. ცელულიტის მოცილების უახლესი მეთოდი - როგორ ვებრძოლოთ პრობლემას - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა
  • ივნისი

    11

    2019
  • 4262
  • 0
ცელულიტის მოცილების უახლესი მეთოდი – როგორ ვებრძოლოთ პრობლემას

ცელულიტის მოცილების უახლესი მეთოდი – როგორ ვებრძოლოთ პრობლემას

ცელულიტის მკურნალობა

თუ იმ ადამიანების სიაში ხართ, ვისაც ცელულიტის პრობლემა აწუხებს, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. ცელულიტმა არ იცის ასაკი, წონა, ეს ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაემართოს ადამიანს. საბედნიეროდ დღეს ამ პრობლემის აღმოფხვრა სირთულეს აღარ წარმოადგენს.

რა არის ცელულიტის გამომწვევი მიზეზი, რა მეთოდებით ხდება მასთან ბრძოლა და როგორ უნდა მოვუაროთ სხეულს, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ესთეტიკური კლინიკა „ნეო-ნეოს“ ექიმი, მასაჟისტი ანჟელა სანიკიძე გვესაუბრა.

– ბოლო პერიოდში ცელულიტი საგრძნობლად გაახალგაზრდავდა. ცელულიტი ჩნდება მაშინ, როდესაც კანქვეშა ცხომოვან ქსოვილში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა და ხდება დისტროფიული ცვლილებები. მისი გამომწვევი მიზეზები მრავალგვარია. პირველი არის გენეტიკური წინასწარგანწყობა, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, არასწორი კვება, მჯდომარე ცხოვრების წესი, სხვადასხვა ჰორმონალური დარღვევები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და ა.შ.

– რამდენად ხშირია ეს პრობლემა ქალბატონებში?

– ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა. ადრე უფრო გვხვდებოდა 30-40 წლის ქალბატონებში, ან უფრო მაღალ ასაკში, ახლა ბევრად გაახალგაზრდავდა და ხშირია 18 წლის ასაკშიც.

– რთულია ცელულიტთან ბრძოლა?

– სირთულე დამოკიდებულია პრობლემის ხარისხზე. ბუნებრივია რაც უფრო მსუბუქად არის გამოხატული პრობლემა, მით უფრო ადვილია მისი მკურნალობა. ამიტომ სასურველია ადრეულ ეტაპზე მოგვმართოს პაციენტმა.

ცელულიტის მოშორება

– ცელულიტთან ბრძოლის რა მეთოდები არსებობს?

– პირველი ყველაზე გავრცელებული მეთოდი არის ხელის ანტიცელულიტური მასაჟი და მეორე, აპარატურული მეთოდი. ჩვენს კლინიკაში ორივე მეთოდით ხდება ცელულიტთან ბრძოლა. ჩვენთან ცელულიტის დაშლა ხდება უახლესი ტექნოლოგიის აპარატით, ALMA Accent Prime-ით. ცელულიტის სამკურნალოდ და მოდუნებული კანის კორექციისთვის ALMA Accent Prime-ი იყენებს კომბინირებულ ტექნოლოგიებს, რომლებიც აუმჯობესებს სხეულის ფორმას და გამოკვეთავს კონტურებს. სხვა აპარატებთან შედარებით, ამ აპარატს გააჩნია არაერთი  უპირატესობა. ესენია: წინაღობის დაძლევის მექანიზმი, ანუ ნაკლებია ტალღის უკუარეკვლა.  სიღრმის კონტროლი –შრეობრივად ვაკონტროლებთ სითბოს გადაცემას ქსოვილში. გვაქვს შესაძლებლობა ნატიფად ვიმოქმედოთ სამიზნე შრეზე.  ტალღის ფოკუსირებული გავრცელება, მხოლოდ პრობლემურ ზონაში მოქმედება და შესაბამისად ნაკლები უკუჩვენებები. ამ პროცედურის ჩატარების შედეგად, ხდება ცხიმოვანი უჯრედების მოცულობაში შემცირება, ცხიმოვანი ქსოვილის სისქის შემცირება, ლიმფოდრენაჟის სტიმულირება, კანის ტექსტურის გაუმჯობესება და სიგლუვის ვიზუალური მხარის გაჯანსაღება.

– როგორ კეთდება პროცედურა და რამდენად უმტკივნეულოა?

– აბსოლუტურად უმტკივნეულო პროცედურაა, ხანგრძლივობა საკმაოდ დიდია. მაგალითად, ბარძაყების შემთხვევაში საჭიროა ორ საათ ნახევრიანი პროცედურა. სხვა უფრო მცირე ზონებზე დაახლეობით ერთი საათია საჭირო.

როდესაც კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილზე ვმოქმედებთ ულტრაბგერით,  ჩვენი აპარატის შემთხვევაში გვაქვს ორი ტიპის ულტრაბგერა. პირველი, ეგრეთწოდებული კომპრესიული ულტრაბგერა, რომელიც მოქმედებს კავიტაციის პრინციპით და ცხიმოვან უჯრედში იწვევს აირადი ბუშტუკების წარმოქმნას, რომელიც წნევის მოქმედების შედეგად აზიანებს ცხიმოვან უჯრედს და იქ არსებული ცხიმები გადმოიღვრება უჯრედშორის სივრცეში. მეორე არის ე.წ ელასტიური ტალღა, რომელიც აზიანებს ცხიმოვანი უჯრედის მემბრანას და აადვილებს ცხიმოვან უჯრედში არსებული შიგთავსის გადმოსვლას. შემდეგ ლიმფის და ლიმფური სისტემის მეშვეობით ხდება ორგანიზმიდან დაზიანებული ცხიმოვანი მასის გამოდევნა. ხოლო ულტრაბგერა მოქმედებს კანზე და იწვევს კანში არსებული ძირითადი სტრუქტურების, ელასტინის და კოლაგენის სტიმულაციას, რაც აუცილებელია კანის მოჭიმვისთვის.

– პრობლემის შეფასების შემდეგ ადგენთ რა მეთოდით უნდა მოხდეს ჩარევა?

– რა თქმა უნდა ვაფასებთ რა ხარისხის პრობლემასთან გვაქვს საქმე, რამდენად ახალი დაწყებულია პროცესი. თუ ცელულიტი უკვე გადაგვარებულია და მძიმე პროცესებია წასული,  იქ უფრო მძიმე ჩარევას, კურსობრივად მკურნალობას  საჭიროებს. აქ მარტო აპარატურული მკურნალობა არ გამოგვადგება, საჭიროა კომპლექსური გამოკვლევა. ყურადღება ექცევა ცელულიტის გამომწვევ მიზეზებს. ხშირია ჰორმონალური დარღვევები, რა დროსაც შედარებით რთულია მკურნალობა. თუ ამ ყველაფერს კომპლექსურად მივუდგებით, ჯერ მოხდება გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა შედეგიც სასურველი იქნება.

– თქვენს კლინიკაში ხდება გამომწვევი მიზეზების დადგენა?

– თუ მივიტანთ ეჭვს, რომ პაციენტს რაღაც დარღვევა აქვს ვაგზავნით კვლევაზე. ვთხოვთ, რომ მოახდინოს ჯერ ამ პრობლემის კორექტირება, რათა უკეთესი შედეგი მივიღოთ. თუ არ იქნება არსებული პრობლემა კორექტირებული, ცელულიტის დაშლის დროს ვერ მივიღებთ სასურველ შედეგს, ან შედეგი იქნება დროებითი. პაციენტი, რომ არ იქნეს მოტყუებული, ჩვენ სრულად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ამის შესახებ.

– საშუალო სიმძიმის შემთხვევაში რამდენი პროცედურაა საჭირო, რომ ცელულიტის პრობლემა აღმოიფხვრას?

– საშუალაო სიმძიმის შემთხვევაში 5-6 პროცედურა სავსებით საკმარისია სასურველი შედეგის მისაღწევად. სწრაფი და საუკეთესო შედეგის მისაღწევად ვრთავთ ხელით მასაჟს, ე.წ. ლიმფოდრენაჟს, რომელიც იდეალურ შედეგს იძლევა და მაქსიმალური რაოდენობა არის რვა პროცედურა.

ცელულიტის მოშორება

– რა ინტერვალით უნდა ჩაიტაროს პაციენტმა პროცედურა?

– მაღალი ხარისხის სირთულესთან როცა გვაქვს საქმე ინტერვალი ამ შემთხვევაში არის ერთი კვირა. მსუბუქ შემთხვევაში 10 დღე, მაქსიმუმ ორ კვირიანი შუალედი.

– რა შემთხვევაშია დაუშვებელი ანტიცელულიტური პროცედურის ჩატარება?

– არ ვუკეთებთ 18 წლამდე მოზარდებს, რადგან ამ დროს ორგანიზმი არ არის ჩამოყალიბებული. არ შეიძლება შაქრიანი დიაბეტის, მძიმე ჰორმონალური დარღვევების დროს. არ შეიძლება მენსტრუაციული ციკლის, ორსულობის და ლაქტაციის დროს. არ შეიძლება, როცა ადამიანს აქვს რაიმე ინპლანტი, რადგან რადიოტალღის მოქმედება მეტალთან დაუშვებელია.

– როგორ უნდა მოვუაროთ პროცედურების შემდეგ სხეულს?

– პროცედურის შემდეგ სასურველია პაციენტმა შეზღუდოს ნახშირწყლები, ცხიმები და მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, დაახლოებით ორ ლიტრამდე, რადგან წავიდეს ცხიმოვანი ცვლა და გააქტიურდეს ლიმფო დრენაჟი. არაჩვეულებრივი იქნება ფიზიკური აქტივობა, რადგან ეს ხელს შეუწყობს ცხიმების წვას და ჯამური ეფექტი იქნება არაჩვეულებრივი.

– რას ურჩევთ ქალბატონებს, ვისაც არ აწუხებს ცელულიტის პრობლემა, როგორ შეინარჩუნონ სასურველი გარეგნობა?

– ვერაფერს ახალს ვერ ვიტყვი.  იკვებონ ჯანსაღად, დაკავდნენ ფიზიკური აქტივობით და ბევრი იარონ ფეხით.

 

 

 

 

© Copyright 2023 Powered By ინტერიერის დიზაინი
T: 592-19-11-00