- By admin
- In ანორგაზმია
ქალის ანორგაზმიია-G წერტილის აუგემენტაცია
ანორგაზმიის მკურნალობა: G წერტილის და კლიტორის აუგმენტაცია (გადიდება ფილერის მეშვეობით)
ანორგაზმია არის ქალის უუნარობა განიცადოს ორგაზმი, ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ ინტიმური ურთიერთობის პროცესში რაიმე სიამოვნების მიღების შეუძლებლობა.
ამის მიზეზები შეიძლება განსხვავებული იყოს: ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური. პირველ შემთხვევაში, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ ფსიქოლოგს, მეორეში – კვალიფიციურ გინეკოლოგს, რომელიც სპეციალიზირებულია ინტიმური პლასტიკური ქირურგიით.
ანორგაზმიის ფიზიოლოგიური მიზეზები მოიცავს:
გაფართოებული საშო;
ეროგენული ზონების სუსტი მგრძნობელობა.
ჩვენი კლინიკაში ტარდება პროცედურა G- წერტილისა და კლიტორის აუგმენტაცია – სტაბილიზებული არაცხოველური ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული გელით ჩატარებული პროცედურა. ასეთი პრეპარატი აბსოლუტურად ბიოთავსებადია (არ იწვევს ალერგიულ რეაქციას ორგანიზმში). შემავსებლის ინექციები უზრუნველყოფს ეროგენული ზონის ფართობის გაზრდას და, შესაბამისად, ხელს უწყობს მგრძნობელობის მომატებას, მის უკეთეს სტიმულაციას სქესობრივი აქტის დროს.
გარდა ამისა, გელებში შემავალი ჰიალურონის მჟავა ააქტიურებს ანგიოგენეზის პროცესს, რაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას G- წერტილში და კლიტორისკენ აღგზნებისას, ზრდის ქალის მგრძნობელობას.
G- წერტილის გადიდება (ჯი სპოტი)
G წერტილი არის ეროგენული ზონა, რომელიც მდებარეობს საშოს წინა კედელზე. მისი ლოკალიზაციის სიღრმე მერყეობს (3-დან 6 სმ-მდე). იგი აღმოაჩინეს გასული საუკუნის 40-იან წლებში ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად, როდესაც დადგინდა, რომ მისი სტიმულირება ხელს უწყობს ქალში სექსუალური კმაყოფილების სწრაფ მიღწევას. ამიტომ, G წერტილის გადიდებას მიმართავენ შემდეგ შემთხვევებში:
- პაციენტის უუნარობა განიცადოს სრული ვაგინალური ორგაზმი,
- მისი სრული არარსებობა.
G წერტილის გადიდების პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით და გრძელდება არაუმეტეს 15 წუთისა. წინასწარ ტარდება საშოს სანაცია. შემდეგ ექიმი აყენებს გამაფართოებელს და იკვლევს ორგანოს, პალპაციით ის ადგენს G- წერტილის ლოკალიზაციას და სუბმუკოზურად შეჰყავს პრეპარატი 2-3 მმ სიღრმეზე.
კლიტორის გადიდება. კლიტორის კონტურირება ტარდება ამბულატორიულად და ჩვეულებრივ დაახლოებით 5 წუთი სჭირდება. პრეპარატი შეჰყავთ უშუალოდ ორგანოს თავში სუბმუკოზურად, რაც უზრუნველყოფს მის ზრდას როგორც სიგრძეში, ასევე სიგანეში. ეს ხელს უწყობს კლიტორის უფრო აქტიურ სტიმულაციას სქესობრივი აქტის დროს და კლიტორული ორგაზმის მიღწევას.
ორივე პროცედურის შემდეგ რეაბილიტაციას დაახლოებით 2-3 დღე სჭირდება. სანამ ქსოვილი არ შეხორცდება, არ არის რეკომენდირებული სქესობრივი კავშირის განახლება.
ესთეტიკურ კლინიკა „ნეო-ნეო“ ში შეგიძლიათ ჩაიტაროთ ზემოთ აღნიშნული პროცედურები.
სტატიის ავტორია ესთეტიკური კლინიკა „ნეო-ნეო“-ს მეან-გინეკოლოგი ეკატერინე დარასელია.



