ქალაქის გადატვირთული რიტმიდან გამომდინარე, რთულია, ხშირად გამონახო დრო საკუთარი თავისთვის. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ თითქმის ყველა პოპულარული და ცნობილი სილამაზის ცენტრი ქალაქის ცენტრალურ უბნებშია თავმოყრილი და დაუსრულებელი საცობების და დროის სიმცირის გამო მისვლა ყოველთვის პრობლემდება.
ესთეტიკის ცენტრ ნეო-ნეოს გლდანის ფილიალი მდებარეობს ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ ადგილზე – ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. მეტროსთან სიახლოვის გამო აქ მოხვედრა მარტივია. ასევე კომფორტული ადგილია მიმდებარე უბნებისათვის.
მთავარი კი, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, არის ის, რომ როგორც ნეო-ნეოს მთავარ ფილიალში, აქაც ყველაფერი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ფუნქციონირებს.
ესთეტიკის ცენტრ ნეო-ნეოს გლდანის ფილიალში მყუდრო, მეგობრული გარემო დაგხვდებათ და საუკეთესო სპეციალისტები მოგემსახურებიან.
ნეო-ნეოს გლდანის ფილიალში მიიღებთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ მომსახურებას. მოიწესრიგეთ ფრჩხილები და წარბები. დაიგრძელეთ წამწამები. გაიკეთეთ კონტურული მაკიაჟი.
ხელმისაწვდომია როგორც ელექტრო, ასევე ლაზერული ეპილაცია Soprano ice Platinium-ის უახლესი, ორიგინალი აპარატით. თუ ზედმეტმა და არაეფექტურმა პროცედურებმა დაგღალათ, გვეწვიეთ და დატკბით ეფექტური შედეგით.
ნეო-ნეოს გლდანის ფილიალში ასევე ტარდება ყველაზე მოთხოვნადი ინექციური პროცედურებიც: ბიორევიტალიზაცია, ბოტულინოთერაპია, ფილერით სახის მოდელირება, მეზოთერაპია.
ასევე ხელმისაწვდომი და რეკომენდირებულია აპარატურული კოსმეტოლოგიაც.
თქვენს გარეგნობაზე გამოცდილი დერმატოლოგები და კოსმეტოლოგები იზრუნებენ.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი ხელსაწყო სტერილდება ავტოკლავში. ეს დანადგარი უზრუნველჰყოფს, რომ ყველაფერი წესრიგში იყო სტანდარტების შესაბამისად და ჩვენმა ვიზიტორებმა თავი ყოველმხრივ დაცულად იგრძნონ.
ასევე უნდა შეგახსენოთ, რომ ამ სეზონზე ყველაზე მოთხოვნადი პროცედურების ჩამონათვალში შედის სახის წმენდა და პილინგი. WINTER IS COMING! ამიტომაც სჯობს, რომ მომზადებულები დავხდეთ!
ბევრი რომ აღარ ვისაუბროთ, გვეწვიეთ ნეო-ნეოს გლდანის ფილიალში და თავად შეგვაფასეთ. პირველივე ვიზიტისას დარწმუნდებით, რომ იდეალური ადგილი იპოვეთ თქვენს გარეგნობაზე ზრუნვისათვის!