Lumenis M22 – ით სასურველი შედეგის მისაღებად საჭიროა ჩაიტაროთ 4-5 პროცედურა ერთი თვის ინტერვალით.
ასევე აკნეს გამონაყარის მოსაშორებლად შეგვიძლია შემოგთავაზოთ კანის პრეპარატურული პილინგი.
მკურნალობა განისაზღვრება დაავადების ფორმისა და სიმძიმის მიხედვით,რაც გულისხმობს როგორც ადგილობრივ საშუალებებს,ასევე სისტემურ პრეპარატებს.აღსანიშნავია მკურნალობის თანამედროვე აპარატურული მეთოდი,რომლის მაგალითია LUMENIS M22-ის აპარატი.გამოიყენება, როგორც მსუბუქი აკნეს შემთხვევაში, ასევე ნაწიბუროვანი ფორმების დროს. მკურნალობა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს ექიმის მიერ.
ვულგარული აკნე-ანუ ფერისმჭამელა, არის კანის ხანგრძლივად მიმდინარე დაავადება,რომელიც წარმოადგენს თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიას.მიზეზი კი ამ უკანასკნელის ჭარბი სეკრეცია და ფოლიკულის დახშობაა. ის შეიძლება იყოს გამოწვეული ჰორმონული დარღვევის შედეგადაც. აკნესთვის დამახასიათებელია პაპულო-პუსტულოზური გამონაყარი, კომედონები და მძიმე შემთხვევებში ნაწიბურები.