.
მეზოთერაპია წარმოადგენს გაახალგაზრდავების ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას, კანისა და კანქვეშა ქსოვილების პრობლემების მკურნალობის მეთოდს, მრავლობითი მიკროინექციების საშუალებით შეგვყავს სპეციალური კოქტეილები.
მეზოთერაპიის საშუალებით კოქტეილი მოქმედებს ცხიმოვან ცვლაზე, ეფექტურია ცელულიტის კაპსულის შესამცირებლად და შედეგად, კანი ხდება ელასტიური.
აგრეთვე ნეიტრალდება თავისუფალი რადიკალები, რაც დაბერების პროცესს უშლის ხელს, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.მეზოთერაპია შეუცვლელ პროცედურად იქცა ისეთი პრობლემების სამკურნალოდ, როგორიც არის აკნე,კანზე არსებული სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები და პიგმენტური ლაქები. აკნეს შემთხვევაში გამონაყარი მცირდება და ქრება, იგი არ ტოვებს არავითარ კვალს. 20-35 წლამდე არის რეკომენდებული გაახალგაზრდავების მიზნით. სამკურნალო მეზოთერაპიის პრეპარატები – ლაქების საწინააღმდეგო, აკნეს მკურნალობის მიზნით –ასაკობრივი ზღვარი არ აქვს.
მეზოთერაპიის საშუალებით შესაძლებელია:
1)აკნეს მკურნალობა
2)პიგმენტური ლაქების მოცილება
3)ღაბაბის შემცირება
4)კანის ელასტიურობის აღდგენა
5)სახის ოვალის აღდგენა
6)ფიგურის კორექცია
7)თმის ცვენის მკურნალობა
მეზოთერაპიის კურსის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად სპეციალისტის მიერ.
პროცედურის შემდგომ არ არის რეკომენდირებული:დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენება 24 საათის განმავლობაში, შხაპის მიღება, სპორტული აქტივობები და მასაჟი 2 დღე.
მოდუნებული გაუწყლურებული კანისთვის აუცილებელია ჰიალურონის მჟავა, მისი დაკარგვა დაბერებას ნიშნავს.
კანის ტონუსის აღსადგენად საჭიროა კოლაგენის ფუძეზე დამზადებული პრეპარატების ინექცირება, რომლებიც გააქტიურებს ფიბროლასტებს, ხოლო ისინი, თავის მხრივ, გააქტიურებენ კოლაგენის სინთეზს.ჩვენთან, მეზოთერაპიისთვის მხოლოდ მსოფლიოში მოწინავე კოსმეტოლოგიური ფირმების მიერ წარმოებული სპეციალური კოქტეილები და პრეპარატები გამოიყენება. ასევე ვიყენებთ ჰიალურინის მჟავის პრეპარატებს.
განსაკუთრებით ეფექტურია მეზოთერაპიის კომბინირება ზედაპირულ პილინგთან და ლაზერული ფოტოგაახალგაზრდავების პროცედურებთან, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურად გამაახალგაზრდავებელი ეფექტის მიღებას.
საუკეთესო შედეგს იძლევა მეზოთერაპიის კომბინირება სახის კანის ფოტოფრაციულ გაახალგაზრდავებასთან კომბინაციაში.
ჩვენთან ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ თმის მეზოთერაპიიტაც. პროცედურა, გარდა იმისა, რომ აძლიერებს თმის ბოლქვის კვებას, ასტიმულირებს თმის ზრდას. თმის ცვენის შესაჩერებელი პროცედურები განსაკუთრებით ეფექტურია ახალგაზრდა ასაკში, საწყის სტადიაზე, ასევე ორსულობის და მშობიარობის შემდგომი გამელოტებისა და თმის ცვენის შემთხვევაში.