. დერმატოლოგიის კითხვები - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა

ალოპეცია(თმის ცვენა)არსებობს ბუდობრივი,ანდროგენული და ტოტალური. ანდროგენული ალოპეცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა მსოფლიოს მოსახლეობის მამაკაცების 65% და ქალების 25%-ში.იწყება სქესობრივი მომწიფების შემდეგ.თმა ამ დროს ტერმინალური ფორმიდან ტრანსფორმირდება ღინღლოვანში.დაავადების მიზეზია მამაკაცური სასქესო ჰორმონებით -ანდროგენებით გამოწვეული თმის პერმანენტული ცვენა. მკურნალობის მეთოდები:უპირველეს ყოვლისა უნდა აღმოიფხვრას დაავადების გამომწვევი მიზეზები.მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია და რამოდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება.მკურნალობის უახლესი მეთოდებია მეზოთერაპია,პლაზმოლიფტინგი ექიმის დანიშნულების მიხედვით.

პიგმენტური ლაქები შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ასაკში სხვადასხვა ენდოკრინული დარღვევის,კანის ანთებითი დაავადებების,ასევე მზის სხივების ზემოქმედების შედეგათ. მკურნალობა ინდივიდუალურია კანის ტიპის მიხედვით(ქიმიური პილინგი,აპარატურული მეთოდი,მეზოთერაპიის კურსი და ა.შ.) პაციენტებს რომლებიც პიგმენტური ლაქების რისკ ჯგუფშია აუცილებელიაკანის დაცვა მზის ინსოლაციისაგან მუდმივად.

მეჭეჭები ფართოდ გავრცელებული ვირუსული დაავადებაა,რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი ლოკალიზაცია და ფორმა ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე.როგორც წესი ის არის მკვრივი კონსისტენციის,კანის ზედაპირიდან წამოწეული უსწორმასწორო ზედაპირით. მკურნალობის მეთოდები გულისხმობს როგორც ანტივირუსულ პრეპარატებს ასევე მის მექანიკურ დამუშავებას აპარატურული მეთოდით.

მკურნალობა განისაზღვრება დაავადების ფორმისა და სიმძიმის მიხედვით,რაც გულისხმობს როგორც ადგილობრივ საშუალებებს,ასევე სისტემურ პრეპარატებს.აღსანიშნავია მკურნალობის თანამედროვე აპარატურული მეთოდი,რომლის მაგალითია LUMENIS M22 აპარატი.გამოიყენება როგორც მსუბუქი აკნეს შემთხვევაში ასევე ნაწიბუროვანი ფორმების დროს. მკურნალობა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს ექიმის მიერ.

ვულგარული აკნე ანუ ფერისმჭამელა არის კანის ხანგრძლივად მიმდინარე დაავადება,რომელიც წარმოადგენს თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიას.მიზეზი კი ამ უკანასკნელის ჭარბი სეკრეცია და ფოლიკულის დახშობაა. ის შეიძლება იყოს გამოწვეული ჰორმონული დარღვევის შედეგადაც. აკნესთვის დამახასიათებელია პაპულო-პუსტულოზური გამონაყარი, კომედონები და მძიმე შემთხვევებში ნაწიბურები.

სებორული დერმატიტი არის კანის ქრონიკული ანთებითი დაავადება,რომელიც ვლინდება ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ უბნებში.ახასიათებს მოთეთრო-მოყვითალო ქერცლი,სიწითლე და ქავილი.პაციენტების ძირითადი ჩივილი არის თავის თმიან არეში ინტენსიური ქერთლი. მკურნალობა ინდივიდუალურია და საჭიროების შემთხვევაში ითვალისწინებს მედიკამენტოზურ მკურნალობას,მოვლის საშუალებებს და სხვადასხვა პროცედურებს მკურნალობის ეფექტის შესანარჩუნებლად.(მაგ: მეზოთერაპია)

© Copyright 2023 Powered By ინტერიერის დიზაინი
T: 592-19-11-00