. სახის კანის წმენდის რა მეთოდები არსებობს? - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა
  • მარტი

    13

    2018
  • 1318
  • 0

სახის კანის წმენდის რა მეთოდები არსებობს?

არსებობს რამდენიმე მეთოდი კანის გასუფთავების:
1)მექანიკური
2)აპარატული
3)ქიმიური წმენდა
მექანიკური – გულისხმობს კანის ხელით დამუშავებას, პაციენტს აქვს გარკვეული დისკომფორტი და კანიც მეტად ღიზიანდება, მაგრამ ეს მეთოდი ზოგჯერ შეუცვლელია.
აპარატული წმენდა გულისხმობს, კანზე სპეციალური აპარატის დახმარებით ზემოქმედებას.
მისი საშუალებით ხდება კანის წმენდა, გასუფთავება.
საჭიროების მიხედვით ტარდება: ვაკუუმ წმენდა, ულტრაბგერითი სკრაბი, მიკროდერმაბრაზია, ფონოფორები, ბრაშინგი.
აპარატული წმენდა დამზოგავი მეთოდია, ნაკლებად ტრავმირდება კანი.
ქიმიური წმენდა კი გულისხმობს ქიმიური ნაერთებით კანის ზედაპირზე მოქმედებას. კანის ზედა ფენის მოცილებას, ხდება კოლაგენისა და ალესტინის გამომუშავების სტიმულაცია.

© Copyright 2018 Powered By Mywebs.ge
T: 592-19-11-00

T