. ცელულიტის მკურნალობა - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა

თუ გაწუხებთ ცელულიტის პრობლემა, მაშინ ეს თქვენთვისაა. კლინიკა ნეო ნეო მოწინავეა ამ სფეროში და გთავაზობთ ევროპაში აკრედიტირებულ და ერთხმად აღიარებულ მეთოდს მასთან საბრძოლველად.
სხეულის სწორი მოვლა ჯანმრთელობისა და ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნების ერთ–ერთი აუცილებელი პირობაა, ცელულიტმა არ იცის ასაკი, წონა, ეს ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაემართოს ადამიანს. საბედნიეროდ დღეს ამ პრობლემის აღმოფხვრა სირთულეს აღარ წარმოადგენს.

ცელულიტის მოშორება

რა იწვევს ცელულიტს?
განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ცელულიტი საგრძნობლად გაახალგაზრდავდა, ის ჩნდება მაშინ, როდესაც კანქვეშა ცხომოვან ქსოვილში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა და ხდება დისტროფიული ცვლილებები. მისი გამომწვევი მიზეზები მრავალგვარია. ეს შეიძლება იყოს გენეტიკური წინასწარგანწყობა, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, არასწორი კვება, მჯდომარე ცხოვრების წესი, ჰორმონალური დარღვევები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და ა.შ.
რა სახის სირთულეებთან არის დაკავშირებული ცელულიტის მკურნალობა?
სირთულე დამოკიდებულია პრობლემის ხარისხზე. ბუნებრივია, რაც უფრო მსუბუქად არის გამოხატული პრობლემა, მით უფრო ადვილია მისი მკურნალობა. ამიტომ სასურველია, ადრეულ ეტაპზე მოგვმართოს პაციენტმა.

რა მეთოდით ხდება ცელულიტთან ბრძოლა?
ცელულიტთან ბრძოლის ორი გავრცელებული მეთოდი არსებობს ჩვენთან, ესენია ანტიცელულიტური მასაჟი ხელით და აპარატურული თანამედროვე მეთოდი, ჩვენთან ორივე მეთოდით ხდება აქტიური ბრძოლა, ვიყენებთ უახლესი ტექნოლოგიის აპარატს ALMA ACCENT PRIME ს, რომელიც ერთ ერთი მოწინავეა თავის სფეროში. ცელულიტის სამკურნალოდ და მოდუნებული კანის კორექციისთვის აპარატით კომბინირებულ ტექნოლოგიებს მივმართავთ, რომლებიც აუმჯობესებს სხეულის ფორმას და გამოკვეთს კონტურებს.

რა უპირატესობა აქვს ჩვენს აპარატს?
წინაღობის დაძლევის მექანიზმი, ანუ ნაკლებია ტალღის უკუარეკვლა;
სიღრმის კონტროლი – შრეობრივად ვაკონტროლებთ სითბოს გადაცემას ქსოვილში და შესაძლებელია ნატიფი ზემოქმედება სამიზნე შრეზე;
ტალღის ფოკუსირებული გავრცელება, მხოლოდ პრობლემურ ზონაში მოქმედება და შესაბამისად, ნაკლები უკუჩვენებები.

ცელულიტის მოცილება

ჩვენს აპარატს ორი ტიპის ულტრაბგერა აქვს. პირველი, ეგრეთ წოდებული, კომპრესიული ულტრაბგერა, რომელიც კავიტაციის პრინციპით მოქმედებს — ცხიმოვან უჯრედში წარმოქმნის აირად ბუშტუკებს, რომელიც წნევით აზიანებს მას და არსებული ცხიმები გადმოიღვრება უჯრედშორის სივრცეში. მეორე არის ე.წ ელასტიური ტალღა, რომელიც აზიანებს ცხიმოვანი უჯრედის მემბრანას და აადვილებს ცხიმოვან უჯრედში არსებული შიგთავსის გადმოსვლას. შემდეგ ლიმფისა და ლიმფური სისტემის მეშვეობით ხდება ორგანიზმიდან დაზიანებული ცხიმოვანი მასის გამოდევნა. ხოლო რადიოტალღა მოქმედებს კანზე და იწვევს კანში არსებული ძირითადი სტრუქტურების, ელასტინის და კოლაგენის სტიმულაციას, რაც აუცილებელია კანის მოჭიმვისთვის.

მტკივნეულია თუ არა პროცედურა და რა დროს მოითხოვს?
პროცედურა აბსოლიტურად უმტკივნეულოა და მისი ხანგრძლივობა საკმაოდ დიდია. მაგალითად, ბარძაყების შემთხვევაში საჭიროა 2-2.5 საათიანი პროცედურა. სხვა, უფრო მცირე ზონებზე, დაახლეობით ერთი საათია საჭირო.
კლინიკა ნეო ნეოში დაგხვდებათ პროფესიონალ ექიმთა ჯგუფი, რომელიც დაძლევს ნებისმიერი სირთულის ცელულიტის მოშორებას. ჩვენთან შედეგი გარანტირებულია

© Copyright 2023 Powered By ინტერიერის დიზაინი
T: 592-19-11-00