. რა არის ბიორევიტალიზაცია და რა გამოარჩევს სხვა პროცედურებისგან? - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა
  • ოქტომბერი

    23

    2021
  • 6000
  • 0
რა არის ბიორევიტალიზაცია და რა გამოარჩევს სხვა პროცედურებისგან?

რა არის ბიორევიტალიზაცია და რა გამოარჩევს სხვა პროცედურებისგან?

დღეს ამ შეკითხვას ცოტა ვრცლად ვუპასუხებთ და გპირდებით, რომ სტატიის დასრულების შემდეგ აუცილებლად ეწვევით ნეო-ნეოს თანამედროვეობის ყველაზე მოთხოვნადი პროცედურის ჩასატარებლად!

რა არის ბიორევიტალიზაცია?

დავიწყოთ იმით, რომ ბიორევიტალიზაციას შეზღუდვები არ აქვს და ის ნებისმიერი პრობლემის დროს ნებისმიერ ასაკში თქვენი საუკეთესო დამხმარე იქნება.

კანის გაახალგაზრდავებასა და დაბერების პროცესის შეჩერებაში ბიორევიტალიზაცია თქვენი საუკეთესო დამხმარე იქნება. რაც უფრო ადრე დავიწყებთ ამ პროცედურის ჩატარებას, მეტად შევუშლით ხელს კოლაგენის დაკარგვას და კანის დაბერების პროცესსაც შევანელებთ.

რა არის ბიორევიტალიზაცია და რა გამოარჩევს სხვა პროცედურებისგან? თანამედროვე და უსაფრთხო პროცედურაა, რომელიც ტარდება ჰიალურონის მჟავის გამოყენებით. სახე, ყელი, დეკოლტე, მკლავები – არ აქვს მნიშვნელობა, რომელია თქვენი პრობლემური ზონა. შედეგი ერთნაირად ეფექტურია და პირველივე პროცედურის შემდეგ დაინახავთ განსხვავებას.

ჰიალურონის მჟავის გარდა პრეპარატი შეიცვას სხვადასხვა ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც კანის ზედა შრეებში შეყავთ. შემავალი ნივთიერებები კანის ღრმა დატენიანებას უწყობს ხელს.

იხილეთ ბიორევიტალიზაციის ფასები

ცხელი ზაფხულის შემდეგ და ზამთრის სუსხთან შეხვედრამდე ჩვენს კანს მართლაც განსაკუთრებული მოვლა და დატენიანება სჭირდება.

რაშ გვეხმარება ბიორევიტალიზაცია?

ბიორევიტალიზაცია გვეხმარება ისეთი პრობლემების მოგვარებაში, როგორიცაა გამომშრალი და მოდუნებული კანი, წვრილი ნაოჭები, ფორები, სიწითლე და ა.შ.

პროცედურის შემდეგ ხდება კანის სტრუქტურის აღდგენა და გაახალგაზრდავება, მცირე ზომის ნაოჭების ამოვსება, კაპილარების გაღიავება.

ბიორევიტალიზაცია კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით, არის სრულიად უმტკივნეულო, გრძელდება 30 წუთიდან ერთ საათამდე და პაციენტი დასრულებისთანავე უბრუნდება ჩვეულ რიტმს.

რადგან ეს არ არის ქირურგიული ჩარევა, პროცედურის შემდეგ რეკომენდირებულია, რომ ერთი კვირის მანძილზე უბრალოდ თავი შევიკავოთ აუზზე და საუნაში სტუმრობისგან. რაც შეეხება პროცედურების საჭირო რაოდენობას, ეს განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანის პრობლემის მიხედვით და ჩატარებას შორის შუალედი საშუალოდ 10-14 დღეა.  შედეგის დანახვა პირველი პროცედურის შემდეგ არის შესაძლებელი, მაგრამ პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ სრულყოფილი შედეგისათვის მინიმუმ 3-ჯერ ჩატარება არის საჭირო. დანარჩენ რეკომენდაციას უკვე სპეციალისტი გასცემს კანის მდგომარეობის მიხედვით.

და ბუსტერის შესახებ თუ გსმენიათ? ეს არის ხანგძლივი მოქმედების ბიორევიტალიზანტი. მას შეუძლია გაუმკლავდეს ისეთ სერიოზულ პრობლემებს, როგორიცაა კანის სიმშრალე, აკნეს შემდგომი ნაწიბურები, ნაოჭების გასადავება, ტონუსის დაქვეითება და ა.შ.

რატომ ნეო-ნეო?

დიდი ხანი არ არის, რაც ბიორევიტალიზაცია ქართულ კოსმეტოლოგიურ პრაქტიკაში გამოჩნდა, მაგრამ უკვე მოიპოვა პოპულარობა და შესაბამისად, ამ პროცეურის გაკეთება თითქმის ყველგან შეგიძლიათ, მაგრამ არ გამოგრჩეთ ორივე მნიშვნელოვანი ფაქტორი: პრეპარატი და სპეციალისტი.

განა შეიძლება დღესდღეობით საკუთარი გარეგნობა, სახე და კანი ნებისმიერს ვანდოთ?

ნეო-ნეოში პროცედურის დროს ვიყენებთ მხოლოდ საუკეთესო ხარისხის პროდუქციას, ხოლო არა მხოლოდ ბიორევიტალიზაციას, არამედ ნებისმიერ სხვა პროცედურასაც, გამოცდილი, სერთიფიცირებული კოსმეტოლოგები და დერმატოლოგები ატარებენ.

ჩვენთან ვიზიტისას შეგიძლიათ არაფერზე იღელვოთ, რადგან თქვენი სილამაზე პროფესიონალების ხელშია!

 

 

 

 

© Copyright 2023 Powered By ინტერიერის დიზაინი
T: 592-19-11-00