.
თუ სიმშრალესთან ერთად გაწუხებთ აკნე, პიგმენტური ლაქები, ნაწიბურები, ან წვრილი ნაოჭები, შეგიძლიათ ყველა ეს პრობლემა ერთი პროცედურით –პილინგით მოაგვაროთ.
სახის პილინგი ერთგვარი „განახლებაა“(refresh) თქვენი კანისათვის. სახელწოდება ინგლისური სიტყვა peel –იდან მოდის რაც აქერცვლას, გაფცქვნას ნიშნავს. პილინგის დროს ხდება კანის მკვდარი უჯრედების ექსფლოცია ანუ აქერცვლა, ხდება რეგენერაციის ბუნებრივი პროცესი რის შედეგადაც დაზიანებული კანის მაგივრად ჯანმრთელ და ახალგაზრდა კანს ვიღებთ.
პილინგის საშუალებით შეგვიძლია 10 პრობლემის მოგვარება:
ზედაპირული პილინგი:
კლინიკა „ნეო–ნეო” ასევე გვთავაზობს არა აპარატურულ პილინგის რამოდენიმე მეთოდს, რომელიც ეფუძვნება სხვადასხვა ნივთიერებებით მიღებულ თერაპიულ ეფექტს: პოსტ აკნე, პიგმენტაცია, მზით გამოწვეული პიგმენტური ლაქები, წვრილი ნაოჭები, ასევე ნაწიბურები.
პილინგის უპირატესობაა ასევე ის, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია სახისა და სხეულის ნებისმიერ ზონაზე; არის უსაფრთხო, არ საჭიროებს ანესთეზიას, აქვს უმოკლესი რეაბილიტაციის პერიოდი. წარმატებით მკურნალობენ როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცებიც.
პილინგის მეთოდი და პროცედურის რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და კანის მდგომარეობაზე, რასაც ინდივიდუალურად არჩევს მკურნალი ექიმი.
ქიმიური პილინგი
ქიმიური პილინგი კოსმეტოლოგიაში უხსოვარი დროიდან გამოიყენება და წარმოადგენს ეპიდერმისის ზედა ფენების მოცილებას სხვადასხვა ქიმიური რეაგენტის დახმარებით. რაც შეეხება ღრმა ქიმიურპილინგს,იგი უტოლდება ქირურგიულ პროცედურებს და მოითხოვს ექიმის მაღალ კვალიფიკაციას.
პროცედურა მიმდინარეობს ადგილობრივი გაუტკივარებით და დასაშვებია გაკეთდეს მხოლოდ სახის კანზე, რომელიც მუშავდება სპეციალური შემადგენლობის სითხით. შედეგად, ნეკროზდება კანის ღრმა შრე, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში სცილდება. რეაბილიტაციის პროცესი მოიცავს 10-14 დღეს. სრულ ეპითელიზაციამდე (კანის საფარის სრული აღდგენა) პაცინტს ენიშნება მკურნალობა სხვადასხვა მალამოთი. ეფექტი საკმაოდ მაღალია და ნარჩუნდება 2-3 წლის განმავლობაში.