ინტიმური ადგილების გაღიავება: რომელია ყველაზე ეფექტური მეთოდები
დღეს უკვე ბევრ კლინიკაში შეხვდებით „ინტიმური ადგი5ლების გაღიავების“ სერვისს. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ეს მიმართულება სულ უფრო პოპულარული ხდება. ყველა ქალს არ აქვს სასქესო ორგანოების ღია შეფერილობა, ზოგჯერ სასქესო ორგანო იწყებს გამუქებას, ჩნდება პიგმენტაცია. შედეგად, ჩნდება კომპლექსები, თქვენი სხეულის მიუღებლობის განცდა.
იმისთვის, რომ გაიღიავოთ ინტიმური ზონის ადგილი, უნდა მიმართოთ სპეციალისტს.
რატომ მუქდება კანი ინტიმურ ადგილებში?
ხშირად მემკვიდრეობითი მიდრეკილება იწვევს პიგმენტაციის გაჩენას, მაგრამ კანი ასევე შეიძლება გამუქდეს ასეთ შემთხვევებშიც:
- ასაკთან დაკავშირებული ცვლილებებით, ორგანიზმის ინდივიდუალური მახასიათებლები;
- თუ ქალი რეგულარულად ატარებს მჭიდრო საცვლებს;
- ქიმიკატების ხშირი გამოყენება, მაგალითად, დეოდორანტების;
- ჭარბი წონა (კანის ხახუნის შედეგად);
- თუ არსებობს ჰორმონალური დისბალანსი.
ასევე აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა მედიკამენტმა, დერმატოლოგიურმა დაავადებებმა, ანთებამ და გესტაციის პერიოდმა შეიძლება გამოიწვიოს ინტიმური ადგილების გამუქების პროვოცირება.
მსგავსი პრობლემის შექმნისას, პაციენტს შეუძლია მიმართოს გინეკოლოგს კლინიკაში, სადაც ჩატარდება ინტიმური ადგილების გაღიავების პროცედურა.
არ არსებობს ინტიმური ზონის გაღიავების სამედიცინო ჩვენება, პროცედურა ტარდება ესთეტიკური მიზეზების გამო.
უკუჩვენებები:
თითქმის ყველა კოსმეტიკურ პროცედურას აქვს გარკვეული უკუჩვენებები. გამონაკლისი არც ინტიმური ზონების გაღიავებაა. არსებობს შემდეგი სახის უკუჩვენებები:
- ორსულობა, ლაქტაცია
- ჰერპესის შემთხვევაში, ანთებითი პროცესი, ბზარები კანის ზედაპირზე.
- ალერგია პრეპარატის შემავალ კომპონენტებზე
პროცედურის ჩატარების 3 ალტერნატივა არსებობს:
ასეთი დელიკატური პრობლემის გადასაჭრელად, არსებობს პროცედურების რამდენიმე ვარიანტი:
- პილინგი
- ფოტოთერაპია
- გაღიავება ლაზერით
პირველი მეთოდი არის პილინგი, პროცედურისას გამოიყენება სპეციალური ხსნარის ნაწილაკები, ამ გზით ხდება მკვდარი უჯრედების ლიკვიდაცია, რის შემდეგაც კანი ოდნავ გაღიავდება.
თუმცა, ასეთი პროცედურით მნიშვნელოვანი ეფექტის მიღწევა შეუძლებელია.
ფოტოთერაპია არის ინტიმური ადგილების გაღიავება „სხივის“ IPL ტექნიკით. სხივის ზემოქმედება იწვევს სხვადასხვა ბიოქიმიურ პროცესებს, რის შედეგადაც კანი ღიავდება.
პროცედურა არ იწვევს ტკივილს ან რაიმე სხვა დისკომფორტს. მაგრამ ამ მეთოდს ვერ გამოყენებენ ორსულები და მეძუძური ქალები, შაქრიანი დიაბეტის, დერმატიტის, ანთებითი პროცესის მქონე ადამიანები.
ლაზერული გაღიავება ითვლება ყველაზე პოპულარულ პროცედურად.
ჯერ ხდება კანზე საანესთეზიო საშუალებებს წასმა, ეს ხელს შეუწყობს დისკომფორტის ან ტკივილის მოხსნას უშუალოდ პროცედურის დროს. როდესაც ანესთეზიამ დაიწყო მოქმედება, ექიმი იწყებს ზედაპირის დამუშავებას ლაზერით. პროცედურა დაახლოებით ნახევარი საათი გრძელდება.
გაითვალისწინეთ, რომ უნდა მიმართოთ პროფესიონალს, რადგან თუ ლაზერული გაღიავების პროცედურის დროს სანიტარული ნორმები დაირღვა, შესაძლოა შეგხვდეთ ინფექცია, ჰერპესი, დაგრჩეთ ნაწიბურები.
ექიმის ყველა მანიპულაციის შემდეგ, კანი ოდნავ გაწითლდება. არ შეგეშინდეთ, რადგან ეს ნორმალურია. გარკვეული პერიოდის შემდეგ სიწითლე გაქრება.
დაახლოებით 4 დღე გექნებათ „პილინგის ეფექტი“, ამ გზით ხდება მკვდარი უჯრედების მოცილება. როდესაც კანი შეწყვეტს აქერცვლას, შეამჩნევთ მის გაღიავებას. სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა დაახლოებით 3 პროცედურა, 1-2 თვის ინტერვალით.
ესთეტიკის კლინიკა „ნეო-ნეო“ ში ტარდება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურები.
სტატიის ავტორია ესთეტიკური კლინიკა „ნეო-ნეო“-ს მეან გინეკოლოგი ეკატერინე დარასელია.