. სხეულის კორექცია - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა

ALMA Accent Prime-ეს არის მსოფლიოში ყველაზე ეფექტური აპარატი შემდეგი მანიპულაციების შესასრულებლად-ცხიმის დაშლა, ცელულიტისგან განთავისუფლება, კანის ლიფტინგი(მოშვებული კანის აჭიმვა).

სისტემა მოიცავს ულტრაბგერასა და რადიოტალღებზე დაფუძნებულ სხადასხვა ტექნოლოგიებს, რომლებიც უზრუნველყოფებენ ეფექტური შედეგების მიღებას სხვადასხვა კლინიკურ შემთხვევაში.

აპარატი ALMA Accent Prime-ი მოწოდებულია სპეციაურად დაპატენტებული ცივი ულტრაბგერის  ტექნოლოგიით.ინოვაციური S-ის ფორმის ელასტიური ტალღა, გარემომცველი ქსოვილების დაზიანების გარეშე, სელექტიურად შერჩევითად მოქმედებს ცხიმოვან უჯრედებზე . აღნიშნული ტიპის ტალღა, ვიბრაციის საშუალებით შლის ცხიმოვანი უჯრედების მემბრანას , საბოლოოდ იწვევს მის დაშლას და დაგროვილი ცხიმის გამონთავისუფლებას. ამის შემდეგ ლიმფური სისტემის მეშვეობით ხდება დაზიანებული ცხიმოვანი უჯრედების სხეულიდან გამოდევნა. ამასთანვე, აპარატი აღჭურვილია ცხელი ულტრაბგერითი ტექნოლოგიით, ამ მეთოდით წარმოიქმნება კომპრესიული ულტრაბგერითი ტალღა, რომელიც აღწევს კავიტაციის მაღალ დონეს-ეს უზრუნველყოფს ლოკალური ცხიმოვანი ნარჩენების თერმულ დაშლას. ALMA Accent Prime-ის მეშვეობით სპეციალისტებს შეუძლიათ არჩევანის გაკეთება, იმუშავონ განივი, ელასტიური(ცივი) ან კომპრესიული(ცხელი) ულტრაბგერის რეჟიმით. კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევაში, მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, შესაძლებელია ორივე ტექნოლოგიის  კომბინაციაში გამოყენება.

ცელულიტის სამკურნალოდ და მოდუნებული კანის კორექციისთვის ALMA Accent Prime-ი იყენებს კომბინირებულ ტექნოლოგიებს, რომლებიც აუმჯობესებს სხეულის ფორმას და გამოკვეთავს კონტურებს. უნიკალური ულტრაბგერითი და RF-ტექნოლოგიების სინერგიული მოქმედება, არის უმთავრესი პრინციპი საუკეთესო შედეგების მისაღებად. ულტრაბგერითი ენერგია, სელექციურად ანადგურებს ცხიმოვან უჯრედებს, ხოლო RF-ენერგია აჩქარებს მოცემული უჯრედების მეტაბოლიზმის პროცესს და უზრუნვეყოფს სწრაფ და ეფექტურ ლიმფო დრენაჟს. ცხიმოვანი უჯრედების განადგურების შემდეგ, RF ენერგია, ეფექტური ტემპერატურული მოქმედებით, ხელს უწყობს მოცულობითი კუმშვითი ეფექტის გაუმჯობესებას, ამასთან ერთად ჭიმავს კანს და აუმჯობესებს მის ტექსტურას, ასევე ხელს უწყობს ახალი კოლაგენის ფორმირებას.

სხვა აპარატებთან შედარებით, ამ აპარატს აქვს შემდეგი უპირატესობები: 1) წინაღობის დაძლევის მექანიზმი, ანუ ნაკლებია ტალღის უკუარეკვლა. 2) სიღრმის კონტროლი –შრეობრივად ვაკონტროლებთ სითბოს გადაცემას ქსოვილში. გვაქვს შესაძლებლობა ნატიფად ვიმოქმედოთ სამიზნე შრეზე. 3) ტალღის ფოკუსირებული გავრცელება, მხოლოდ პრობლემურ ზონაში მოქმედება და შესაბამისად ნაკლები უკუჩვენებები. ამ პროცედურის ჩატარების შედეგად, ხდება ცხიმოვანი უჯრედების მოცულობაში შემცირება, ცხიმოვანი ქსოვილის სისქის შემცირება, ლიმფოდრენაჟის სტიმულირება, კანის ტექსტურის გაუმჯობესება და სიგლუვის ვიზუალური მხარის გაჯანსაღება. აპარატურული პროცედურის უპირატესობაა პროცედურული კომფორტი, მოქმედების უსაფრთხო მექანიზმი და ეფექტის ხანგრძლივი დროით შენარჩუნება.

© Copyright 2023 Powered By ინტერიერის დიზაინი
T: 592-19-11-00