. პლაზმოლიფტინგი - ჩვენი ჯანმრთელობის, ახალგაზრდობის და სილამაზის საიდუმლო - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა
  • ოქტომბერი

    30

    2019
  • 74
  • 0
პლაზმოლიფტინგი – ჩვენი ჯანმრთელობის, ახალგაზრდობის და სილამაზის საიდუმლო

პლაზმოლიფტინგი – ჩვენი ჯანმრთელობის, ახალგაზრდობის და სილამაზის საიდუმლო

ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეს, ამისთვის კი ისინი სხვადასხვა საშუალებებს მიმართავენ. ერთ-ერთი საუკეთესო და თანამედროვე მეთოდი გახლავთ პლაზმოლიფტინგი.

პლაზმოლიფტინგი

ყველა ჩვენგანს გვინდა, დროის მანქანა არსებობდეს და ჩვენი ახალგაზრდობა, სწორი, უნაოჭო კანი, სქელი და მბზინავი თმა ხანგრძლივად შევინარჩუნოთ. თუმცა, ბევრმა არ ვიცით, რომ ჯანმრთელობის, ახალგაზრდობისა და სილამაზის ბუნებრივი აღდგენის მექანიზმი ჩვენს საკუთარ სხეულშია დამალული. ჩვენი სხეული ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც უჯრედების რეგენერაციის, ანუ განახლების სტიმულირებას ახდენს.  სწორედ  პლაზმოლიფტინგი ეხმარება სხეულს საკუთარი ძალებით დაიბრუნოს ახალგაზრდობა და ენერგია.

პლაზმოლიფტინგი კანის გაახალგაზრდავების უსაფრთხო, თანამედროვე, მაღალეფექტური მეთოდია.  პლაზმოლიფტინგის მეშვეობით, კანში იწყება გაახალგაზრდავების და რეგენერაციის ბუნებრივი პროცესები. ის ასევე სამკურნალო პროცედურაა.

რას გულისხმობს უფრო ზუსტად პლაზმოლიფტინგი?

ამ დროს ჩვენი კანის გასაახალგაზრდავებლად ჩვენი საკუთარი სისხლი გამოიყენება. „თვითგაახალგაზრდავების“ პროცესი ასეთია – ვენიდან აღებულ სისხლს ათავსებენ ცენტიფუგაში, სადაც სისხლის წითელ უჯრედებს თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა გამოეყოფა. თრომბოპლაზმა გაჯერებულია ცილებით, ვიტამინებით, ჰორმონებით და ზრდის ფაქტორებით.

პლაზმა ინექციის მეშვეობით შეჰყავთ კანის ქვეშ და სწორედ ამ დროს ორგანიზმში, საკუთარი რეზერვების ხარჯზე, ირთვება კანის ბუნებრივი გაახალგაზრდავების  მექანიზმი,  კანი თითქოს შიგნიდან ცოცხლდება და მკვრივდება. კერძოდ,  კანქვეშ შეყვანილი თრომბოციტების მაღალი კონცენტრაცია უზრუნველყოფს ქსოვილების აღდგენას, ხელს უწყობს ჰიალურონის მჟავისა და  კოლაგენის გამომუშავებას, რომელიც, თავის მხრივ, ებრძვის სიბერის ნიშნებს, აღადგენს კანს, ატენიანებს, აუმჯობესებს მის ფერს, ასევე უზრუნველყოფს სახის ლამაზი ოვალის შენარჩუნებას.

პლაზმოლიფტინფის უნიკალური პროცედურა  პირველად 2003 წელს  ორმა რუსმა ექიმმა რენატ ახმეროვმა და რაულ ზარუდიამ გამოიყენა. მას შემდეგ ამ მეთოდს, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, „ ახალგაზრდობის თანამედროვე ელექსირს“ უწოდებენ.

სამკურნალო დანიშნულება:

პლაზმოლიფტინგის მეთოდი აქტიურად გამოიყენება თმის ცვენის საწინააღმდეგოდაც. თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა ამაგრებს თმის ფოლიკულებს, კვებავს თმის ძირებს, ამცირებს თმის ცვენის ინტენსივობას და ხელს უწყობს ღერების ზრდას. არაქირურგიულ პროცედურებს შორის პლაზმოლიფტინგი  სიმელოტის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

პლაზმოლიფტინგი გამოიყენება აკნეს (გამონაყრის) სამკურნალოდაც. კერძოდ, პლაზმა შედის გამონაყარის ადგილებში, რის შემდეგაც აკნე სწრაფად და უკვალოდ ქრება, არ ჩნდება ლაქები.

პლაზმოლიფტინგი ტარდება სახის, ყელის, ზურგის, გულმკერდის მიდამოში, ხელის მტევნებზე, თავის თმიან ნაწილში.

როგორ მოვემზადოთ პროცედურისთვის:

პროცედურამდე აუცილებელია დაბინძურებული კანის გასუფთავება და მომზადება. პროცედურა უზმოზე ტარდება. საკვების მიღება არ შეიძლება პროცედურამდე სულ მცირე სამი საათით ადრე, მათ შორის არც ყავის დალევა. როგორც წესი, პროცედურა უმტკივნეულოა და არ საჭიროებს ანესთეზიას. გაუტკივრება მხოლოდ მაშინ კეთდება, თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა.

პროცედურის შემდეგ, იშვიათად,  ინექციის ადგილას  შეიძლება მცირე ზომის სილურჯეები აღინიშნებოდეს, თუმცა ისინი მალევე ქრება.

მყარი ეფექტის მისაღწევად (დაახლოებით 2 წლამდე) მიზანშეწონილია მინიმუმ 4-5 სეანსის ჩატარება, 7-10 დღიანი ინტერვალით,  თუმცა,  პროცედურების რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია შედეგზე. საუკეთესო შედეგის მისაღწევად კი  პროცედურები უნდა განმეორდეს წელიწადში ორჯერ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია პაციენტის კანის მდგომარეობაზე.

რა უპირატესობები აქვს პლაზმოლიფტინგს:

  • არის აბსოლუტურად უსაფრთხო, არატოქსიკური მეთოდი, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას, რადგან კანქვეშ საკუთარი პლაზმა შედის, არ შეიცავს არანაირ ქიმიურ პრეპარატებს.
  • გამორიცხულია ინფექციური დაავადებების გადადება, რადგან პლაზმა ინახება სტერილურ, ვაკუუმურ მილებში და არ აქვს უშუალო კონტაქტი გარემოსთან.
  • არის მაღალეფექტური გამაახალგაზრდავებელი მეთოდი, რადგან ორგანიზმი ყველაზე ეფექტურად საკუთარ პლაზმაზე რეაგირებს
  • არ იწვევს სიმსივნური უჯრედების ზრდის პროვოცირებას, რადგან პლაზმას არ ახასიათებს  ონკოგენურობა
  • არ იწვევს სხეულის გამოფიტვას და რესურსების დაკარგვას, რადგან პაციენტისგან მხოლოდ რამდენიმე მილილიტრ სისხლს იღებენ და მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება
  • აქტიურად გამოიყენებენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები
  • არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა

პლაზმოლიფტინგის პროცედურის ჩატარება  არ შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე მწვავე, ცხელებით მიმდინარე დაავადებების, ჰემოფილიისა და ნეფროპათიის დროს.

თუ აღნიშნული პროცედურით დაინტერესდებით, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ კლინიკა  „ნეო-ნეოს“ სადაც პროცედურას სრულიად უმტკივნეულოდ, გამოცდილი და კვალიფიციური  პროფესიონალები ჩაგიტარებენ.

 

© Copyright 2018 Powered By Mywebs.ge
T: 592-19-11-00

T