. ქალის ორგაზმი და ლიბიდო - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა
  • მარტი

    22

    2021
  • 29900
  • 0
ქალის ორგაზმი და ლიბიდო

ქალის ორგაზმი და ლიბიდო

-ქალბატონო ეკა, თქვენმა ბოლო გადაცემამ ესთეტიკური გინეკოლოგიის პროცედურების შესახებ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა, რომ განვმარტოთ ეს საკითხი, რამდენი სახის ორგაზმი არსებობს? არსებობს თუ არა ვაგინალური ორგაზმი და არსებობს თუ არა G წერტილი?

ესთეტიკური გინეკოლოგია არის ახალი მიმართულება მედიცინაში და სხვა დარგებში თუ რაოდენობრივად ბევრი კონგრესია ჩატარებული, ესთეტიკურ გინეკოლოგიაში სულ რამდენიმე,ამიტომ ბევრი რამ არის შესწავლის საგანი, ხლა რაც შეეხება თქვენს კითხვას, მოგეხსენებათ, რომ ეროგენული ზონები გვაქვს მთელ სხეულზე, მოდით ჩამოვთვალოთ ქალის ეროგენული ზონები, რომლებიც განთავსებულია ქალის სასქესო ორგანოებზე, კლიტორი, G წერტილი, საშოს შესასვლელის 1/3 და  მცირე სასირცხო ბაგეები, რომლებიც ქმნიან ეროგენულ მანჟეტს. ყველა ვთანხმდებით რომ არსებობს კლიტორული ორგაზმი და 75% ორგაზმისა არის კლიტორული. დავსვათ ლოგიკური კითხვა. თუკი სქესობრივი აქტის დროს არ ხდება კლიტორზე ზემოქმედება ანუ ხახუნი, რის ხარჯზე მიიღწევა ორგაზმი? ანუ ავხსნათ ვაგინალური ორგაზმი.

ყველამ ვიცით რომ ქალის მთავარი ეროგენული ზონაა კლიტორი,ანატომიურად  კლიტორს აქვს თავი და ორი ფეხი, რომლებიც აღგზნებულ მდგომარეობაში 8-10 სანტიმეტრის ზომისაა და ის გარშემო ერტყმის საშოს კედელს, ანუ ამ ეროგენულ მანჟეტს. პენეტრაციის დროს, როცა არ ხდება ხახუნი კლიტორზე, რხევები/ბიძგების მეშვეობით ხდება კლიტორის ფეხების ნერვული დაბოლოოების (ირიბი გზით)  სტიმულირება, ანუ იმპულსები კლიტორის ფეხებს გადაეცემა და საბოოლოდ კლიტორი იძლევა ორგაზმს, ასეთ ორგაზმს ეძახიან ვაგინალურ-კლიტორულს, თვითონ ვაგინას ორგაზმის ფუქცია არ გააჩნია, ორგაზმზე პასუხისმგებელი ორგანო არის  მხოლოდ კლიტორი.

 G წერტილი არის ეროგენული ზონა, როგორც მაგალითად დვრილები და ანუსი,ის განთავსებულია საშოს წინა კედელზე, ამ ზონაში განთავსებულია ნერვული დაბოლოებები, რომლის სტიმულირების დროს გადაეცემა იმპულსები კლიტორს და საბოლოო ჯამში მიიღწევა ორგაზმი.  თუმცაღა უნდა ითქვას რომ ნებისმიერი ეროგენული ზონის სტიმულირებისას ირიბი გზით,იმპულსები გადაეცემა კლიტორის ნერვულ დაბოლოებებს, ამიტომაც ამბობენ რომ ნებისმიერი ორგაზმი კლიტორულია. G წერტილი როგორეროგენული ზონა, ადვილად ხელმისაწდომია  დოგი სტაილის პოზაში.

 ცხოვრებაში ბევრნაირი ნიჭი არსებობს, ვიღაც მღერის, ვიღაც პიანინოზე უკრავს, ვიღაც კარგი მასწავლებელი ან მშენებელია, უამრავი ნიჭი არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა აუცილებლად ან კარგად უნდა ვმღეროდეთ ან ვუკრავდეთ, ნიჭი ინდივიდუალურია და სევეა ჩვენი ეროგენული ზონების შემთხვევაში, ვიღაცისთვის შეიძლება უფრო მეტად განვითარებული იყოს კლიტორისა და G წერტილის ზონები, თუმცა სხვა შემთხვევაში შეიძლება ეროგენული ზონები სხვაგან იყოს აქტიური, მაგილითად ა წერტილი,რომელიც საშოში ღრმადაა განთავსებული და აქტიურდება მხოლოდ ძლიერი, ღრმა პენეტრაციის დროს,ან თუნდაც, უ წერტილი, რომელიც ურეთრასთანაა განთავსებული,არის შემთხვევები როცა სკინის ჯირკვლები აქვთ კარგად  განვითარებული.როცა ვატარებ პროცედურას (G წერტილის აუგმენტაცია, ფილერის საშუალებით ) ვიწყებ ამ ზონის მოძებნას, პალპაციის გზით, ეს ზონა შეიძლება ცენტრალურ სტანდარტულ ადგილას არ მდებარეობდეს,  შეიძლება ოდნავ მარცხნივ ან მარჯვნივ იყოს განთავსებული, მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ფიზიკურად ვერ ხერხდება მისი მოძიება,რადგან არ არის საკმარისი ნერვული დაბოლოებების ერთობლიობა, შესაბამისად არც ფილერით ამოვსებას აქვს რაიმე აზრი. როგორც ზემოთ აღვნიშნე ქალების 75%ში ორგაზმი კლიტორულია, რადგანაც კლიტორზე დიდი რაოდენობით  ნერვული დაბოლოებებია განთავსებული. კლიტორის შემთხვევაში, უშუალოდ სტიმულირებისას ქალს ნებისმიერ შემთხვევაში აქვს ორგაზმი, უბრალოდ ყველა შემთხვევაში სხვადასხვა დროის მონაკვეთია საჭირო, თუ რა თქმა უნდა რაიმე სახის სერიოზულ ჰორმუნალურ დარღვევასთან არ გვაქვს საქმე ან თუ კლიტორი  დაფარულია ჩუჩით და საჭიროა ოპერაიული ჩარევით მისი მოშიშვლება,ზედმეტი კანის მოჭრა, რომ ადვლილად ხელმისაწვდომი იყოს სექსუალური აქტისას.

-ქალბატონო ეკა, ყოველი სექსუალური აქტისას უნდა დადგეს თუ არა ორგაზმი? არსებობს თუ არა რაიმე სახის ნორმა ამისთვის?  და როგორ უნდა განვსაზღვროთ რამდენად ჯანმრთელი სექსუალური ცხოვრება გვაქვს?

თანამედროვე სექსოლოგიაში თუ ქალს 60-70% შემთვევაში სქესობრივი აქტი მთავრდება ორგაზმით, ის ითვლება ტემპერამენტიან ქალბატონად.ბოლო კვლევებით, რომელშიც მსოფლიო მაშტაბით ათეულობით ქალი იქნა ჩართული, ასეთ სტატისტიკას იძლევა, რომ ქალების 75 80 % არ განიცდის ორგაზმს ყოველი სექსუალური აქტის შემდეგ, რომ 3-5 აქტის შემთხვევაში მხოლოდ ერთხელ დგება ორგაზმი,ამის სხვადასხვა მიზეზი არსებოს : 1) არასაკმარისი პრელუდია, 2)როცა არ ხდება კლიტორის სტიმულირება სექსუალური აქტის დროს,ვინაიდან ვაგინალურ-კლიტორული ორგაზმი უფრო ძნელად მისაღწევია და უფრო დიდი დრო სჭირდება ვიდრე კლიტორულს.3)მესამე და ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები ქალების შემთხვევაში არის დაძაბულობა, უჭირთ ფსიქოლოგიურ მოდუნება, რადგან ხშირ შემთხვევაში ქალები სექსის დროსაც არ აძლევენ საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას, ფიქრობენ ძველ წყენებზე, მშობიარობის შემდეგ დარჩენილ სტრიებზე, ან ისეთ უაზრო რამეზე როგორიცაა ერთი ღერი გაუპარსავი თმა,  ან თუნდაც იმაზე რომ ლექცია აქვთ მოსასმენი ან სადილი მოსამზადებელი და უამრავი სახის პრობლემებზე , თუმცა მამაკაცების შემთხვევაში ეს მარტივია, ისინი მარტივად აყუჩებენ პრობლემებს და სექსუალური აქტის დროს არც აფიქრდებათ რაიმე მსგავსი. ასეთ ქალებს ვურჩევ ხოლმე  ჰქონდეთ დაგეგმილი სექსუალური აქტი და არა სპონტანური 4) კომპლექსები, როცა პარტნიორები გააზრებულად ან გაუაზრებლად შეიძლება გახდნენ ერთმანეთისთვის უდიდესი კომპლექსების მიზეზი, ეს ჩემთვის კარგად ნაცნობი საკითხია, რადგანაც კომსულტაციაზე მოსული ქალების უმეტეს შემთხვევაში, მათი სურვილი თუნდაც ლაბიოპლასტიკის მიმართ გამოწვეული იყო იმ ირონიული  კომენტარისგან რაც პარტნიორისგან მოუსმენიათ. საერთოდ თავდაჯერებული ადამიანი ძლიერი ენერგეტიკის მატარებელია და მისთვის მარტივია სხვისი დარწმუნება და მათით მანიპულირება. ამიტომ ქალებს ვურჩევდი რომ ასეთი კომპლექსები სანამ მყარად გაიდგამენ ფესვებს მათ ქვეცნობიერში, კომპეტენტურ პირებს მიმართონ გადამოწმების მიზნით, 5)ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის რომ ქალი ხშირად იკმაყოფილებს საკუთარ თავს და შემდგომ უჭირთ პარტნიორთან ორგაზმის მიღწევა, გამოსავალი ამ შემთხვევაში   O შოტის პროცედურაა, რომ გავააქტიუროთ G წერტილი და რეკომენდაცია გაიცემა რომ საკუთარ სურვილებზე ისაუბროს პარტნიორთან და თანდათანობით გადაეჩვიო საკუთარი თავის თვითდაკმაყოფილებას.5)   არის შემთხვევები როცა მომმართავენ ქალბატონები პროცედურის ჩასატარებლად, რომელთაც აქვთ სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრება პარტნიორთან და მებადება კითხვა, რა აწუხებთ და  რა ხდება?!  არსებობს ასეთი თეორია, მასლოუს პირამიდა, ადამიანის მოთხოვნილებების ფსიქოლოგიური პირამიდის მიხედვით პირველ ადგილზეა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, რომელშიც შედის საკვები, წყალი, სითბო, მათ შორის სექსუალური მოთხოვნილება, როცა  დაკმაყოფილებულია 80%, ეტაპობრივად უჩნდება შემდგომი საფეხურის მოთხოვნილება და რა ხდება ამ თეორიის  მიხდვით? ადამიანEBSს აქვ  სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრება, უსაფრთხოების შეგრძნება, უყვართ ერთმანეთი, აქვთ ერთმანეთთან  მიკუთვნებულობის განცდა, უჩნდებათ აღიარების სურვილი  ანუ პარტნიორის მხრიდან ის რომ შენ ხარ სექსუალური, ლამაზი და ა.შ თუ ეს არ არის ქალს უჩნდება არასრულფასოვნების განცდა და ეს მოქმედებს ურთიერთობებზე და ხშირად დაშორების მიზეზიც კი შეიძლება გახდეს.

-რა არის მიზეზი რომ ქალებისგან განსხვავებით მამაკაცების ორგაზმის მაჩვენებელი მაღალია?

1) მამაკაცის მთავარი ეროგენული ზონა განთავსებულია ასოს თავზე და ლოგიკურად მისთვის უფრო მარტივია ეროგენული ზონის სტიმულაცია, ამიტომაც შეიძლება ითქვას რომ მამაკაცებში ორგაზმის მაჩვენებელი უფრო მაღალი.

 ქალს სექსისთვის ბევრი მოტივი აქვს, აუცილებელი არ არის სექსუალური აქტი მთავრდებოდეს ორგაზმით, ხშირ შემთხვევაში  ქალები ფიქრობენ რომ სექსუალური აქტის ბოლოს მედალი უნდა ჩამოჰკიდოს პარტნიორს ან მამაკაცს ჰგონია რომ აუცილებლად უნდა ჩამოიკიდოს მედალი ორგაზმის სახით. ბევრ ქალბატონს  კონსულტაციისას უთქვამს რომ მათი პარტნიორი ითხოვს მათგან ორგაზმს და ამის გამო აქვთ უთანხმოება, მაგრამ ქალს შეუძლია თუ უჭირს იმ კონკრეტულ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად მოდუნება მხოლოდ პენეტრაციითაც ისიამოვნოს. უნდა ითქვას რომ ქალისთვის  სექსუალური აქტი რომ იყოს სასიამოვნო და დასამხსოვრებელი არ არის აუცილებელი ორგაზმის დადგომა.

-ქალბატონო ეკა, რა იწვევს ლიბიდოს დაქვეითებას ქალებში?

 ფრიგიდული ქალი თითქმის არ არსებობს, ჰორმონების მეფე, რომელიც უზრუნველყოფს ლიბიდოს ხარისხს და აღგზნებას არის ესტროდიოლი, თუ ჯანსაღი რაოდენობით ხდება ჰორმონების გამოყოფა მაშინ ქალს ექნება ე.წ „მინდას“ სურვილი. მაგრამ უნდა ვიცოდეთ როგორ უნდა შეიქმნას ისეთი გარემო რომ მოხდეს ამ ჰორმონების აქტივაცია და გამოყოფა. მიზეზები ჰორმონების კონცენტრაციის დაწევის შეიძლება იყოს, ცილების, ცხიმების, მიკროელემენტების დეფიციტი, მაგალითად ვიტამინი დ, ე, ა აუცილებელია ამ ჰორმონის სინთზისთვის. კონცენტრაციის დაწევის მიზეზი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, ასევე პროლაქტინის ჭარბი კონცენტრირება ხელს უწყობს ლიბიდოს დაქვეითებას, მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონალური კონტრაცეპტივებისა და ანტიდეპრესანტების მიღება. ასევე მნიშვნელოვანია სხვა ჰორმონების კონცენტრაციის რაოდენობაც, მაგალითად როცა ტესტოსტერონი, მამაკაცის ჰორმონი უნდა იყოს მცირე რაოდენობით ქალის ორგანიზმში და როცა ეს ნიშნულზე ცოტაა,ხდება ანდროგენის დანიშვნა.არანაკლებ საყურადღებოა სტრესიც, რომელიც ასევე ერთ-ერთი მიზეზია. როცა ლიბიდოს დაქვეითება ხდება ქალებს ვურჩევ მიმართონ სპეციალისტს.

  • რა სახის პრობლემით მოგმართავენ ხშირად კონსულტაციაზე?

ხშირია როცა ქალბატონები მოდიან კონსულტაციაზე და მთხოვენ შევაფასო როგორც გინეკოლოგმა ესთეტისტმა გარეთა სასქესო ორგანოების სილამაზე, ფართო საშოს სინდრომი, ორგაზმთან დაკავშირებული პრობლემები, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ პარტნიორებთან მოკლეხნიანი შეხვედრების დასრულების მიზეზი შეიძლება იყოს ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები, მაგრამ მიზეზი არ არის არც ერთი, არც მეორე და არც მესამე, პირველი და უმთავრესი არის რომ არასწორი მოლოდინები აქვს ქალბატონს ამ შეხვედრებისგან,ვინაიდან შესაძლებელია მამაკაცი საერთოდ არ ისახავდეს მიზნად გრძელვადიან ურთიერთობას, მამაკაცს ჩვეულებრივ ცხოვრებაში მოსწონს ქალზე დომინირება, მაგრამ ფსიქოლოგების მიერ დამტკიცდა, რომ სექსუალური აქტის დროს უმრავლესობას საპირისპირო მოსწონთ, ანუ როცა ქალი დომინირებს მათზე,

-ყველაზე ხშირად რა რჩევას აძლევთ ქალბატონებს?

რომ პარტნიორთან ისაუბრონ ღიად,მათი სექსუალური ცხოვრება იყოს მრავალფეროვანი ან თუნდაც 

შეცვალონ საცვლების გარდერობი და დაკავდნენ სპორტის რომელიმე სახეობით, საუკეთესოა არაბული ცეკვები, ვინაიდან აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მცირე მენჯის ორგანოებში და ამით ხელს უწყობს ფსიქოლოგიურ მოდუნებას და მარტივ აღგზნებადობას.

-რომ შეგვახსენოთ რას ისახახავს მიზნად  O-შოტის პროცედურა და რა შესაძლო გართულებები აქვს?

თუ კოსმეტოლოგიაში მაგალითად ცხვირის კორექციისას ფილერის მეშვეობით არის საშიშროება  ქსოვილების ნეკროზის, გინეკოლოგიაში ეს საშიშროება არ არის , ერთადერთი ნემსით არ შეიძლება უშუალოდ კლიტორის ჩხვლეტა, ვინაიდან შეიძლება დიდი ზომის ჰემატომა  განვითარდეს, რომელოც ორ კვირაში გაიწვება.

-არის თუ არა შემთხვევა როცა ქალს არ ან ვერ ექნება ორგაზმი?

მქონდა შემთქვევა , როცა ქალს თვითდაკმაყოფილებითაც არ ქონდა ორგაზმი და მოსულან კონსულტაციაზე, პასუხი არ მქონდა ჩატარებული გამოკვლების შემდგომაც, საერთოდ აქტიურად ვთანამშრომლობ ჩემს რუსს კოლეგებთან, სპეციალისტებთან რომლებიც ძირითადად ესთეტიკური გინეკოლოგიის მიმართულებით მუშაობენ, რომელთაც აქვთ არაერთი სამეცნიერო ნაშრომი დაწერილი, ისინი ადასტურებენ ამ ფაქტის რეალობას და შესაძლო მიზეზად მიაჩნიათ ნერვი პუდენტუსის დაზიანება, ამ ნერვის  მეშვეობითაც ხდება  სასქესო ორგანოებზე განთავსებული ეროგენული ზონების ინერვაცია, ანუ არის შემთხვევები როცა ეს ნერვი ანატომიურად  ისე იყოს განთავსებული, რომ მეან -გინეკოლოგმა ოპერაციის მსვლელობის დროს შემთხვევით დააზიანოს  რადგან ეს ნერვი შეუმჩნეველია. ამ ოპერაციის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან უტყუარი სამეცნიერო კვლევები ამ ეტაპისთვის არ არსებობს.

 დიდი მადლობა ქალბატონო ეკატერინე საინტერესო და ინფორმაციული ინტერვიუსთვის.

რესპოდენტი: ეთეტიკური კლინიკა „ნეო-ნეო-ს“ დამფუძნებელი და მეან-გინეკოლოგი  ეკატერინე დარასელია

ჟურნალისტი: მაშო ჯავახიშვილი

© Copyright 2023 Powered By ინტერიერის დიზაინი
T: 592-19-11-00