. სტრიების მოშორება - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა

სტრიები წარმოადგენს ატროფიულ ნახეთქებს, რომელიც თავს იჩენს კანზე სხვადასხვა ფერის (ძირითადად თეთრი, წითელი ან იასამნისფერი) ზოლების სახით.

სტრიები თავისი არსით იგივე შრამებია, მხოლოდ უფრო მსუბუქი სტრუქტურით.

სტრიების გაჩენის ძირითადი მიზეზია კანის ბოჭკოების დაჭიმულობა (გაწელვა) ხანგრძლივი დროის განმავლობაშიხანგრძლივი დაჭიმულობის დროს, ხდება კანის ბოჭკოების (ელასტინი და კოლოგენი) დახეთქვა და ჯანმრთელი კანის გარდაქმნა ნაწიბურებიან ქსოვილად.

ძირითადად ზიანდება კანის მონაკვეთები თეძოების, დუნდულების, მუცლის და მკერდის არეშისტრიები შეიძლება იყოს როგორც ერთჯერადი, ასევე მრავლობითი.

სტრიების გაჩენის მიზეზებია:ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება,წონაში მომატება,მძიმე ფიზიკური დატვირთვა – ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა, აგრეთვე სპორტის ის სახეობები, რომელიც იწვევს კუნთების მოცულობის სწრაფ გაზრდას, შესაძლოა გახდეს სტრიების გამომწვევი მიზეზი (მამაკაცებშიც კი).,ჰორმონალური ცვლილებები,მემკვიდრეობა,

ჩვენ გთავაზობთ სტრიების მოშორების პროცედურას LUMENIS M22 აპარატის მეშვეობით, საჭიროა 5-6 პროცედურა, 4-6 კვირის ინტერვალით, შედეგი მიიღება გაუმჯობესების 30 დან 70% , რაც დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე და სტრიების ხანდაზმულობაზე.პროცედურების შემდეგ ნაწიბური გახდება უფრო ესთეტიური და შეუმჩნეველი.

© Copyright 2023 Powered By ინტერიერის დიზაინი
T: 592-19-11-00