. დაემშვიდობეთ სტრიებს, ოპერაციის, ჭრილობების და აკნეს დროს გაჩენილ ნაწიბურებს: ინოვაცია კლინიკა „ნეო-ნეოში“ - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა
  • სექტემბერი

    19

    2019
  • 3929
  • 0
დაემშვიდობეთ სტრიებს, ოპერაციის, ჭრილობების და აკნეს დროს გაჩენილ ნაწიბურებს: ინოვაცია კლინიკა „ნეო-ნეოში“

დაემშვიდობეთ სტრიებს, ოპერაციის, ჭრილობების და აკნეს დროს გაჩენილ ნაწიბურებს: ინოვაცია კლინიკა „ნეო-ნეოში“

თუ გაწუხებთ და დისკომფორტს გიქმნით აკნეს  შემდეგ გაჩენილი ნაწიბურები, საკეისროს და სხვა ოპერაციის შედეგად დატოვებული ნაწიბურები, თქვენ სადარდებელი აღარაფერი გაქვთ. კლინიკა „ნეო-ნეო“ უკვე გთავაზობთ ინოვაციური, ლაზერული მეთოდით ნაწიბურების მოცილებას. 5-6 პროცედურის შემდეგ თქვენი კანი იქნება  ნაზი და მიმზიდველი. როგორ და რა მეთოდით ხდება კლინიკაში ნაწიბურების მოცილება, ამის შესახებ კლინიკის ექიმი დერმატოლოგი ნინო კურკუმული გვესაუბრა.

– არსებობს  ატროფიული (კანის დონიდან ჩაღრმავებული), ჰიპერტროფიული (კანის დონიდან ამოწეული) და კელოიდური ნაწიბურები. ატროფიული და კელოიდური  ნაწიბურები წარმოიქმნება აკნეს დაავადების დროს. ჩირქოვანი ელემენტები აზიანებს კანის ფართო უბნებს, რის შედეგადაც რჩება ნაწიბურები.

– უკვე არსებობს საშუალება, რომ ნაწიბურებმა აღარ შეუქმნან ადამიანს დისკომფორტი. როგორ ხდება კლინიკა  „ნეო-ნეოში“ ნაწიბურის მოცილება?

– ჩვენს კლინიკაში ნაწიბურის მკურნალობა ხდება ლაზერული მეთოდით. ჩვენი კლინიკა აღჭურვილია ლუმენისის აპარატით, რომელსაც გააჩნია სხვადასხვა ტექნოლოგია, ფოტოსხივი და რეზორფრაქსელი. სწორედ ფრაქსელით ხდება ნაწიბურების მკურნალობა. ეს არის არააბლაციური ფრაქსელი, რომელიც არ წვავს კანს და არ ჩნდება მეორადი გართულებები. ვინაიდან ნაწიბური შემაერთებლ ქსოვილოვანია, ეს აპარატი იწვევს ამ ქსოვილის კოაგულაციას და ახალი ქსოვილის განვითარებას. პროცედურის შემდეგ ნაწიბური უნდა გახდეს შეუმჩნეველი. ჩვენ არ ვპირდებით პაციენტს, რომ კანი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს, თუმცა შედეგი აშკარად შესამჩნევია. პროცედურა ტარდება თვეში ერთხელ. ზოგადად ხუთი პროცედურაა საჭირო, რომ შედეგი მივიღოთ.

მკურნალობასთან ერთად, ასევ ვაკეთებთ ინექციებს კანქვეშ, რომ კოლაგენის და ელასტინის სინთეზი მოხდეს. თვითონ აპარატიც კოლაგენის და ელასტინის სინთეზზე მუშაობს და ახალ ქსოვილს ალაგებს ნაწიბურის ადგილას.

–  ლაზერის გარდა მედიკამენტოზურ მკურნალობასაც ნიშნავთ?

– ლაზერული მკურნალობა ჩენთან ინოვაციურია. ამას თან ერთად პაციენტს ვუნიშნავთ კრემ-გელებსაც. როგორც გითხარით პროცედურა ტარდება თვეში ერთხელ, ამიტომ დანარჩენი დრო პაციენტს ვუნიშნავ კრემ-გელებს, საცხებს, რაც არის სპეციალურად ნაწიბურებისთვის. რამდენიმე პროცედურის შემდეგ, სახეზე გვაქვს მკვეთრად გაუმჯობესებული შედეგი.

ზოგადად არ არის მარტივი ახალი ქსოვილის ჩალაგება, მაგრამ კომბინაციაში ლაზერული აპარატი, ინექციები, კრემ-გელები, ექიმის დანიშნულება გვაძლევს არაჩვეულებრივ შედეგს.

–  ყველაზე რთულ შემთხვევაში რამდენი პროცედურაა საჭირო სასურველი შედეგის მისაღწევად?

– ყველაზე რთულ შემთხვევაში საჭიროა 6-7 პროცედურა, ამასთან ერთად ინექციებიც, რათა მოვახდინოთ  კოლაგენის და ელასტინის სინთეზი და წამოვიდეს ახალი ქსოვილი. ასევე, კელოიდურ ნაწიბურებზე სპეციალური პრეპარატით  ვაკეთებთ  ინექციას, რადგან კელოიდური ნაწიბურები მკვეთრად არის წამოწეული კანის დონიდან და ხშირ შემთხვევაში რჩება პოსტოპერაციული ტრავმების, ან დამწვრობის  შედეგად. ჩვენ ასეთ ნაწიბურებსაც ვმკურნალობთ და არაჩვეულებრივი შედეგი გვაქვს  სამი პროცედურის შემდეგ.

– აღნიშნეთ, რომ მკურნალობთ აკნეს  დროს გაჩენილ ნაწიბურებს, დამწვრობის, ოპერაციის შემდეგ დატოვებულ ნაწიბურებს. სტრიებს თუ მკურნალობთ?

– დიახ, სტრიები გახლავთ ატროფიული, კანის დონიდან დაწეული შემაერთებელ ქოვილოვანი ნაწიბური, რომელსაც იგივე მეთოდებით ვმკურნალობთ. პროცედურების შემდეგ ეს ნაწიბურები ხდება შეუმჩნეველი. მოგეხსენებათ სტრია ბოლომდე განკურნებადი არ არის, თუმცა ზონები შეუმჩნეველი ხდება და სხვაობა საკმაოდ დიდია.

– პროცედურა უმტკივნეულოა?

– პროცედურამდე კანს ვაყუჩებთ ლიდოკაინიანი კრემით და შესაბამისად აღარ არის მტკივნეული. ასევე აპარატს გააჩნია გაგრილების სისტემა. ამ დროს მოყინულია თავაკებიც და კანის ტემპერატურა ისეთ დონეზეა დაწეული, რომ პაციენტმა ტკივილი და დისკომფორტი არ იგრძნოს.  პროცედურა 10-15 წუთი გრძელდება.

– პროცედურები გარკვეული პერიოდის შემდეგ განმეორებას საჭიროებს?

– თუ ძალიან მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა სჭირდება განმეორებითი პროცედურები.

–  პროცედურის დროს რაიმე აკრძალვები არსებობს?

– პროცედურის დროს არ შეიძლება რუჯი. ამიტომ უმჯობესია პროცედურა ჩაიტარონ შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხულის პერიოდში. თუმცა ვისაც არ უყვარს მზეზე ყოფნა, გარუჯვა, შესაძლებელია ზაფხულშიც ჩაიტარონ პროცედურები.

პროცედურის ჩატარება არ შეიძლება, თუ ადამიანს კანქვეშ აქვს სიმსივნური წანაზარდი. ეს არ ეხება მეჭეჭებს, პაპილომას და ხალებს.

–  რამდენი წლიდან არის პროცედურის ჩატარება მიზანშეწონილი?

– პროცედურას არ ვაკეთებთ 16 წლამდე, რადგან ამ დროს ორგანიზმი ჩამოუყალიბებელია. ზოგადად 16 წლამდე არცერთი ლაზერი არ არის რეკომენდირებული.

 

 

© Copyright 2023 Powered By ინტერიერის დიზაინი
T: 592-19-11-00