რამდენი ხნის განმავლობაში იქნება შენარჩუნებული?

ამ პროცედურით მიღებული შედეგი, 1 წლის განმავლობაში, თვალსაჩინოდ იქნება შენარჩუნებული.

 

სჭირდება თუ არა პროცედურას რეაბილიტაციის პერიოდი?

პროცედურის შემდგომ 3 დღის განმავლობაში სახეზე აღინიშნება სიწითლე.

რამდენი პროცედურის შემდგომ მივიღებთ მინიმალურ შედეგს?

პირველივე პროცედურის შემდგომ, პაციენტი ამჩნევს გარკვეულ ცვლილებებს კანზე და ხვდება, რომ ეს ზუსტად ის პროცედურაა, რომელიც მას სჭირდება.

ეს არის ლიდერი ტექნოლოგია-თუ პაციენტს ესაჭიროება:

  • კანის მოჭიმვა;
  • ნაოჭების ალაგება;
  • კანის გაახალგაზრდავება;
  • ბზინვარების შენარჩუნება;

რაც ყველაზე მთავარია,  ეს ზუსტად ის აპარატია , რომელიც პაციენტს დაუბრუნებს თავდაჯერებულობას.

რა შემთხვევაში არ ტარდება ეს პროცედურა?

ინტენსიური ფოტოსხივი და ლაზერული სხივი არ ტარდება:

  • ორსულობის,
  • ლაქტაციის დროს,
  • კანის ონკოლოგიური დაავადებების დროს,
  • გარუჯულ კანზე.

აღნიშნული პროცედურა პაციენტს მისცემს საშუალებას მიიღოს მისთვის სასურველი შედეგი უმოკლეს დროში და ჩაიტაროს განმეორებითი პროცედურა 1 წლის შემდეგ.

© Copyright 2023 Powered By ინტერიერის დიზაინი
T: 592-19-11-00