. სად და რომელი აპარატით გავიკეთოთ ეპილაცია, რომ ეფექტური შედეგი მივიღოთ? - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა
  • ივნისი

    2

    2020
  • 3245
  • 0
სად და რომელი აპარატით გავიკეთოთ ეპილაცია, რომ ეფექტური შედეგი მივიღოთ?

სად და რომელი აპარატით გავიკეთოთ ეპილაცია, რომ ეფექტური შედეგი მივიღოთ?

ალექსანდრიტი, დიოდი, სამსხივიანი – შეთავაზებების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე არჩევანი რთულია, თუმცა თუ ლოგიკურად დავფიქრდებით სამსხივიანი ყველაზე ეფექტურია, რადგან მასში გაერთიანებულია ყოველგვარი ტექნოლოგია, რაც ამ დროისთვის ლაზერული ეპილაციის მიმართულებით არსებობს.

სამსხივიან აპარატებს შორის კი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი არის SOPRANO TITANIUM. ეს არის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე სწრაფ და უმტკივნეულო ეპილაციას გვთავაზობს.

რატომ SOPRANO TITANIUM? • 4სმ2 დაფარვის არეალით და გაზრდილი სიმძლავრით ის საშუალებას გავძლევს, სწრაფად დავფაროთ საეპილაციო არეები • SOPRANO TITANIUM–ს აქვს მოწინავე გამაგრილებელი სისტემა, რაც უმტკივნეულო ეპილაციის საშუალებას გვაძლევს. ეს კი ეპილაციის გაკეთების დროს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. • აპარატი აერთიანებს სამ მძლავრ ლაზერულ ტალღას: ალექსანდრიტს, დიოდსა და ნეოდიუმს, რაც ეფექტურობის გარანტიაა.

ეს არის სამმაგი ეფექტი ერთი აპარატით. • აღნიშნული აპარატით თმის მოშორების პრინციპი დაფუძნებულია თმის ანატომიის მაქსიმალური გათვალისწინებით. 3 მძლავრი ლაზერული სხივი ერთდროულად ზემოქმედებს თმის ფოლიკულაზე, შუა წანაზარდსა და ფოლიკულის დვრილზე. შედეგად პროცედურის შედეგიანობა საგრძნობლად მატულობს. • სწორედ ამ სამი სხივის ერთიანობაა, სისწრაფე და მუდმივი გაგრილების სისტემა არის SOPRANO TITANIUM–ის წარმატების მთავარი გასაღები.

ალექსანდრიტის 755 ნმ–იანი სხივი თმას ებრძვის პიგმენტ მელანინსა და სისხლის უჯრედებზე, ერითროციტებზე ზემოქმედებით. მისი სხივი შთაინთქმება თმის ღერში არსებული პიგმენტ მელანინის მიერ და შლის მას. • დიოდის ლაზერის ტალღის სიგრძე არის 810 ნმ. მისი სამიზნე არის მხოლოდ პიგმენტი. ამ სხივის ენერგია შთაინთქმება თმის ღერის მიერ, ხოლო ფოლიკულში ჩაღწევისას, ფოლიკულის სტრუქტურა ირღვევა და თმა ცვივა. • ნეოდიუმის 1064 ნმ–იანი სხივის სამიზნე არის წყლის მოლეკულა, შესაბამისად ხდება ლაზერული სხივის სიღრმისეული შეღწევადობა. მოქმედების მექანიზმიც რადიკალურად განსხვავებულია: სხივი მოქმედებს თმის ბოლქვის მკვებავ კაპილარზე და იწვევს მის დახურვას, სკლეროზს, თმის ძირი კვდება და ცილდება კანს.

SOPRANO -ს 4 აპარატია განლაგებული კლინიკა ნეო-ნეოში, რაც საქართველოში უპრეცედენტო შემთხვევაა და დიდ მოთხოვნას პროფესიონალიზმს და პაციენტების უმაღლეს შედეგებზე მეტყველებს.

© Copyright 2023 Powered By ინტერიერის დიზაინი
T: 592-19-11-00