.
ბიორევიტალიზაცია –კანის ბუნებრივი გზით გაახალგაზრდავების მეთოდია, პირდაპირი თარგმანით ბიორევიტალიზაცია «გაცოცხლებას» ნიშნავს.
ბიორევიტალიზაცია ინექციურ მეთოდს წარმოადგენს, კანის ღრმა დერმალურ შრეში, მრავლობითი მიკროინექციის გზით, შეგვყავს ჰიალურონის მჟავა, რის შედეგად კანის სტრუქტურა ჯანსაღდება, მკვრივდება, ტენიანდება, კანი ხდება ელასტიური, უმჯობესდება ფერი, სწორდება წვრილი ნაოჭები.პროცედურა ტარდება ნებისმიერ ადგილას: სახე, ყელი, დეკოლტე, ხელები და თვალის გარშემო.პროცედურის ჩატარება დასაშვებია ნებისმიერ ასაკსა და ყველა ტიპის კანის შემთხვევაში.
ხანგრძლივი დროით დაბერების პროცესს უშლის ხელს.
პროცედურა გრძელდება 30 წუთი.
როგორც წესი, კანის მდგომარეობის შენარჩუნებისთვის საკმარისია ყოველწლიურად ჩატარდეს ბიორევიტალიზაციის 1 ან 2 კურსი,რომელიც შედგება 3-4 პროცედურისაგან.
პროცედურის ჩატარების შემდეგ, 10 დღე სასურველი არ არის აუზზე, აბანოსა და საუნაში სიარული, რუჯის მიღება.