. ბოტულოტოქსინი - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა

სიტყვა “ბოტოქსი” ალბათ ყველას გაუგონია.

სახელწოდება “ბოტოქსი” სამ პრეპარატს გულისხმობს: A ტიპის ბოტულოტოქსინს, ქსეომინსა და დისპორტს. სამივე მათგანის მოქმედი ნივთიერება გაწმენდილი და შესუსტებული ბოტულიზმის ნეიროტოქსინია. ერთმანეთისგან ისინი მხოლოდ ცილოვანი დანამატებით განსხვავდება. კლინიკის  პირადი გამოცდილების საფუძველზე შეგვიძლია გითხრათ, რომ სამივე პრეპარატი ეფექტურია. არჩევანი ექიმსა და ცალკეულ შემთხვევაზეა დამოკიდებული.
კოსმეტოლოგიაში ბოტოქსი და მისი ანალოგი დისპორტი გამოიყენება მიმიკური ნაოჭების მოსაშორებლად. მიმიკურ ნაოჭებს მიმიკური კუნთების აქტივობა განაპირობებს. მათი დაძაბვისას კანზე წარმოიქმნება ნაკეცები, რომლებიც დროთა განმავლობაში ბოლომდე აღარ სწორდება და ყალიბდება მიმიკური ნაოჭები. ყველაზე ხშირად ისინი ჩნდება შუბლზე, წარბებს შორის, თვალის კუთხეებში. კარგად ასწორებს ტუჩების ირგვლივ არსებულ მწეველთა ნაოჭებს. შესაძლებელია მისი მეშვეობით ყელის გადაჭიმვაც.

ბოტულოტოქსინი, პირდაპირი ზეგავლენით არ მოქმედებს კუნთოვან ქსოვილზე და მის სტრუქტურაზე. ის მხოლოდ დროებით ნერვ-კუნთოვანი იმპულსების გატარებას არღვევს, რითაც ფაქტობრივად აჩერებს კუნთის შეკუმშვას. პრეპარატის ინექცირების უფლება აქვთ მხოლოდ ლიცენზირებულ ექიმებს, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური სწავლება და ფლობენ შესაბამის სერთიფიკატს.

ეფექტის ხანგრძლივობა
პირველი პროცედურის შემდეგ მიმიკური ნაოჭები საშუალოდ 4-6 თვით სწორდება. ამ ხნის შემდეგ ბოტოქსით ბლოკირებული ნერვკუნთოვანი კავშირები აღდგება, კუნთთა ბოჭკოები ისევ იკუმშება და ნაოჭებიც ხელახლა ჩნდება, ამიტომ შედეგის შესანარჩუნებლად აუცილებელია მისი ხელმეორედ შეყვანა. 3-5 სეანსის შემდეგ გადასწორებული ნაოჭების ეფექტი, წესისამებრ, 10-12 თვეს ძლებს.

ბოტულინო-ტოქსინი ანუ “ქსეომინი” ერთადერთია მსოფლიოში, რომელმაც ტრანსფორმაცია განიცადა და ბაზარზე არსებული ანალოგებისგან განსხვავებით არა კომპლექსური, არამედ მონოკომპონენტური ცილაა, ანუ ის მაქსიმალურადაა გასუფთავებული და მხოლოდ იმ სამიზნე გუნდზე მუშაობს, რომლის გათიშვაც გვსურს. ზოგადად, ბოტულინო-ტოქსინის ფუნქცია ნეოკუნთოვანი სისტემის დროებითი გათიშვაა, ანუ ითიშება მიმიკური კუნთი, ივსება ნაოჭის ადგილი და ფერხდება ახალი და უფრო ღრმა ნაოჭის წარმოქმნა. აღსანიშნავია, რომ  “ქსეომინს” არ აქვს დიფუზური მოქმედება და არ ცვლის სახის მიმიკას. ქსეომინის ეფექტი დაახლოებით 6 თვემდე გრძელდება.

© Copyright 2023 Powered By ინტერიერის დიზაინი
T: 592-19-11-00