. როგორ ვებრძოლოთ და დავამარცხოთ აკნე: გამოცდილი ექიმი დერმატოლოგის რჩევები - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა
  • ივნისი

    18

    2019
  • 290
  • 0
როგორ ვებრძოლოთ და დავამარცხოთ აკნე: გამოცდილი ექიმი დერმატოლოგის რჩევები

როგორ ვებრძოლოთ და დავამარცხოთ აკნე: გამოცდილი ექიმი დერმატოლოგის რჩევები

აკნე მძიმე დაავადება არ არის, თუმცა ადვილად შეუძლია ადამიანს გუნებაგანწყობილება გაუფუჭოს და დეპრესიამდეც კი მიიყვანოს. აკნე ძირითადად თინეიჯერობის ასაკში ვლინდება და სერიოზულ პრობლემებს უქმნის მოზარდს. საბედნეროდ თანამედროვე მედიცინაში აკნესთან ბრძოლა სირთულეს აღარ წარმოადგენს. რა მეთოდებით ებრძვიან კლინიკა ,,ნეო–ნეოში“ აკნეს, რამდენად სწრაფად მიიღწევა სასურვეი შედეგი, ამის შესახებ კლინიკის ექიმი დერმატოლოგი ნინო კურკუმული გვესაუბრა.

– აკნე არის ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიით მიმდინარე დაავადება. ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ ხდება ცხიმის ჰიპერსეკრეცია და ამის შედეგად სახეზე, კანზე, გულმკერდზე და ზურგზე მოდის პოსტულოზური და პაპოლოზური გამონაყარი. აქვს ასევე გენეტიკური ხასიათი.

– რატომ არის ეს დაავადება ხშირი გარდატეხის ასაკში?

– აკდე ასევე დაკავშირებულია ჰორმონალურ დისბალანსთან, ამიტომ არის ხშირი გარდატეხის ასაკში. უფრო ხშირად თავს იჩენს, როცა ჰორმონალური დისბალანსია და 30-35 წლამდე გრძელდება. ამას ხელს უწყობს ასევე გენეტიკა.

– ძირითადად როგორი გამოვლინებებით ხასიათდება აკნე?

– საწყის ეტაპზე ჩნდება ჩირქოვანი გამონაყარი, ზოგჯერ არის ანთებადი კვანძები, რომელიც არის მტკივნეული. აუცილებლად სჭირდება მკურნალობა, რომელიც ინიშნება ინდივიდუალურად. პაციენტს ვუტარებთ ჩირქის ბაქტერიოლოგიას, სისხლის ანალიზს და ამის მიხედვით გადავწყვეტთ, ანტიბიოტიკო თერაპია სჭირდება, კანის ზედაპირზე წასასმელი მალამოები  თუ აპარატურული მკურნალობა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კლინიკა „ნეო-ნეოში“, მკურნალობის კომბინაციაში ჩავრთეთ ლუმენის აპარატი, რომელსაც გააჩნია სხვადასხვა ტექნოოგია და შესაძლებლობა, მათ შორის ერთ–ერთი არის ინეტენსიური ფოტოსხივი, რომლითაც ხდება აკნეს მკურნალობა.  ინტენსიური ფოტოსხივი აშრობს კანს და ხურავს ფორებს. ამის შემდეგ კანი უფრო ჯანმრთელად გამოიყურება და ერთფეროვანია. რა თქმა უნდა აპარატურული მკურნალობა აუცილებელია კომბინირებულად. პროცედურა უმტკივნეულოა, თუმცა ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს ვაყუჩებთ კიდეც სპეციალური კრემ საცხით.  პროცედურა მხოლოდ 5–10 წუთი გრძელდება, ამიტომ ყველაზე რთულ შემთხვევაშიც კი არ არს გაუსაძლისი. პროცედურა თვეში ერთხელ კეთდება.

– ყველაზე რთულ შემთხვევაში მკურნალობის კურსი რამდენ ხანს გრძელდება?

– ასე გადაჭრით ვერ გეტყვით, გააჩნია აკნეს ფორმას. მკურნალობა საჭიროა დროდადრო, რადგან აკნეს ახასიათებს სეზონური გამწვავებები, ამიტომ ასეთ კანს სპეციალური მოვლა სჭირდება. ზოგჯერ გაწმენდა, ან პილინგი. (პლინგი მხოლოდ ზამთრის შემთხვევაში). ასევე მეზოთერაპიები, ანტიბიოტიკოთერაპია და ა.შ. ეს ყველაფერი შეირჩევა ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.

აკნეს მკურნალობა

– სრული განკურნება რამდენად არის შესაძლებელი?

– სრული განკურნება ასაკის მატებასთან ერთად ხდება. ეს არის ხანგრძლივად მიმდინარე დაავადება, რომელიც მკურნალობის ერთი კურსით არ იკურნება. პაციენტმა თუ არ მოუარა ასეთ გამონაყარს, ცუდ შედეგამდე მივა. ზოგიერთი ადამიანი თავისით იწმენდს სახეს და კანს  უარეს დღეში აგდებს, რის შემდეგაც რჩება ნაწიბურები და ლაქები. არასწორად გაწმენდილი სახე გვაძლებს უარეს შედეგს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მკურნალობა, რომ აკნეს გაქრობის შემდეგ ადამიანს სახეზე არ დარჩეს ნაწიბურები და ლაქები. როდესაც ადამიანის სახე ვიზუალურად ცუდი შესახედავია, მას უჩნდება კომპლექსები, უჭირს გარეთ გასვლა და ადამიანებთან კონტაქტი, ხშირად დეპრესიამდეც კი მიდიან.

– მკურნალობის შემდეგ რა რეკომენდაციებს აძლევთ ხოლმე პაციენტებს?

– მკურნალობის შემდეგ ვუნიშნავთ გარკვეულ დიეტას. მართალია ეს დაავადება არ არის კვებითი, მაგრამ კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება კანზეც აისახება და ამ დროს ყველანაირი დაავადება მწვავდება. ასევე ვურჩევთ კანის მოვლის საშუალებებს. აუცილებელია კანის ტიპის მიხედვით შეირჩეს  საცხი. როცა ადამიანი არასწორად იყენებს საცხებს, შესაძლოა ამან უფრო გაამწვავოს მდგომარეობა. ამიტომ ვურჩევთ დასაბან საშუალებებს, კრემებს ვასწავლით როგორ მოუარონ სახის კანს სწორად და ვაძლევთ რეკომენდაციას კვების შესახებ.

– რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს, ვისაც ეს პრობლემა არ აწუხებს, თუმცა მიდრეკილებები გააჩნია, როგორ უნდა მოუარონ სახის კანს?

– ცხიმიან კანს სჭირდება შესაბამისი დასაბანი საშუალებები და არა ჩვეულებრივი საპნები. ბევრი სარეცხის საპონსაც იყენებს და ეს არ არის კაგი. მასში შედის სოდა, რომელიც ქერცლავს კანს. ამიტომ გირჩვევთ თავი შეიკაოთ მისი გამოყენებისგან. აუცილებელია დერმატოლოგთან კონსულტაცია, რომელიც შეაფასებს თქვენს კანს, დაადგენს  კანის ტიპს და შეგირჩევთ შესაბამის საცხებს,  დასაბან საშუალებებს.  ბევრი თვითნებურად  ხმარობს ძვირადღირებულ, ბრენდულ კრემებს, თუმცა ისინი ყოველთვის არ იძლევიან შესაბამის შედეგს. ძვირადღირებული არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა მოუხდეს თქვენი სახის კანს. ამიტომ უცილებელია კანის დიაგნოსტიკა და შესაბამისი საცხების შერჩევა.

 

© Copyright 2018 Powered By Mywebs.ge
T: 592-19-11-00

T