.
კონტურული (პერმანენტული) მაკიაჟი, ანუ, როგორც მას უწოდებენ, კანქვეშა მიკროპიგმენტაცია – ითვალისწინებს სპეციალური აპარატურის და ერთჯერადი ინსტრუმენტების დახმარებით კანის დერმულ შრეში სხვადასხვა ფერის პიგმენტის შეყვანას.
მიკრობლენდინგი:
მიკრობლენდინგის ტექნიკის საიდუმლო სპეციალურ აპარატშია, რომელიც ტაუტაჟს ახორციელებს. ჩვეულებრივი ტატუს მანქანებისგან გასნვხვავებით, ის საერთოდ არ ვიბრირებს, რაც ოსტატს საშუალებას აძლევს მაქსიმალურად ზუსტად დახატოს თითოეული თმა. მიკრობლენდინგი კეთდება სპეციალური კალმის დახმარებით, რომლის წვერებზეც ძალიან წვრილი პირია – მისი სისქეა 0,81მმ. სწორედ აქედან წარმოიშვა პროცედურის სახელწოდებაც: micro — პატარა, blade — პირი.
როგორ კეთდება ის? ოსტატი ხელით ამზადებს ძალიან წვრილ ხაზებს სხავადხსვა კუთხით, როლმლებიც თმის იმიტაციას ახედენს.
თუკი შევადარებთ ჩვეულებრივი ტატუაჟითა და მიკრობლენდინგით შესრულებულ წარბებს – განსხვავება კოლოსალური იქნება! მიკრობლენდინგი ნატურალური წარბების სრულ იმიტირებას ახდენს. დროთა განმავლობაში მიკრობლენდინგი არ იცვლის ფერს, ის უბრალოდ ოდნავ ფერმკრთალდება და კარგავს ინტენსიურობას, მანამ სანამ საერთოდ არ გაქრება, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ პროცედურების შემდეგ კანზე არავითარი იარები არ რჩება – პირიქით ის ხშირად ნაიარევის დასამალადაც გამოიყენება. მიკრობლენდინგი ფაქტობრივად უმტკივნეულოა, რადგან ნემსების შეღწევის სიღმე უფრო ნაკლებია, ვიდრე ტატუაჟის დროს. ამასთანავე ეს მდგომარეობა არანაირად არ მოქმედებს ეფექტის ხანგრძლივობაზე.ახალი შედეგი ნარჩუნდა 2 წლის მანძილზე.