
რომელია საუკეთესო დიოდის ეპილაციის აპარატი?
გამოკითხულთა 80% რეკომენდაციას SOPRANO – ის აპარატებს უწევს!
სოპრანოს აპარატები საქართველოს ბაზარზე 10 წელია ყველაზე მოთხოვნად აპარატებად ითვლება და სრულიად დამსახურებულადაც!
SOPRANO – ის ეპილაციის აპარატები ნამდვილად გამოირჩევა ხარისხით, რაც კმაყოფილი მომხმარებლის რაოდენობაზე პირდაპირ აისახება.
ჩვენი ვიზიტორები ხშირად აღნიშნავენ, რომ რეალური შედეგი სწორედ ამ აპარატების გამოყენების შემდეგ მიიღეს, თანაც საკმაოდ მოკლე დროში.
გარდა იმისა, რომ ესთეტიკის ცენტრის შერჩევისას უპირატესობას ვანიჭებთ პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდს, სასიამოვნო გარემოსა და ხარისხიან მომსახურებას, არ უნდა გამოგვრჩეს სწორედ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი: აპარატები, რომელსაც პროცედურების დროს იყენებენ.
ქართულ ბაზარზე უამრავი განსხვავებული აპარატი შეგხვდებათ. უმეტესი მათგანი საერთოდ გაურკვეველი წარმომავლობისაა. ყველანი ვთანხმდებით, რომ დროისა და ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით სჯობს თავიდანვე ორიგინალი აპარატი ავირჩიოთ. გარდა იმისა, რომ ორიგინალ აპარატთან შედარებით, არაორიგინალის შემთხვევაში საჭიროა გაცილებით მეტი პროცედურა, რომ მინიმალური შედეგი მაინც დაინახოთ, ისიც კი არ ვიცით, დროთა განმავლობაში ეს დანადგარები რა გავლენას მოახდენენ ჩვენს კანსა და სხეულზე, რადგან ისინი არავის გამოუკვლევია.
სხვა აპარატებით უკმაყოფილო მომხმარებლები ბოლოს მაინც SOPRANO – ს ირჩევენ, რადგან მათ აქვთ გარანტია, რომ უმოკლეს დროში სრულიად უსაფრთხოდ მიიღებენ სასურველ შედეგს.
ახლა კიდევ ერთ მიზეზს გაგიმხელთ, თუ რატომ უნდა აირჩიოთ NEO NEO:
NEO NEO – ოს ორივე ფილიალში ვიზიტისას ყოველთვის ორიგინალი აპარატები დაგხვდებათ და გამონაკლისი არც ეპილაციისთვის განკუთვნილი დანადგარებია.
„ნეო–ნეო“ ერთადერთი ესთეტიკური ცენტრია საქართველოში, სადაც Soprano–ს 3 აპარატია განთავსებული, მათ შორის 2 ბრენდის უახლესი მოდელი: Soprano Titanium და Soprano Ice Platinum.
ბევრი კომპანია იყენებს Soprano–ს სახელს,(ჩინური წარმომავლობის აპარატები) როგორც ხარისხის გარანტს, მაგრამ უკმაყოფილი მოხმარებელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, რაც ეჭქვეშ აყენებს მოწოდებულ ინფორმაციას აპარატის ავთენტურობის შესახებ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკვე საქართველოშიც ამზადებენ მსგავს დანადგარებს.
და მაინც, რა უპირატესობა აქვთ Soprano–ს აპარატებს?
➤ 3 ლაზერული ტექნოლოგია 1 აპარატში (დიოდი – ალექსანდრიტი – ნეოდიუმი), რომელიც არ აქვს სხვა არცერთ აპარატს
➤ 50%–ით შემცირებული მანიპულაციის დრო
➤ მეცნიერულად და კლინიკურად დამტკიცებული უსაფრთხოება
➤ აბსოლიტურად უმტკივნეული პროცედურა
➤ გაგრილების სისტემა
➤ გამოიყენება ნებისმიერ სეზონზე, ნებისმიერი ტიპის კანზე და თმაზე სამუშაოდ
➤უნიკალური 3D ტექნოლოგია
ანუ, ჩვენ გთავაზობთ ლაზერული ეპილაციის აპარატს, რომელიც სხვა აპარატებთან შედარებით არის გაცილებით მძლავრი, ეფექტური, სწრაფი, უმტკივნეულო და უსაფრთხო, რასაც ვერ ვიტყვით სხვა გაურკვეველი წარმოების დანადგარებზე.
თუ ამ სტატიას ყურადღებით გაეცნობით, დამოუკიდებლადაც შეძლებთ ერთმანეთისგან განასხვავოთ ორიგინალი და არაორიგინალი აპარატები.
ორიგინალ აპარატებს არაორიგინალი აპარატებისგან(ჩინური) რამდენიმე ადვილად შესამჩნევი ნიშანი განასხვავებს:
- ორიგინალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს წარწერა ALMA
- ორიგინალს უნდა ჰქონდეს ჰოლოგრამა როგორც თავაკზე, ისე თავად აპარატზე
- ორიგინალი აპარატი არაორიგინალისგან ვიზუალითაც განსხვავდება. სხვაობაა თავაკებს შორისაც. არაორიგინალი აპარატის თავაკი ძალიან დიდი და მოუქნელია
- და რა თქმა უნდა, არაორიგინალი აპარატით სარგებლობის შემთხვევაში სერთიფიკატსაც ვერ წარმოგიდგენენ
გახსოვდეთ, რომ აპარატთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალისტის კვალიფიკაციაც. ჩვენს ესთეტიკის ცენტრში დასაქმებულ პროფესიონალებს აქვთ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, რომ ინდივიდუალურად მიუდგნენ თითოელ შემთხვევას და აპარატის იმპულსიც თქვენი კანის მდგომარების მიხედვით ზუსტად შეარჩიონ.
სწორედ NEO NEO არის ის ცენტრი, სადაც ორიგინალ აპარატებთან ერთად შედეგზე ორიენტირებული პროფესიონალები დაგხვდებიან და შესაბამისად, ჩვენი მომხმარებელიც მუდამ კმაყოფილია! შეუერთდით მათ რიცხვს და ნუ დახარჯავთ დროსა და ბიუჯეტს არაფრისმომცემ პროცედურებზე. აირჩიეთ ხარისხი!
ესთეტიკური კლინიკა “ნეო-ნეო“ ს დამფუძნებელი ეკატერინე დარასელია.