. სასირცხვო ბაგეების გაახალგაზრდავება ინო­ვა­ცი­უ­რი აპა­რა­ტი Morpheus 8 მომ­ხმა­რებ­ლებს გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბის სრუ­ლი­ად ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს! - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა
  • იანვარი

    9

    2024
  • 1300
  • 0

სასირცხვო ბაგეების გაახალგაზრდავება ინო­ვა­ცი­უ­რი აპა­რა­ტი Morpheus 8 მომ­ხმა­რებ­ლებს გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბის სრუ­ლი­ად ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს!

სასირცხვო ბაგეების გაახალგაზრდავება ინო­ვა­ცი­უ­რი აპა­რა­ტი Morpheus 8 მომ­ხმა­რებ­ლებს გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბის სრუ­ლი­ად ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს!  ვაგინალური სისუსტე  შემცირებული მგრძნობელობა სქესობრივი აქტის დროს  შარდვის სიხშირე და შეუკავებლობა  დაქვეითებული ორგაზმული უნარი  სკლეროზული ლიქენი  ვულვის ვესტიბულიტი Neo Neo აღნიშნული პრობლემების მოგვარებისთვის morpheus8 – ს უწევს რეკომენდაციას. ეს არის ინოვაციური ტექნოლოგია ყველაზე დელიკატური პრობლემების მკურნალობისთვის! Morpheus8 – ს ორი თავაკი აქვს. პირველი გამოიყენება სახის პროცედურების დროს.

მეორე V თავაკზე კი, რომელიც გამოიყენება ვაგინალური გაახალგაზრდავებისთვის, ამ სტატიაში დეტალურად ვისაუბრებთ. პაციენტები ძირითადად მოგვმართავენ მენოპაუზის პერიოდში ან მშობიარობის შემდგომ, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების განვითარების რისკი ამ ეტაპებზე უფრო დიდია. თუმცა, აღნიშნულმა საკითხებმა, შესაძლოა, ნებისმიერ ასაკში იჩინოს თავი. სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ სწორად შევარჩიოთ სპეციალისტი, რომელიც დაგვეხმარება საკითხის დაზუსტებასა და მკურნალობის ჩვენთვის შესაფერისი მეთოდის შერჩევაში. Morpheus8 V – ზე საუბრისას, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ პროცედურა არის სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულო. პაციენტი რამდენიმე საათში უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. პროცედურის ხანგრძლივობა, სულ რაღაც, 30 წუთია.

სესიების საჭირო რაოდენობას და შუალედს კი სპეციალისტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს. მოდი, უფრო დეტალურად განვიხილოთ აპარატისა და თავაკის მოქმედების პრინციპი, რომელიც დაფუძნებულია რადიოსიხშირულ ენერგიასა და მიკრონიდლინგზე: ➤ მიკრონიდლინგი უკვე წლებია გამოიყენება სახისა და სხეულის კანზე კოლაგენის წარმოქმნის მიზნით ➤ პაწაწინა, სტერილური ნემსები ქმნიან მიკრო დაზიანებებს. სხეული კი რეაგირებს მეტი კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებით ➤ რადიოსიხშირული ენერგია ყოველთვის არის ჩვენს ირგვლივ. კონკრეტულად ამ პროცედურის დროს კი, ის ორგანიზმს ეხმარება კოლაგენის წარმოქმნაში, რაც თავის მხრივ იწვევს ვაგინალური და ვულვის ქსოვილის გასქელებას, გააქტიურებას და გაახალგაზრდავებას ➤ პროცედურის შემდეგ საშო და ვულვა უფრო რბილი და ელასტიკურია. სქესობრივი აქტი კი ბევრად უფრო კომფორტული და სასიამოვნო ხდება ➤ Morpheus8 V აძლიერებს საშოს წინა კედელს, რაც თავის მხრივ მაღლა სწევს შარდის ბუშტს და ურეთრას (შარდსადენ მილს).

ეს პროცედურა უზრუველჰყოფს შარდის შეუკავებლობის მკვეთრ გაუმჯობესებას Morpheus8 – ის შესახებ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ დამტკიცებულია FDA – ის მიერ და უსაფრთხოა ნებისმიერი ტიპის კანისთვის. რა თქმა უნდა, ნებისმიერი პროცედურის დროს საკვანძოდ მნიშვნელოვანია, რომ პროცედურას ატარებდეს პროფესიონალი.

© Copyright 2023 Powered By ინტერიერის დიზაინი
T: 592-19-11-00