. მეზოთერაპია - თქვენი სილამაზის და ახალგაზრდობის გარანტი - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა
  • ნოემბერი

    23

    2019
  • 73
  • 0
მეზოთერაპია – თქვენი სილამაზის და ახალგაზრდობის გარანტი

მეზოთერაპია – თქვენი სილამაზის და ახალგაზრდობის გარანტი

ყველა ქალის სურვილია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეინარჩუნოს სასურველი სილამაზე და გარეგნობა. საბედნიეროდ თანამედროვე სამყაროში ბევრი საშუალება არსებობს ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად. ერთ ერთი გამოცდილი და ეფექტური მეთოდი გახლავთ მეზოთერაპია, რომელსაც  კლინიკა „ნეო-ნეო“ გთავაზობთ კვალიფიციურ და გამოცდილ ექიმ-კოსმეტოლოგებთან ერთად. დღეს მეზოთერაპია ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა, ვინაიდან ეს გახლავთ გაახალგაზრდავების არაქირურგიული, სრულიად უსაფრთხო და, რაც მთავარია, ძალზე ეფექტური საშუალება.

რა არის მეზოთერაპია?

მეზოთერაპია არის კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მკურნალობის მეთოდი. დღეს ესთეტიკურ მედიცინაში იგი აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და თვალსაჩინო მეთოდად. პროცედურის დროს  კანის ზედაპირულ შრეში შეყავთ  სპეციალური პრეპარატები. ინექციები კეთდება  წვრილი ნემსით 1,5-4 მმ სიღრმეზე. ამ დროს საჭირო კომპონენტები, ჰიალურონის მჟავა, ფოსფოლიპიდები, ვიტამინები, მინერალები, მჟავები და ა.შ. აღწევს იმ ფენებში, საიდანაც მათი ათვისება მოხდება. პროცედურის შედეგად კანი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება და ჯანმრთელ იერს იძენს.

მეზოთერაპიის პროცედურები რეკომენდებულია: ასაკობრივი ნაოჭების,  ცხიმიანი, ფორებიანი, მშრალი ან მოდუნებული კანის, პიგმენტური ლაქების,  აკნეს, გამოხატული კაპილარული ქსელის, დაკიდებული ღაბაბის, ცელულიტის,  ზედმეტი ცხიმის,  თმის ცვენის შემთხვევაში. მეზოთერაპიის საშუალებით ხდება კანის სტრუქტურის აღდგენა, კანის ფერის გაუმჯობესება, პიგმენტული ლაქების მოშორება, ზედაპირული ნაოჭების კორექცია.

სხეულის რომელ მონაკვეთზე არის შესაძლებელი მეზოთერაპიის ჩატარება?

მეზოთერაპიის ჩატარება შესაძლებელია სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე, ეს იქნება თმის ძირები თუ ქუსლები. სახეზე მეზოთერაპია არა მხოლოდ გაახალგაზრდავებისთვის და ტონუსისთვის, არამედ ასაკობრივი ცვლილებებისთვის, მაგალითად ნაოჭების, ლოკალური ცხიმების, კანის სიმშრალის შემცირებისთვის ტარდება.

თმის ძირებში ჩატარებული მეზოთერაპია თმის ფოლიკულის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რაც თმის ზრდას ასტიმულირებს, ასევე არეგულირებს ცხიმის გამოყოფას. პროცედურის შედეგად თმა უფრო ჯანსაღი და სქელია.

რაც შეეხება სხეულზე ჩატარებულ პროცედურას, მეზოთერაპია ეფექტურად ებრძვის კანის დაბერებას, ცელულიტს და ლოკალურ ცხიმებს.

რამდენად სწრაფად მიიღწევა სასურველი შედეგი?

მეზოთერაპიის უპირატესობა სწორედ ეს გახლავთ, ეფექტი მეორე პროცედურიდან შესამჩნევი ხდება. პროცედურების დასრულებისთანავე კანი ლამაზი, ხავერდოვანი და ელასტიურია.  თამად შესაძლებელია ვთქვათ, რომ ეფექტი ექვსი თვიდან ერთ წლამდე გრძელდება. მაგრამ ესეც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კანის ტიპზე, ასევე  შეყვანილ პრეპარატებზე, პაციენტის ცხოვრების წესზე და სახლში კანის მოვლის პროცედურებზე.

როგორ ხდება მკურნალობის კურსის შერჩევა?

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ კვალიფიციური ექიმთან. კონსულტაციის საფუძველზე ის მოგაწვდით ინფორმაციას, რამდენი პროცედურის ჩატარებაა მიზანშეწონილი. პროცედურების რაოდენობა არის ინდივიდუალური და დამოკიდებულია კანის საფარის მდგომარეობაზე.

ოპტიმალური მკურნალობის კურსი მოიცავს 6-10 პროცედურას. პროცედურის ხანგრძლივობა საშუალოდ 40 წუთია. ეფექტის შესანარჩუნებლად განმეორებითი პროცედურები უნდა ჩაიტაროთ ერთი წლის ინტერვალით.

რა გვერდითი მოვლენები გააჩნია მეზოთერაპიას?

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  მეზოთერაპიას გვერდითი მოვლენები არ ახლავს.

პროცედურა უფრო კომფორტულია და გართულებების რისკიც ნაკლებია, როცა ციკლის პერიოდი მთავრდება. ამიტომ ეცადეთ პროცედურა ისეთ დროს ჩაიტაროთ, როცა ციკლის პერიოდი გაივლის.

შესაძლოა ინექციის ადგილას გამოიკვეთოს სიწითლე, რომელიც მაქსიმუმ ორ საათამდე შენარჩუნდება და ამის შემდეგ გაივლის.

პროცედურა არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას და არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა.

პროცედურის შემდეგ რაიმე შეზღუდვები არსებობს?

კლინიკა „ნეო-ნეოს“ ექიმი კოსმეტოლოგები გირჩევენ, რომ პროცედურის დღეს არ დაიტანოთ სახეზე დეკორატიული კოსმეტიკა, უმჯობესია თავი შეიკავოთ მაკიაჟისგან. რეკომენდირებულია 24 საათი სუფთა კანით გაატაროთ.

რა შემთხვევაშია დაუშვებელი მეზოთერაპიის ჩატარება?

ადამიანების სია, რომელებისთვისაც პროცედურის ჩატარება არ შეიძლება, ძალიან მცირეა. პროცედურის ჩატარება არ არის რეკომენდირებული ორსულობისთვის და მეძუძური დედებისთვის. ასევე,  მათთვის ვისაც აწუხებს კანის ანთებითი პროცესები და ინფექციები, ონკოლოგიური დაავადებები, ალერგია კონკრეტულ მოქმედ ნივთიერებაზე.

პროცედურა უმტკივნეულოა?

პროცედურა ანესთეზიას  არ საჭიროებს, ის სრულიად უმტკივნეულოა. პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების  ჩვეულ რითმს.

აღსანიშნავია, რომ კლინიკა „ნეო-ნეოს“ ექიმები მეზოთერაპიის კურსის ჩატარებისას იყენებენ  მსოფლიოს წამყვანი კოსმეტოლოგიური ფირმების მიერ წარმოებულ პრეპარატებს, რაც სასურველი შედეგის გარანტიას იძლევა.

 

© Copyright 2018 Powered By Mywebs.ge
T: 592-19-11-00

T