მხოლოდ ანტიცელულიტური მასაჟით არ ხდება წონაში კლება,ამ დროს ხდება პრობლემური ზონების კორექცია და იმ ვიზუალური დეფექტების ალაგება ,რაც ახასიათებს ცელულიტს.
სასურველია ( თუ რა თქმა უნდა, მასის ინდექსი ნორმიდან ძალიან დიდია,რაც აუცილებლად ითვალისწინებს დიეტას)თუ შევზღუდავთ ნახშირწყლებს,ცხიმებს და მივიღებთ ცილოვან საკვებს, რათა ორგანიზმი ადვილად გაუმკლავდეს“შიდა“ცხიმებს და არ დავტვირთოთ ახალი საკვებიდან მიღებული ცხიმით. ვარჯიში ზრდის მასაჟის ეფექტურობას,რადგან ენერგიისთვის ორგანიზმი წვავს ცხიმს.
მინიმუმ ათი და მაქსიმუმ თხუთმეტი დღეგამოშვებით კვირაში სამჯერ ან ორჯერ.პროცედურის ჩატარება ყოველდღე კატეგორიულად დაუშვებელია.
ორივეს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები.საუკეთესო ვარიანტია მათი კომბინაცია.
უჯრედში ქიმიური რეაქციების უმრავლესობა მიმდინარეობს წყალში.შესაბამისად თუ არ იქნება წყლის დეფიციტი ორგანიზმში ქიმიური პროცესები დაჩქარდება და სწრაფად მოხდება ე.წ. „შლაკების“ ნარჩენების გამოყოფა.შესაბამისად შედეგი იქნება თვალსაჩინო.
როცა ვახდენთ ლიმფოდრენაჟს გამოდის ზედმეტი უჯრედშორისი სითხე,ხდება შესაბამისი ზონის სისხლით მომარაგების გაძლიერება, რადგან არ ხდება კომპრესია ზედმეტი სითხის მიერ.ძლიერდება მიკროცირკულაცია. შედეგად ჩქარდება ნივთიერებათა ცვლა ცხიმოვან უჯრედსა და ქსოვილში და ხდება ე.წ. (ცხიმის წვა,სისხლში არსებული სპეციფიური ფერმენტებისა და ჟანგბადის მიერ). ვიღებთ ცხიმების დაშლის საბოლოო პროდუქტს- ნახშიროჟანგს და წყალს, ხდება ენერგიის გამონთავისუფლება.ნახშიროჟანგი გამოიყოფა ფილტვების მიერ სუნთქვით, ხოლო წყალი შარდთან ერთად თიქკმელების მიერ.