პირსინგი იდეალური საშუალებაა გამოხატოთ თქვენი სტილი, განწყობა და შინაგანი სამყარო. სწორად შესრულებისა და მოვლის შემთხვევაში, ის შეიძლება იქცეს არა მხოლოდ ესთეტიკურ სიამოვნებად, არამედ თქვენი ცხოვრების მთავარ აქსესუარად.
პირსინგი მრავალფეროვანია. კეთდება ყურის, ცხვირის, წარბის, ჭიპის და სხვა ზონებზე.
მთავარია, დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები.
აუცილებლად გაითვალისწინეთ:
• პროცედურისთვის უნდა მიმართოთ მხოლოდ ლიცენზირებულ პირსინგის სტუდიას ან ესთეტიკურ ცენტრს, სადაც მაღალი ჰიგიენური სტანდარტები დაცულია
• დარწმუნდით, რომ თქვენი კანი სუფთაა და არ გაწუხებთ გამონაყარი ან რაიმე სახის ალერგიული რეაქცია ძვირფას ლითონებზე ან სხვა მეტალებზე
• დააკვირდით, რომ გამოყენებულ იქნას ერთჯერადი ან სტერილიზებული ინსტრუმენტები
• აირჩიეთ სამკაული, რომელიც დამზადებულია ჰიპოალერგენული მასალით, როგორიცაა ქირურგიული ფოლადი, ტიტანი ან ოქრო
პირსინგის მოვლასაც თავისი წესები აქვს:
• რეგულარულად დაიმუშავეთ პირსინგი ანტისეპტიკით
• არ შეეხოთ დასაბანი ხელებით. გააფრთხილეთ გარშემომყოფებიც
– თავი აარიდეთ საჯარო სივრცეებში ცურვას (მდინარე, ზღვა, საცურაო აუზი) პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში
– უარი თქვით ზედმეტად მჭიდრო სამოსზე, რომელიც პირსინგზე ხახუნს გამოიწვევს
Neo Neo – ში კვალიფიციური სპეციალისტი მოგემსახურებათ, რომელიც პროცედურას სრულყოფილად ჩაატარებს და არც რეკომენდაციებს დაიშურებს თქვენთვის.
რაც მთავარია, ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე, სასიამოვნო და სტერილურ გარემოს.