ინტიმური გაახალგაზრდავება
ინტიმური გაახალგაზრდავება ქალებში ესთეტიკური და ფიზიოლოგიური პრობლემების გამოსწორების თანამედროვე მეთოდია, რომელიც მიზნად ისახავს ვულვის და ვაგინალური ლორწოვანის ატროფიის მკურნალობას, მშობიარობის შემდგომ ნაწიბურების მოცილებას და გარე სასქესო ორგანოების ესთეტიკური იერსახის გაუმჯობესებას და სექსუალური აქტივობის აღდგენას.
ინტიმური ზონის კონტურული პლასტიკა
ინტიმური კონტურირება არის არაქირურგიული კორექციის მეთოდი ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული პრეპარატების გამოყენებით. შემავსებლები შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რომელიც თავსებადია ადამიანის ქსოვილებთან, ამიტომ ალერგიის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. მას აქვს შესანიშნავი სამკურნალო და დამატენიანებელი თვისებები.
პროცედურის ჩვენებები:
ინტიმური ზონის კუნთების ატროფია ან მოდუნება;
სიმშრალე საშოში;
საშოს კედლების დაშვება
კლიტორის ატროფიული ან ტრავმული დეფექტი, კლიტორული ორგაზმის მიღწევის სირთულე;
შარდის შეუკავებლობა;
G- წერტილის მგრძნობელობის დაქვეითება;
სასქესო ბაგეების ჰიპოტროფია.
დიდი სასირცხო ბაგეების კანის მოშვება
ჰიპეპიგმენტაცია სასირცხო ბაგეებზე
მსგავსი ცვლელებები და პრონბლემები ჩნდება მენოპაუზის დროს, ჰორმონალური დარღვევის, საკვერცხეების ზოგიერთი პათოლოგიის ან ორგანიზმის სხვა ინდივიდუალური მახასიათებლების გამო. ყველა ეს დეფორმაცია უდავოდ მოქმედებს სექსუალური ცხოვრების ხარისხზე.
კონტურული პლასტიკის შესაძლებლობები
დიდი და მცირე სასქესო ბაგეების გადიდება/შემცირება, ფორმის კორექცია, დაკარგული მოცულობის აღდგენა, დატენიანება, ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების კორექცია.
G წერტილი: G წერტილის მოცულობის გაზრდა, ჯირკვლების აქტივობის მომატება, დატენიანება. მოცულობის მატებასთან ერთად, G წერტილი უფრო ხელმისაწვდომი ხდება სტიმულაციისთვის, პენისის შეღწევის კუთხის მიუხედავად.
კლიტორი: ჰიალურონის მჟავით კლიტორის თავის შესწორება, მგრძნობელობის გაზრდის მიზნით, ასევე მისი დატენიანებისა და გამაგრების მიზნით (კლიტოროპლასტიკა)
ასაკთან დაკავშირებული და მშობიარობის შემდგომი ინვოლუციური ცვლილებები: საშოს კედლების მოცულობის შემცირება, დატენიანება, კუნთების ტონუსის მომატება.
დიდი სასირცხო ბაგეების ზომაში მომატება
ხდება ფილერის (ჰიალურონის მჟავის) მეშვეობით, საჭიროა 2-4 მლ პრეპარატი, შედეგი ნარჩუნდება 1 წელი
ინტიმური ზონის ლიფტინგი ძაფით
უნიკალური ტექნიკა, რომელიც ეფუძნება ბიოთავსებადი კაპროლაქტონის ძაფების ჩასმას ნაჭრებით, გრძელვადიანი გამაახალგაზრდავებელი ეფექტის მისაღწევად, ასევე საშოს შივიწროების მიზნით. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს არის ოპერაციის უსაფრთხო ალტერნატივა. პროცედურის შემდეგ ნაწიბურები არ რჩება, არ არის რეაბილიტაციის პერიოდი, პაციენტი იღებს მყისიერ შედეგს.
ლაზერული ინტიმური გაახალგაზრდავება
ლაზერული ინტიმური გაახალგაზრდავება არის არაქირურგიული ტექნიკა, რომელიც მიზნად ისახავს ვულვის ფუნქციური და ესთეტიკური თვისებების გაუმჯობესებას.საშოს დავიწროებას მოცულობაში.
პროცედურის ჩვენებები:
- ლიბიდოს და სექსუალური მგრძნობელობის დაქვეითება;
- მშობიარობის შემდგომ პერიოდში სასქესო ორგანოების კუნთოვანი ტონუსის დაქვეითება;
- ვულვოვაგინიტი პერიმენოპაუზის დროს, რომელსაც თან ახლავს ქავილი, წვა, სიმშრალე;
- ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები გარე სასქესო ორგანოებში: დიდი სასქესო ბაგეების ჰიპოტროფია, მცირე ბაგეების ჰიპერტროფია, ვულვო-პერიანალური ადგილის ჰიპერპიგმენტაცია;
- შარდის შეუკავებლობა;
- დისპარეუნია (სქესობრივი აქტის დროს მტკივნეული შეგრძნებები).
ლაზერული ინტიმური გაახალგაზრდავების შესაძლებლობები:
- რეცეპტორული აპარატის აღდგენა, მგრძნობელობისა და ტენიანობის გაზრდა.
- ქსოვილის მიკროცირკულაციის გაუმჯობესება და კუნთების ტონუსის გაზრდა.
- გარე სასქესო ორგანოების კანის გაახალგაზრდავება და ჰიპერპიგმენტაციის მკურნალობა.
რა სარგებელი მოაქვს ინტიმური გაახალგაზრდავების არაქირურგიულ მეთოდს?
- მინიმალური ინვაზიური ტექნიკა;
- პროცედურის უსაფრთხოება;
- უმტკივნეულობა;
- ეფექტი გრძელდება 8-12 თვე;
- პროცედურა შეიძლება განმეორდეს შეუზღუდავი რაოდენობით.