
G წერტილის აუგმენტაცია
კლიტორი და G წერტილი ქალის ყველაზე მგრძნობიარე ეროგენული ზონებია, რომლებიც ქმნიან ე.წ. “კლიტორ-ვაგინალურ კომპლექს-ერთობლიობას”, რომლის სტიმულაცია იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს ან/და ორგაზმს. ყველამ იცის, სად მდებარეობს კლიტორი და როგორ უნდა მივაღწიოთ კლიტორიულ ორგაზმს, თუმცა, G წერტილის შემთხვევაში, ანატომიური მახასიათებლების გამო, ყველაფერი ყოველთვის ასეთი მარტივი არ არის. ფიზიოლოგიურად, ის ყველას აქვს. ვიღაცას უფრო გამოხატულად, ვიღაცას – ნაკლებად.