ლაბიოპლასტიკა – სასირცხო(სასქესო) ბაგეების პლასტიკური ქირურგია
ლაბიოპლასტიკა არის ოპერაცია – სასირცხო ბაგეების ფორმისა და ზომის შესაცვლელად.ზოგიერთი ქალი უბრალოდ იმიტომ ირჩევს ამ ოპერაციას, რომ არ მოსწონს სასირცხო ბაგეების გარეგნობა. უნდა მათი დაპატარავება. ოპერაცია არ არის რეკომენდებული 18 წლამდე გოგონებისთვის.
სასირცხო ბაგეების ჰიპერტროფია, ანუ მისი გარეგნობა, ფორმა არის მთავარი მიზეზი, რაც უბიძგებს ქალებს გადაწყვიტონ ამ ქირურგიული პროცედურის ჩატარება, რამაც შეიძლება შეამციროს ბაგების ზომა, შეცვალოს იერი და გააუმჯობესოს მათი გარეგნობა. გარდა სასირცხო ბაგეების ჰიპერტროფიისა, ქალებს აღენიშნებათ დაზიანებული ბაგეები, რომლის ოპერაციაც ასევე ტარდება მინიმალური ჩარევით, ინვაზიური მეთოდებით. სასირცხო ბაგეების ფორმისა და ზომის შეცვლამ შეიძლება ხელი შეუწყოს პიროვნულ კომფორტს, გააუმჯობესოს სექსუალური ურთიერთობები და გაზარდოს თვითშეფასება და თავდაჯერებულობა.
რას მოიცავს ლაბიოპლასტიკა?
ლაბიოპლასტიკა ტარდება ეპიდურული(სპინალური) ან ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით.
ოპერაცია მოიცავს ვაგინალური ბაგეების დამოკვლებას ან ფორმის შეცვლას. არასასურველი ქსოვილი იჭრება სკალპელით ან ელექრტო დანით, თავისუფალ კიდეზე იდება წვრილი ნაკერები, გამწოვი ნაკერით. მთელი პროცედურა გრძელდება 1-დან 2 საათამდე. ლაბიოპლასტიკის დროს ხდება ბაგეების მოდელირება. აღწერილია ლაბიოპლასტიკის თერთმეტი ქირურგიული მიდგომა, მაგრამ არ არსებობს ოქროს სტანდარტის ტექნიკა.
სარეაბილიტაციო პერიოდი
აღდგენას ჩვეულებრივ დაახლოებით 2 კვირა სჭირდება. ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ უნდა მოერიდოთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვას, დაიცვათ პირადი ჰიგიენის წესები, ჩაიცვათ თავისუფალი საცვლები და ტანსაცმელი, მოერიდოთ სქესობრივ აქტს დაახლოებით 4 კვირის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ტიპის ოპერაცია ასევე შეიცავს მცირე რისკს, ამიტომ მნიშვნელოვანია აირჩიოთ კარგი ექიმი და აუცილებლად გაიაროთ კონსულტაცია უკუჩვენებებზე და შესაძლო შედეგებზე.
სტატიის ავტორია ესთეტიკური კლინიკა „ნეო-ნეო“-ს მეან-გინეკოლოგი ეკატერინე დარასელია.