
პლასტიკური გინეკოლოგიის მეთოდები-მცირეინვაზიური პერინეოპლასტიკა ბიოდეგრადირებადი ძაფების საშუალებით ,საშოს კედლების ლიფტინგი ძაფების მეშვეობით.
ქალის მენჯის ფსკერი შედგება ფასციით დაფარული კუნთოვანი შრეებისგან და აქვს სხეულისთვის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია,მენჯის ფსკერის კუნთები იჭერენ შარდის ბუშტს, საშოს, საშვილოსნოს და სწორ ნაწლავს, მონაწილეობენ შარდის ბუშტის დაცლასა და შეკავებაში, ასევე უზრუნველყოფენ სქესობრივი აქტის ფიზიოლოგიას. მენჯის ფესკერის დარღვევა იწვევს შარდის შეუკავებლობას, საშვილოსნოს და საშოს პროლაფსს, სექსუალურ დისფუნქციას, დეფეკაციის დარღვევას , რაც წარმოადგენს სერიოზული სამედიცინო პრობლემას.
მენჯის ფსკერის დისფუნქცია ასევე დაკავშირებულია პრობლემასთან, რომელიც ბევრ ქალს აქვს ბუნებრივი მშობიარობის შემდეგ – ვაგინალური მოდუნების შეგრძნება. მშობიარობის გასაადვილებლად, ზოგიერთ შემთხვევაში, გამოიყენება ეპიზიოტომია – ქირურგიული ჭრილობა, დაბადების არხის გაფართოების მიზნით.
გენიტალური პროლაფსის განვითარების ადრეულ სტადიაზე პაციენტებს ექმნებათ ისეთი პრობლემები, როგორიცაა შორისის ღიობის გაფარათოება, გაფართოებული საშოს სინდრომი (ჰაერის შესვლა საშოში სქესობრივი აქტის ან მოძრაობების დროს, უსიაომოვნო ხმები სპორტით ვარჯიშის დროს , სექსუალური დისფუნქცია. (ლიბიდოს დაქვეითება, ანორგაზმია, დისკომფორტი სქესობრივი აქტის დროს). ეს დარღვევები საგრძნობლად აუარესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს .გენიტალური პროლაფსის კორექციის დროს მნიშვნელოვანი ასპექტია დაავადების რაც შეიძლება ადრეული გამოვლენა და მისი სიმძიმის დადგენა, რაც საშუალებას აძლევს გინეკოლოგს ყველაზე ეფექტურად განსაზღვროს პაციენტის მდგოარეობის მართვის ტაქტიკა და მოქმედი მეთოდების სპექტრი. შეფასების შედეგებიდან გამომდინარე, პაციენტს შეიძლება ურჩიოს სპეციალური ვარჯიში ან სხვა კონსერვატიული მეთოდები, თუმცა, როგორც წესი, ჩივილების არსებობისას აუცილებელია ჩარევის სხვადასხვა ვარიანტების განხილვა, რომელთა არჩევანიც საკმაოდ ფართოა.
ამ პრობლემების გადაჭრის მეთოდის არჩევისას, ექიმები, როგორც წესი, გონივრულად ანიჭებენ უპირატესობას ნაკლებად ინვაზიურ მეთოდებს. მკურნალობის გარკვეული ეტაპებზე პაციენტს შეიძლება დაეხმაროს როგორც კონსერვატიული თერაპია, ასევე ესთეტიკური გინეკოლოგიის მინიმალურად ინვაზიური მეთოდების გამოყენება. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია მინიმალური ინვაზიური პერინეოპლასტიკა, ანუ საშოს კორექცია, აღდგენა .
დღეისათვის ძაფებით ლიფტინგი საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული. ტექნოლოგია დაპატენტენტდა 2016 წელს (აშშ) და აქტიურად გამოიყენება ევროკავშირში, რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიასა და სხვა ქვეყნებში. მსგავსი ტექნიკა გამოიყენება აზიის ზოგიერთ სახელმწიფოშიც.
კონსერვატიულ მეთოდებსა და ტრადიციულ ქირურგიას შორის შუალედური ადგილი უჭირავს ლიფტინგს. ძაფით აწევა განსხვავდება იმით, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ მენჯის ფსკერის სტრუქტურების დისფუნქციის ადრეულ ეტაპზე, არამედ გენიტალური პროლაფსის განვითარების შემთხვევაშიც და ამავდროულად, ნაკლებად ინვაზიურია, უფრო სწრაფია რეაბილიტაცია და მომავალში ბუნებრივი მშობიარობაც შესაძლებელია.
მეთოდი / პროცედურის მექანიზმი (როგორ მუშაობს)
სხვა ქსოვილებში ლიფტინგის პროცედურებში ძაფების გამოყენების ანალოგიით, პერინეალური ქსოვილების გაძლიერება ხდება ორმხრივი ძაფის გამოყენებით. (რუსეთში ყველაზე ხშირად იყენებენ დერმაფილის ძაფებს). ძაფის ჩასმის ადგილას ხდება ბოჭკოვანი რეაქცია, რაც იწვევს ეგრეთ წოდებული მეორადი ბიძგების ვექტორის წარმოქმნას, რომელიც აგრძელებს მოქმედებას ძაფის სრული რეზორბციის შემდეგაც.
ბიოდეგრადირებადი ძაფი არის ქირურგიული ნაკერის მასალა, რომელიც დამზადებულია P(LA-CL) პოლილაქტიდისა და პოლიკაპროლოქტონისგან. ძაფები კარგად სრიალებს ქსოვილებში, აქვს გაზრდილი ელასტიურობა, ამიტომ იმპლანტაციაზე რეაქცია მინიმალურია, ხოლო პერინეუმის და საშოს კედლების აწევის ეფექტი არის თვალსაჩინო. შედეგი შესამჩნევია პროცედურის დასრულებისთანავე და ინარჩუნებს ეფექტს 3-5 წლამდე. გარდა ამისა, მონოფილამენტური ძაფების გამოყენება უსაფრთხოა ინფექციური გართულებების განვითარების რისკის თვალსაზრისით. მასალა მთლიანად ბიოდეგრადირებადია 16-18 თვეში.
ქირურგიული ლიფტინგის შედეგად იჭიმება პერინეუმის კუნთები, ვიწროვდება საშოს შესასვლელი, სასქესო ორგანოების იერსახე უფრო ესთეტიკური ხდება. ლიფტინგის ვიზუალური ეფექტი ჩნდება ოპერაციისთანავე. დროთა განმავლობაში, იმ პაციენტების მონიტორინგის დროს, რომლებმაც ჩაიტარეს ძაფებით ლიფტინგის პროცედურა, ჩვენ ვამჩნევთ ბაქტერიული ვაგინოზის რეციდივების და ვაგინალური ბიოცენოზის სხვა დარღვევების რაოდენობის შემცირებას, სექსუალური ცხოვრებით კმაყოფილების ზრდას და ცხოვრების ხარისხის ზოგად გაუმჯობესებას. ჩვენი დაკვირვებით, პაციენტების 70-80% სრულიად კმაყოფილია პერინეოგინალური ლიფტინგის პროცედურის შედეგებით.
ძაფების მეშვეობით ლიფტინგის ჩვენებები გინეკოლოგიაში:
- შორისის ღიობის გაფართოება;
- გაფართოებული საშოს სინდრომი,I ხარისხის გენიტალური პროლაფსი;
- მენჯის ფსკერის კუნთების ტონუსის დაქვეითება;
- სექსუალური დისფუნქცია
უკუჩვენებები
პერინეოვაგინალური ლიფტინგის ძირითადი უკუჩვენებებია:
- სასქესო ორგანოების მწვავე ანთებითი დაავადებები და ქრონიკული დაავადებების გამწვავება – ოპერაცია უნდა გადაიდოს დაავადების მწვავე ფორმის მოხსნამდე და სტაბილურ რემისიამდე;
- ვაგინალური სისუფთავის ხარისხი 3 ან 4 – ამ შემთხვევაში, წინასაოპერაციო გამოკვლევის შედეგების მიხედვით, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა და ჩატარდეს ხელახალი გამოკვლევა, ასევე რეკომენდებულია დამატებითი გამოკვლევები;
- მძიმე ექსტრაგენიტალური დაავადებები – თითოეულ შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია.
სამომავლო ორსულობა არ არის პრობლემა. ოპერაციის შემდეგ შესაძლებელია ბუნებრივი გზით ჩასახვა, ბუნებრივი. ასევე დასაშვებია ძუძუთი კვება, ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღება და საშვილოსნოსშიდა ხელსაწყოს არსებობა.
ოპერაცია ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით.
შესაძლო გვერდითი მოვლენები და გართულებები
გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, ძალზე იშვიათია, მაგრამ ბოლომდე ვერ გამოვრიცხავთ: ადგილობრივი გაღიზიანება ჭრილობის მიდამოში, ჰემატომა, ქავილი, სიწითლე, რეაქცია საანესთეზიო პრეპარატებზე, მცირე სისხლდენა, ძაფის გამოდევნა, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს და ასევე უცხო სხეულის და ა.შ.
გართულებების შემდეგ, გამონაკლის შემთხვევებში, შეიძლება საჭირო გახდეს ჩივილის გამომწვევი ძაფის მოცილება ან პაციენტს დაენიშნოს თერაპია, რომელიც საჭიროა გვერდითი მოვლენების გამოსასწორებლად.
რეკომენდაციები პაციენტისთვის პერინეოგინალური ლიფტინგის შემდეგ
ოპერაციის შემდეგ რეკომენდებულია ყინულის დადება შორისზე, დღის განმავლობაში 2-3-ჯერ. (ბეტადინი)ან ქლორჰექსიდინი. ოპერაციიდან 5 დღის შემდეგ ტკივილის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ რექტალური სუპოზიტორები ინდომეტაცინით.
ოპერაციიდან ერთი თვის განმავლობაში თავი უნდა შევიკავოთ სქესობრივი კავშირისგან და ვიყოთ მაქსიმალურად მშვიდად. იმის გათვალისწინებით, რომ ოპერაციის ერთ-ერთი დადებითი შედეგია სექსუალური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, 4 კვირის შემდეგ პაციენტს შეგიძლიათ ურჩიოთ ვარჯიშები მენჯის ფსკერის კუნთების გასავარჯიშებლად. 4-6 კვირის შემდეგ პაციენტს თითქმის სრულად შეუძლია დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრების წესს და აქტივობას.
ამრიგად, ძაფებით ლიფტინგის პროცედურა გინეკოლოგიში, არის პერსპექტიული მეთოდი გენიტალური პროლაფსის საწყის ეტაპზე. ის შეიძლება გახდეს კლასიკური ქირურგიული მეთოდების ეფექტური ალტერნატივა, ხელი შეუწყოს მენჯის ორგანოების ანატომიური სტრუქტურის აღდგენას და შენარჩუნებას. პერინეუმის „აწევის“ ტექნიკა საშუალებას გაძლევთ აღადგინოთ ბუნებრივი სექსუალური ფუნქცია. პროცედურა დადებითად მოქმედებს პაციენტის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და ახდენს სექსუალური და სოციალური ურთიერთობების ჰარმონიზაციას.



