. სახის წმენდა კითხვები - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა

სახის წმენდის პროცედურის ხანგრძლივობა 70-75 წუთია.

პროცედურის ჩასატარებლად ვიყენებთ ZEIN OBAJI-ს ხაზს.

კანის წმენდა დაუშვებელია:
ჰერპესის, ეგეზემის და კანის მთლიანობის დარღვევა გასაწმენდ არეში.

ცხიმოვანი საცობების არსებობისას კამედონებიანი, ცხიმოვანი, ფოროვანი, აკნეს და პოსტაკნეს მდგომარეობის მიხედვით, ექიმი ინდივიდუალურად შეარჩევს რომელი მეთოდითაა რეკომენდირებული სახის წმენდა.

არსებობს რამდენიმე მეთოდი კანის გასუფთავების:
1)მექანიკური
2)აპარატული
3)ქიმიური წმენდა
მექანიკური – გულისხმობს კანის ხელით დამუშავებას, პაციენტს აქვს გარკვეული დისკომფორტი და კანიც მეტად ღიზიანდება, მაგრამ ეს მეთოდი ზოგჯერ შეუცვლელია.
აპარატული წმენდა გულისხმობს, კანზე სპეციალური აპარატის დახმარებით ზემოქმედებას.
მისი საშუალებით ხდება კანის წმენდა, გასუფთავება.
საჭიროების მიხედვით ტარდება: ვაკუუმ წმენდა, ულტრაბგერითი სკრაბი, მიკროდერმაბრაზია, ფონოფორები, ბრაშინგი.
აპარატული წმენდა დამზოგავი მეთოდია, ნაკლებად ტრავმირდება კანი.
ქიმიური წმენდა კი გულისხმობს ქიმიური ნაერთებით კანის ზედაპირზე მოქმედებას. კანის ზედა ფენის მოცილებას, ხდება კოლაგენისა და ალესტინის გამომუშავების სტიმულაცია.

© Copyright 2023 Powered By ინტერიერის დიზაინი
T: 592-19-11-00