. ლაბიოპლასტიკა - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა
  • დეკემბერი

    8

    2022
  • 2676
  • 0
ლაბიოპლასტიკა

ლაბიოპლასტიკა

არსებობს ლაბიოს (გენიტალიური ორგანოების, მცირე სასქესო ბაგეების) მრავალი კლასიფიკაცია: კიდეების ხასიათის მიხედვით,კიდეების ზომების მიხედვით, სასესო ბაგეების სისქის მიხედვით, ფორმის მიხედვით.

მათ შორის ყველაზე ხშირად გვხვდება:

  • სასქესო ბაგეები(ლაბიო) სწორი კიდეებით
  • სასქესო ბაგეები(ლაბიო) სხვადასხვა ხარისხით გამოხატული ფესტონური კიდეებით

ლაბიოს (სასქესო ბაგეებს) მოცულობის მიხედვით გამოყოფენ

  • თხელი მცირე სასქესო ბაგეები
  • სქელი (მოცულობით)
  • დაკეცილი(ნაოჭებიანი)

სასქესო ბაგეებში(ლაბიო) გამოწვეული ცვლილებები შეიძლება იყოს:

  • დაბადებიდან
  • ტრავმული
  • ასაკობრივი

ლაბიოპლასტიკა

არსებობს ქირურგიული კორექციის (შესწორების) სახეები:

  • კიდეების რეზექცია
  • კუთხური რეზექცია
  • სასქესო ბაგეების (ლაბიოს) რეზექცია დეპიტელიზაციის ტექნიკით
  • W- გამოსახულებითი რეზექცია
  • Z- გამოსახულებითი რეზექცია

ქირურგიული კორექციისთვის გამიყენება

  • ქირურგიული ლაზერი
  • რადიოტალღა
  • ელექტროდანა
  • სკალპელი და მაკრატელი

ოპერაციის ჩატარებამდე გასათვალისწინებელი ფაქტორები:

  •  ნებისმიერი მწვავე ანთებითი  დაავადებები, ონკოლოგიური დაავადების დროს არ ტარდება ოპერაცია
  •  ქრონიკული ბუასილის დროს
  • მენსტრუალური ციკლის დღეებში არ არის სასურველი ოპერაციის დაგეგმვა

ოპერაციის წინ საჭირო ანალიზები:

-სისხლის საერთო ანალიზი

-შარდის საერთო ანალიზი

-კოაგულოგრამა

-ნაცხის ანალიზი საშოდან

-სინჯი გამაყუჩებელ პრეპარატზე

შენიშვნები და შეზღუდვები პაციენტებისათვის  ქირურგიული კორექციის შემდეგ:

  • სქესობრივი კავშირის შეზღუდვა  3 კვირის განმავლობაში
  • მომდევნო მენსტრუალური ციკლის დროს ტამპონების მოხმარება
  • თავისუფალი თეთრეულის გამოყენება (ტანგა არა) 2 თვემდე
  • სიმძიმეების აწევის შეზღუდვა (ასევე სპორტ დარბაზში) არა  უმეტეს 5—7 კგ
  • ცეკვის, ვარჯიშის შეზღუდვა -6 კვირამდე; იოგა, პილატესი, ვარჯიშები  დაჭიმვაზე, აქვააერობიკა-  შეზღუდვა 8 კვირამდე, ცურვის შეზღუდვა 2—2,5 კვირის განმავლობაში
  • მასაჟები არ შეიძლება 2—3 კვირა
  •  საუნა 3—4 კვირა შეზღუდვა
  • დასაშვებია ჰიგიენური პროცედურები მხოლოდ თბილი (არა მდუღარე) წყლით
  • დაშვებულია მანქანის ტარება
  • ნაკერების, ჭრილობის დამუშავება დამატებითი საშუალებებით 10 დღის განმავლობაში

ნორმალურია

  • სასქესო გზებიდან 3—4 დღის  განმავლობაში ცოტაოდენი სისხლნარევი გამონადენი (ნაკერების მოხსნამდე)
  • ჭრილობის არათანაბარი შესიება ოპერაციის შემდეგ 7—14 დღ

ის განმავლობაში

  • არათანაბარი შეფერილობა და რელიეფი (თეთრი უბნების ჩათვლით) 2—3 კვირის განმავლობაში
  • დისკომფორტი ჯდომის დროს 7—10 დრის განმავლობაში
  • დაჭიმულობის შეგრძნება პერინიუმს შორის
  • კვანძური ძაფების გამოსვლა

მიმართეთ ექიმს”

  • სისხლიანი გამონადენის დროს
  • სხეულის ტემპერატურა 37 გრადუსი ან მეტია
  • შარდის შეკავება
  • ტკივილი დეფეკაციის დროს
  • სასქესო ორგანოებიდან გამონადენის სუნი

გართულებები რომელიც წარმოიქმნება ოპერაციის შემდეგ

  • ჰემატომები
  • ანთებითი გართულებები
  • გართულებები, რომლებიც წარმოიქმნება ნაკერის ფორმირების დროს
© Copyright 2023 Powered By ინტერიერის დიზაინი
T: 592-19-11-00