ვაგინალური PRP თერაპია
ვაგინალური პლაზმოთერაპია არის მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს ინტიმური ზონის გაახალგაზრდავებას პაციენტის საკუთარი სისხლიდან წარმოებული პლაზმის ინექციით. ეს პროცედურა ლაზერული ინტიმური გაახალგაზრდავების ბოლო ეტაპია, რომლის შედეგად ხდება ვაგინალური ატროფიის აღმოფხვრა, რაც იწვევს საშოში სიმშრალეს, სექსუალური ლტოლვის ნაკლებობას, აგრეთვე ინტიმური ზონის ქსოვილების ელასტიურობის დაკარგვას.
ჩვენს კლინიკაში ტარდება ინტიმური პლაზმოლიფტინგის პროცედურა თრომბოციტების აუტოპლაზმის (PRP) ინექციებით, რომელიც მიღებულია პაციენტის სისხლის ცენტრიფუგაში დამუშავებით. შედეგად, სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც ქმნიან აუტოპლაზმას, იწვევენ ინექციის ზონაში ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას, ამავდროულად, ნორმალიზდება ნივთიერებათა ცვლა, განახლდება კანი და იწყება მისი რეგენერაციის პროცესი. ბიოშეთავსებადი მასალის გამოყენების გამო, პროცედურის ზონაში არ არსებობს ანთებითი პროცესების გაჩენის ალბათობა, პროცედურა სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულოა.
ჩვენებები პლაზმური თერაპიისთვის:
- სიმშრალე და ქავილი
- ინტიმური ზონის მგრძნობელობის დაქვეითება.
- სტრესული შარდის შეუკავებლობა.
- მენჯის ორგანოების ქრინიკული ანთებითი დაავადებები.
- დისტროფიული ცვლილებები საშოს ლორწოვან გარსში.
პროცედურის აღწერა:
ვაგინალური პლაზმური თერაპიის ჩატარების მეთოდი გულისხმობს პროცედურას, რომელიც შედგება 2 ეტაპისგან:
- პაციენტისგან სისხლის აღება და აუტოპლაზმის წარმოება,
- აუტოპლაზმის შეყვანა კორექციის ზონაში ინექციით.
პლაზმის საჭირო რაოდენობის მისაღებად საჭიროა 10-20 მლ სისხლი.
სინჯის აღების შემდეგ სისხლი თავსდება სპეციალურად მომზადებულ მოწყობილობაში, სადაც ცენტრიფუგაციის შედეგად ხდება ინექციებისთვის საჭირო აუტოპლაზმის გამოყოფა. შედეგად მიღებული პლაზმა გაჯერებულია თრომბოციტებით, რაც ხელს უწყობს პროცესების გააქტიურებას, რომლებიც ასტიმულირებენ ელასტინის, კოლაგენის, ჰიალურონის მჟავის ბუნებრივ გამომუშავებას, რის გამოც ხდება ინტიმური ზონის გაახალგაზრდავება.
ვაგინალური პლაზმოთერაპია სრულიად უმტკივნეულო პროცედურაა, ამიტომ ანესთეზია ჩვეულებრივ არ ტარდება. აუტოპლაზმის ინექციები კეთდება კანქვეშ და სუბმუკოზურად მთელი კორექციის ზონაში. ინექციებს შორის ინტერვალი დაახლოებით 1 სმ.
პროცედურის შედეგები
პროცედურის შედეგად ხდება შემდეგი:
- მიკროცირკულაციის გაუმჯობესება.
- საშოს კედლების აღდგენა.
- მენჯის კუნთების და უროგენიტალური ქსოვილების ტონუსის გაზრდა.
- დისკომფორტის აღმოფხვრა და სიმშრალისა და შებოჭილობის შეგრძნების მოხსნა ინტიმურ მიდამოში.
- ამცირებს ანთების რისკს.
ვაგინალური პლაზმური თერაპიის თავისებურებები
PRP-თერაპია გავლენას ახდენს ქსოვილების მეტაბოლიზმისა და რეგენერაციის ბუნებრივ პროცესებზე, ასევე აქვს სასარგებლო გავლენა ინტიმური ზონისა და საშოს ლორწოვანი გარსის კანის მდგომარეობაზე. პროცედურის შემდეგ პაციენტები ამჩნევენ ინტიმური ზონის მდგომარეობის შესამჩნევ გაუმჯობესებას, ასევე ინტიმური ურთიერთობის დროს დისკომფორტის აღმოფხვრას.
ინტიმური ზონის გაახალგაზრდავების პროცედურა ტარდება 2-დან 4 პროცედურამდე 1-2 თვის ინტერვალით. თითოეული პაციენტისთვის პროგრამა შედგენილია ინდივიდუალურად.
პროცედურის უკუჩვენებები:
- მწვავე ინფექციური დაავადებები.
- ორსულობა და ლაქტაცია.
- ონკოლოგიური დაავადებები.