. სოლარიუმი - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა

1. იმისათვის,რომ რუჯი იყოს თანაბარი და დიდი ხანი შენარჩუნდეს,
სასურველია წინასწარ კანის პილინგი რაიმე სახის სკრაბით.
2. სოლარიუმით სარგებლობის დროს,გადადეთ შორს დეკორატიული
კოსმეტიკა: სუნამო,ანტიპერსპირენტი და სხვა მსგავსი ნივთები.მათ
შეიძლება გამოიწვიონ პიგმენტური ლაქების გაჩენა სხეულზე.(კანი უნდა
იყოს სუფთა.)
3. სოლარიუმის პროცედურამდე, არ შეიძლება შხაპის მიღება საპნით,გელით
და ა.შ.
4. სოლარიუმის შემდეგ, არ შეიძლება შხაპის მიღება 2 საათის განმავლობაში.
5. რუჯის მიღებამდე აუცილებლად მოიშორეთ მაკიაჟი.
6. რუჯის მიღებამდე შეიკარით თმა,დაიხურეთ ქუდი,რათა თმა არ გამოშრეს.
7. ტუჩებზე წაისვით სპეციალური ტუჩსაცხი,რათა არ გამოგიშრეთ ტუჩები.
8. გარუჯვისას აუცილებლად გაიკეთეთ სპეციალური სათვალე.
9. დვრილებზე გაიკეთეთ სპეციალური სტიკერები.
10. პროცედურის შემდეგ, წაისვით დამატენიანებელი კრემი,ვიანიდან არ
მოხდეს კანის გამოშრობა.
11. სოლარიუმში შესვლამდე, არ შეიძლება სიგარეტის მოწევა,რადგან
შეიძლება გული აგიჩქარდეთ.
12. ერთსა და იმავე დღეს, კატეგორიულად არ შიძლება სოლარიუმში და მზეზე
გარუჯვა ერთად.
13. სოლარიუმით სარგებლობისას აუცილებელია 24 საათიანი ინტერვალის
დაცვა.
14. რუჯის შესანარჩუნებლად საჭიროა კვირაში ერთხელ 8-10 წუთით
ისარგებლოთ სოლარიუმით ან მზეზე გაირუჯოთ.
15. კატეგორიულად არ შეიძლება სოლარიუმით სარგებლობა მშიერზე.
16. მენსტრუალური ციკლის დროს, კატეგორიულად არ შეიძლება
სოლარიუმით სარგებლობა.

სოლარიუმის აპარატები გვაქვს Smart gold – ის ვერტიკალური 56 ნათურიანი აპარატი და Smart Tron – ის ჰორიზონტალური 45 ნათურიანი აპარატი.

© Copyright 2023 Powered By ინტერიერის დიზაინი
T: 592-19-11-00