. როგორ მივიღოთ  სასურველი რუჯი მოკლე დროში: ყველაფერი სოლარიუმის შესახებ - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა
  • სექტემბერი

    19

    2019
  • 313
  • 0
როგორ მივიღოთ  სასურველი რუჯი მოკლე დროში: ყველაფერი სოლარიუმის შესახებ

როგორ მივიღოთ  სასურველი რუჯი მოკლე დროში: ყველაფერი სოლარიუმის შესახებ

პროფესიონალი კოსმეტოლოგების აზრით, როგორც მზეზე, ისე სოლარიუმში მიღებული რუჯი ეფექტურად აქრობს გამონაყარს, ხელს უწყობს ფსორიაზის, ეგზემის, ატოპიური დერმატიტისა და ნეიროდერმიტის მკურნალობას. ესთეტიკური კუთხით კი  ბრინჯაოსფერი კანი ნაზამთრალ და უფერულზე კანზე გაცილებით მიმზიდველია. ამავე დროს ულტრაიისფერი სხივები ხელს უწყობს ორგანიზმში D ვიტამინისა და სიხარულის ჰორმონის სეროტონინის გამომუშავებას.

თუ თქვენ ხართ რუჯის მოყვარული, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. როგორ მივიღოთ რუჯი სწორად და რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სასურველი ფერი დიდხანს შევინარჩუნოთ, ამის შესახებ კლინიკა ნეო-ნეოს ხელმძღვანელი ეკა დარასელია გვესაუბრა.

– მომხმარებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხო და ხარისხიანი მომსახურება. რა რეკომენდაციებს უწევთ ადამიანებს, რომელიც პირველად მოდიან თქვენთან რუჯის მისაღებად?

– თუ ადამიანს სურს სასურველ შედეგს უმოკლეს დროში მიაღწიოს, სოლარიუმში შესვლამდე უნდა გაიაროს კონსულტაცია მენეჯერთან. უნდა მოხდეს კანის ტიპის, ფერის დადგენა, ამის შემდგე განისაზღვრება დროს, ეს თუ ის ადამიანი, რამდენი ხანი უნდა შევიდეს სოლარიუმში. სოლარიუმი არის ინდივიდუალური ყველა მომხმარებლისთვის,  ამიტომ წინასწარი კონსულტაცია აუცილებელია.

სასურველი რუჯის მისაღებად აუცილებელია ვიაროთ 24 ან 48 საათში ერთხელ. კვირაში ერთხელ, ან ორჯერ ვიზიტის შემთხვევაში სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ.

– რომელი აპარატით სთავაზობს კლინიკა ნეო-ნეო მომხმარებლებს რუჯის მიღებას და რით არის ეს აპარატი გამორჩეული?

– ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ ბუნებრივ და უსაფრთხო რუჯის მიღებას უმაღლესი კლასის იტალიური ვერტიკალური სოლარიუმის SMART GOLD (56 ნათურა 230w)-ის და ჰორიზინტალური SMART TRON (45 ნათურა 230w-180w)-ის აპარატების საშუალებით. ჩვენი სოლარიუმის აპარატები გამოირჩევიან იმით, რომ მათ აქვთ ყველაზე მეტი რაოდენობის და ყველაზე მძლავრი ნათურები, რაც გარანტიას იძლევა, რომ თქვენთვის სასურველი შედეგი მიღწეული იქნეს ყველაზე ნაკლებ დროში. აპარატს გააჩნია სხივების დარეგულირების შესაძლებლობა (კანის ფოტოტიპის გათვალისწინებით), ასევე გრილი ნიავის სისტემა,  პარამეტრების დარეგულირება კანის ფოტოტიპის მიხედვით და დამოუკიდებლად კონტროლირებადი სახისა და ფეხის ნათურები.

ჩვენს აპარატებს აქვს ნათურების მაქსიმალური რაოდენობა, რაც კი არსებობს თანამედროვე აპარატებში. ეს ნათურები გამოირჩევა თავისი სიმძლავრით. რაც მთავარია, ყოველთვის გვაქვს ახალი ნათურები. ეს ყველაფერი კი უმოკლეს დროში განაპირობებს კარგ რუჯს და სასურველ ფერს. შესაძლოა მომხმარებელმა სხვაგან იაროს 100 წუთი და ისეთი შედეგი ვერ მიიღოს, რასაც ჩვენთან 40 წუთში მიიღებს. ამას განაპირობებს სწორედ ნათურების რაოდენობა, ხარისხი, სიმძლავრე და ის, რომ ყოველთვის ახალი ნათურებით ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს მომსახურებას.

– როგორ განარჩიოს მომხმარებელმა ხარისხიანი აპარატი და რა უნდა იცოდეს ამის შესახებ?

– პირველ რიგში უნდა იკითხოს რამდენ ნათურიანია აპარატი და რა სიმძლავრის ნათურები აყენია. ასევე მნიშვნელოვანია, როდის შეიცვალა ნათურები. აუცილებელია ისინი ყოველ 800 საათში შეიცვალოს. თუ ნათურები არ არის ახალი და ის 800 საათზე მეტხანს მუშაობს, რამდენად დიდი დროც არ უნდა გაატაროთ სოლარიუმში, სასურველ შედეგს და ფერს ვერ მიიღებთ. შესაძლოა 100 წუთი შეხვიდეთ, მაგრამ რუჯი არ დაგეტყოთ. თუ ნათურები ხარისხიანია და თავის დროზეა გამოცვლილი, ოცი წუთის შემდეგ შედეგი შესამჩნევი უნდა იყოს, ამ პერიოდში კანმა აუცილებლად უნდა იცვალოს ფერი.

– არის შემთხვევები, რომ რუჯის მიღების შემდეგ უჭრელდებათ კანი, რჩება თეთრი ფერის ლაქები. რა იწვევს ამ ლაქების გაჩენას?

– ეს შეიძლება იყოს კანის სოკოვანი დაავადება, ან შესაძლოა ქვედა კიდურებზე სისხლის ცირკულაცია არ იყოს მოწესრიგებული. თუ მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, სოლარიუმის მენეჯერი მისცემს მიმართულებას და დააკვალიანებს არსებულ შემთხვევაში რომელ სპეციალისტს უნდა მიმართოს.

– რა შემთხვევაშია დაუშვებელი სოლარიუმში რუჯის მიღება?

– სოლარიუმით სარგებლობა დაუშვებელია ქრონიკული დაავადებების, ორსულობის, ლაქტაციის დროს.  დაუშვებელია მათთვის, ვისაც აქვს ბევრი ხალი, პიგმენტური ლაქები. ამ დროს იზრდება მელანომის განვითარების რისკი.  მაღალი არტერიული წნევის დროს.  გულის დაავადებათა არსებობის შემთხვევაში. ასთმის, ასევე ნებისმიერი ონკოლოგიური დაავადების არსებობისას.  ქალებისთვის კრიტიკულ დღეებში. შარდსასქესო დაავადებების დროს. მცირე ხნის წინ გადატანილი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ. სეზონური მწვავე ან გამწვავებული გაციებით გამოწვეული დაავადებების დროს. ნებისმიერი ენდოკრინული დაავადების, განსაკუთრებით – ფარისებრი ჯირკვლის დაავადების, დროს. სოლარიუმი აკრძალულია ორი თვის განმავლობაში სახის კანის ლაზერული და ქიმიური პილინგის შემდეგ.    დიოდური ეპილაციის შემდგომ სოლარიუმით სარგებლობა შესაძლებელია მეოთხე დღეს.

– რამდენი წლიდან არის დასაშვები სოლარიუმში რუჯის მიღება?

– სოლარიუმით სარგებლობა დასაშვებია 16 წლის ასაკიდან.

– როგორ უნდა მოუაროს რუჯს ადამიანმა, რომ დიდხანს შეინარჩუნოს სასურველი ფერი?

– დავიწყებ იმით, რომ თუ გსურთ რუჯი იყოს თანაბარი და დიდი ხანი შენარჩუნდეს, სასურველია წინასწარ კანის პილინგი რაიმე სახის სკრაბით. პირველ ეტაპზე, პროცედურებს შორის არ უნდა იყოს დიდი   შუალედები. უკვე რუჯის მიღების შემდეგ კი მის  შესანარჩუნებლად  საჭიროა კვირაში ერთხელ, 8-10 წუთით ისარგებლოთ სოლარიუმით ან მზეზე გაირუჯოთ.

 

 

© Copyright 2018 Powered By Mywebs.ge
T: 592-19-11-00

T