ლაზერული ეპილაციის პროცედურა უმჯობესია ჩატარდეს 18 წელს გადაცილებულ ადამიანებში,მაგრამ თუ გავითვალისწინებთ,რომ ეპილაცია არ არის მძიმე სამედიცინო ჩარევა,შეგვიძლია პაციენტს მივუდგეთ ინდივიდუალურად.მინიმალური მოთხოვნა არის ის რომ პაციენტს მენსტრუალური ციკლი ჩამოყალიბებული ჰქონდეს(მუდმივი,მინიმუმ 1 წელი,წყვეტის გარეშე).
ლაზერული სხივისთვის აუცილებელია თმაში პიგმენტის არსებობა,შესაბამისად თუ კი თმაში არ არის პიგმენტი,ამ შემთხვევაში ლაზერული ეპილაცია იქნება უშედეგო.
რეკომენდაციაა თავი შეიკავოთ ლაზერული ეპილაციის პროცედურისგან ორსულობა-ლაქტაციის პერიოდში.
ჰორმონალური დარღვევის შემთხვევაში ეპილაცია უშედეგოა,გარკვეულ ეტაპზე შეიძლება მივიღოთ სასურველი შედეგი,მაგრამ ჰორმონები სერიოზულ წინააღმდეგობას გვიწევენ,ამიტომ აუცილებელია ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია და მკურნალობის დაწყება.
რაც შეეხება,სიმსივნურ დაავადებებს,აქაც აუცილებელია ონკოლოგთან კონსულტაცია და მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში პროცედურის დანიშვნა.
შესაძლებელია,რადგან ეპილაციამდე ხდება გაპარსვა და გაპარსვის დროს ხდება ღინღლის მოპარსვაც,რაც იწვევს ამ თმის გააქტიურებას და ანაგენის ფაზაში გადასვლას.ამიტომ გაპარსვის ტექნიკას დიდი ყურადღება ექცევა,განსაკუთრებით სახის ზონის შემთხვევაში,ამიტომ სასურველია მაქსიმალურად ვეცადოთ,რომ გაპარსვის დროს რაც შიძლება ცოტა ღინღლის მოპარსვა მოხდეს.
პასუხი ცალსახად მარტივია – არა. ალერგია შესაძლებელია გამოიწვიოს ეპილაციის პროცედურის დროს გამოყენებულმა საშუალებებმა: ულტრაბგერითი გელი, საპარსი და ასე შემდეგ.
ლაზერული ეპილაციის შემდგომ თქვენი კანი ხდება მეტად მგრძნობიარე,შესაბამისად უნდა მოერიდეთ შემდეგს:
ეპილაციის შემდგომ 3-6 საათი წყალი საერთოდ არ უნდა შეეხოს კანის ქსოვილს.
განსაკუთრებით ცხელი აბაზანის მიღებას,საუნაში და საცურაო აუზზე ვიზიტს,ვარჯიშს 24 -48 საათის განმავლობაში.
სოლარიუმში გარუჯვას 24-48 საათის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები(მაკიაჟი)12-24 საათის განმავლობაში,რადგან ეპილაციის შემდეგ გახსნილია ფორები და იზრდება ინფექციის შეჭრის შანსი.
Soprano ICE – ის აპარატების ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ გაირუჯოთ პროცედურიდან რამოდენიმე დღეში (3-4 დღე).მთავარია კანზე ჰიპერემია(სიწითლე) არ აღინიშნებოდეს.გახსოვდეთ,რომ ეპილაციის შემდგომ მომენტალურად რუჯის მიღება არც ერთ შემთხვევაში არ არის რეომენდირებული.ამ შემთხვევაში კანის მგრძნობელობა გაზრდილია და შესაძლოა გამოიწვიოს გვერდით ეფექტების განვითარება!
ბოტოქსის ან ფილერის შემთხვევაში სასურველია ორი კვირის შემდგომ გაკეთდეს ლაზერული ეპილაცია.
ჩვენი და საერთაშორისო რეკომენდაციით,მენსტრუაციის პერიოდში სასურველია თავი შეიკავოთ ლაზერული ეპილაციისგან.
რა თქმა უნდა შესაძლებელია.ერთადერთი გასათვალისწინებელია სახის ზონა,სადაც გაპარსვისას სასურველია არ გაღიზიანდეს ღინღლოვანი თმები.ამასთან ერთად გაითვალისწინეთ,რომ ლაზერული ეპილაციის პროცედურამდე,სასურველია დასამუშავებელი ზონა გაიპარსოს ერთი დღით ადრე,ვინაიდან გაპარსვის შემდგომ კანი იქერცლება და ღიზიანდება,ამან კი შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების განვითარება.
დიოდისა და დიოდი-ალექსანდრიტის შემთვევაში პროცედურებს შორის სხვაობა უნდა იყოს 3-4 კვირა.
დიოდი-ალექსანდრიტის-ნეოდიუმის შემთხვევაში შუალედი უნდა იყოს 4-6 კვირა.
რატომ უნდა ჩატარდეს ნებისმიერი ტიპის ლაზერული ეპილაცია(დიოდი,ალექსანდრიტი,ნეოდიუმი) გაპარსულ კანზე?
გაუპარსავი კანის ზედაპირზე,ლაზერული ეპილაციის ჩატარებისას არსებობს მაღალი რისკი,იმისა,რომ განვითარდეს დამწვრობა,ჰიპერპიგმენტაცია,ჰიპოპიგმენტაცია და ა.შ.
ამის მიზეზია,კანის ზედაპირიდან ამოწვერილ თმაზე მძლავრი ლაზერული სხივის მოხვედრა,ამ დროს ლაზერი გაივლის კანის ზედაპირზე არსებულ თმის ღერს,კარგად ვერ შეაღწევს თმის ფოლიკულამდე და დიდი ალბათობით გამოიწვევს ზემოთ მოცემული გვერდითი ეფექტების განვითარებას.
Soprano ICE-ის აპარატებით ეპილაცია კეთდება მხოლოდ გაპარსულ კანზე.
IPL – ეს არის ინტენსიური პულსაციის ნათება და არავითარი კავშირი არ აქვს ლაზერულ ეპილაციასთან.ფოტო ეპილაციის შემთხვევაში, სხივი ნაკლებად აღწევს თმის ფოლიკულამდე, შესაბამისად შედეგი მიიღება საკმაოდ გვიან.ამასთან ერთად ლაზერული ეპილაციისგან განსხვავებით ფოტო ეპილაციის შემთხვევაში არ ხდება სიმძლავრის ეფექტური კონტროლი,რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დამწვრობა და სხვა გვერდით ეფექტები.
რა თქმა უნდა! SHR In-MotionTM-მეთოდი სისტემას ხდის უნიკალურს,რაც საშუალებას გვაძლევს ლაზერული ეპილაციის პროცედურა უსაფრთხოდ ჩავატაროთ წლის ნებისმიერ დროს,მათ შორის გარუჯულ კანზე.
რადგან ALMA LASERS-ის რევოლუციურ სამუშაო პროტოკოლს წარმოადგენს In-MotionTM. ეს მეთოდი გულისხმობს აპლიკატორის მუდმივ მოძრაობას სამუშაო არეალზე და მაღალი ენერგიის არა ერთბაშად გამოტყორცნას, არამედ მის ეტაპობრივ, ჰომოგენურ და ეფექტურ აკუმულირებას კონკრეტულ ფართობზე. ამასთან ერთად კანის გაგრილება ხორციელდება ყველაზე ეფექტური ICETM კონტაქტური მეთოდით (-5 გრადუსამდე). ეს თავიდან აგაცილებთ ზედაპირული დამწვრობის რისკს და უზრუნველყოფს უმტკივნეულო, კომფორტული და ეფექტური პროცედურის ჩატარებას.
მთავარი ინოვაცია მდგომარეობს სხივის სპექტრში. Soprano Platinum-ის შემთხვევაში წარმოდგენილია 3 სხვადასხვა ლაზერული ეპილაციის ტექნოლოგია, 1 უნივერსალურ მანიპულაში – დიოდური ლაზერი (810ნმ), ალექსანდრიტის ლაზერი (755ნმ) და ნეოდიუმის ლაზერი (1064ნმ Nd:Yag). თმის მოშორების პრინციპი დაფუძნებულია თმის ანატომიის მაქსიმალური გათვალისწინებით. მოცემული 3 მძლავრი ლაზერული სხივი ეფექტურად ზემოქმედებს თმის ფოლიკულაზე, შუა წანაზარდსა და ფოლიკულის დვრილზე. ამასთან ერთად რევოლუციური სამუშაო პროტოკოლის SHR In-MotionTM და ეფექტური ICETM გაგრილების სისტემის წყალობით, პროცედურა არის მეტად უსაფრთხო და კომფორტული.
Soprano ICE pretty cool-ს გააჩნია ორი სხვადასხვა თავაკი. ერთი მხოლოდ დიოდის ლაზერის და მეორე დიოდი-ალექსანდრიტის ლაზერია ერთად ერთ თავაკში.
Soprano ICE Platinium – ეს გახლავთ ყველაზე მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური ლაზერული ეპილაციის აპარატი, აბსოლუტურად განსხვავებული სისტემა, ბაზარზე არსებული ყველა სხვა აპარატისაგან!
კლინკაში გვაქვს Soprano ICE pretty cool და Soprano ICE Platinium-ის აპარატები. Soprano მინიმუმ 2-ჯერ უფრო ეფექტურია ყველა სხვა ლაზერული ეპილაციის აპარატებთან შედარებით.