. მამაკაცის ლაზერული ეპილაცია და თმის მოშორება ინტიმურ ადგილებში: რას გთავაზობთ ესთეტიკური კლინიკა „ნეო-ნეო“. - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა
  • ივნისი

    6

    2019
  • 342
  • 0
მამაკაცის ლაზერული ეპილაცია და თმის მოშორება ინტიმურ ადგილებში: რას გთავაზობთ ესთეტიკური კლინიკა „ნეო-ნეო“.

მამაკაცის ლაზერული ეპილაცია და თმის მოშორება ინტიმურ ადგილებში: რას გთავაზობთ ესთეტიკური კლინიკა „ნეო-ნეო“.

ეპილაცია მამაკაცებისათვის

ლაზერული ეპილაცია არასასურველი თმის მოსაშორებლად უმტკივნეულო, უსაფრთხო და სწრაფი საშუალებაა. ამ მეთოდით თმის მოშორება ფართოდაა დანერგილი თანამედროვე კოსმეტოლოგიაში და დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში.

ლაზერული ეპილაციის აპარატები მსოფლიო ბაზარზე 1997 წლიდან გამოჩნდა და იყოფა სხვადასხვა ტიპებად — რუბი ლაზერი, რომელიც თითქმის აღარ გამოიყენება, ალექსანდრიტის ლაზერი, დიოდის ლაზერი და ნეოდიუმის ლაზერი. ბოლო წლების განმავლობაში ლაზერული ეპილაცია მსოფლიო დერმატო-კოსმეტოლოგიის ბაზარზე ერთ-ერთი პოპულარული მანიპულაციაა.

ლაზერული ეპილაცია – ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც ხორციელდება ორგანიზმიდან თმის მოშორება გრძელ-იმპულსოვანი ლაზერის მიერ და ამასთან ერთად თმის შესაბამისი ანატომიური წარმონაქმნების დაზიანება იმ ეტაპამდე, სანამ ისინი ბოლომდე არ შეწყვეტენ თმის წარმოქმნას.

დიდი ხანია, რაც საქართველოში ეპილაცია მხოლოდ ქალთა პრეროგატივა აღარ არის. ყოველწლიურად იზრდება იმ მამაკაცთა რიცხვი, რომლებიც ამ მომსახურებით სარგებლობენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ ძველ რომში ზოგიერთი მამაკაცი აბანოში იტარებდა ეპილაციის პროცედურებს.

ბევრს აწუხებს კითხვა, რა შეიძლება გახდეს ჭარბთმიანობის მიზეზი? ჭარბთმიანობამ ადამიანი შესაძლოა მოზარდობის ასაკიდანვე შეაწუხოს. ჭარბთმიანობის გამომწვევი მიზეზი არაერთია. ის შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალურმა დარღვევებმა, სტრესმა, ფარისებრი ჯირკვლის და თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებებმა, ზოგიერთი მედიკამენტის მიღებამ ,გენეტიკური ფაქტორი და ა.შ.

წლების წინ საქართველოში ეპილაციით ძირითადად ქალები სარგებლობდნენ, თუმცა როგორც აღვნიშნეთ დღითიდღე პოპულარული ხდება მამაკაცის ეპილაცია, განსაკუთრებით კი მამაკაცის ინტიმური ადგილების ეპილაცია.

კლინიკა „ნეო-ნეო“ მამაკაცებს საშუალებას აძლევს, რომ   მომსახურების ფართო სპექტრით ისარგებლონ. მამაკაცის ეპილაციის ჩატარება ნებისმიერ ზონაზეა შესაძლებელი, თუმცა ბოლო მონაცემებით განსაკუთრებით პოპულარული და მოთხოვნადია მამაკაცის ინტიმური ადგილების ეპილაციაა.  საბედნიეროდ თანამედროვე საზოგადოებაში მომრავლდნენ მამაკაცები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არაესთეტიკურია სხეულზე მუქი და ხშირი თმა, მითუმეტეს, როცა ასეთი მამაკაცები გოგონებსაც არ მოსწონთ.

ინტიმური ადგილების ეპილაცია მამაკაცებისთვის წლების წინ მიუღებელი იყო, რადგან მათი დიდი ნაწილი ფიქრობდა, რომ ინტიმური უბნებიდან თმების მოცილება მამაკაცობაზე ცუდად აისახებოდა. საბედნიეროდ დღეს ეს სტერეოტიპი ნელ-ნელა მივიწყებას მიეცა და მამაკაცის ეპილაცია მეტად მოთხოვნადი და აქტუალური ხდება.

კლინიკა „ნეო-ნეოში“ ვიზიტის დროს, ადგილზე ლაზეროთერაპევტი თმის ტიპის მიხედვით, ინდივიდუალურად შეარჩევს, თუ რომელი ტექნოლოგიით უნდა ჩაუტარდეს პაციენტს პროცედურა. პროცედურა ასევე ძალიან ეფექტურია ღია თმის მოსაშორებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ აპარატს, რომელიც კლინიკაშია წარმოდგენილი და მასზე ვრცლად ვისაუბრებთ, აქვს ჩაბრუნებული თმის ამოღების სისტემა, რის შედეგად კანი ხდება გლუვი.

მამაკაცის ინტიმური ეპილაცია შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა სიღრმეში, კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად.

მამაკაცებში ინტიმური ადგილებიდან თმების მოცილება ჰიგიენის ნორმებშიც შედის, რადგანაც თმა ხელს უწყობს ოფლდენას და ბაქტერიების გამრავლებას. ასე, რომ ზედმეტი თმის მოცილებით თქვენ თავიდან აირიდებს ოფლიანობას და ბაქტერიების გამრავლებას, ასევე თავს იგრძნობთ კომფორტულად და პრაქტიკულად.

მამაკაცთა ეპილაციას გარკვეული თავისებურებები ახასიათებს. მამაკაცის თმა სპეციფიკური სტრუქტურით გამოირჩევა, რის გამოც აუცილებელია, პროცედურა გაცილებით ხშირად განხორციელდეს, ამავე  დროს პროცედურა უნდა ჩატარდეს მაღალი სტანდარტის მქონე აპარატურით. სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე ამოსული არასასურველი თმის სამუდამოდ მოსაშორებლად კლინიკა „ნეო-ნეო“ სთავაზობს მამაკაცებს რევოლუციური ლაზერული ეპილაციის აპარატებს. თუ თქვენ ეძებთ საუკეთესოს, მაშინ „SOPRANO ICE“ არის ერთადერთი არჩევანი! შედეგიანობა, უსაფრთხოება, უმტკივნეულობა, კომფორტი, სისწრაფე – ყველა ეს მაჩვენებელი გაერთიანებულია „Soprano Ice“-ის აპარატებში.

მამაკაცების შემთხვევაში, განსხვავებულია სხეულის ის ადგილები, სადაც ეპილაცია სჭირდებათ.  ძირითადად, ეს არის: კისერი, ზურგი, მხრები, მკერდი და როგორც აღვნიშნეთ ინტიმური ზონები. უნდა აღინიშნოს, რომ პროცედურა ნებისმიერ ზონაზე არის უმტკივნეულო, ეფექტური და რაც მთავარია, აბსოლუტურად უსაფრთხო. გაცივების დინამიკური სისტემა კანს დამწვრობისა და დაზიანებისაგან იცავს. ამასთან, კანი არ იჩხვლიტება და გამორიცხულია პროცედურის დროს რაიმე ვენერიული დაავადებებით დაინფიცირების საშიშროება ან რაიმე სახის დისკომფორტი.

გადაჭრით ვერ ვიტყვით რამდენი პროცედურის შემდეგ მიიღწევა სასურველი შედეგი, ვინაიდან პროცედურების ეფექტურობა დამოკიდებულია კანისა და თმის ტიპზე. საშუალოდ, სასურველი შედეგის მისაღწევად 12- 15 პროცედურაა საჭირო.

არასასურველი თმის მოცილების შემდეგ მამაკაცებმა სწორად უნდა იზრუნონ სხეულის იმ ზონებზე, სადაც პროცედურა ჩაიტარეს. ამისთვის საჭიროა რამდენიმე რეკომენდაციის შესრულება.

  • 48 საათის განმავლობაში ნუ ჩაიცმევთ მოჭერილ და უხეში ქსოვილით შეკერილ ტანისამოსს, ეცადეთ ტანსაცმელი იყო რბილი და თავისუფალი.
  • ეპილაციის შემდეგ 3-6 საათის განმავლობაში წყალი საერთოდ არ უნდა შეეხოს კანის ქსოვილს.
  • განსაკუთრებით დაუშვებელია ცხელი აბაზანის მიღებას, საუნაში და საცურაო აუზზე ვიზიტი, ვარჯიში 24-48 საათის განმავლობაში.
  • არ შეიძლება სოლარიუმში გარუჯვა 24-48 საათის განმავლობაში.

კლინიკა „ნეო-ნეო“ ყოველთვის ზრუნავს თქვენს სასიამოვნო განწყობასა და თავდაჯერებულობაზე!

 

© Copyright 2018 Powered By Mywebs.ge
T: 592-19-11-00

T